x
image
კატაპულტი
ახალი მითითებები კორონავირუსთან დაკავშირებით

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქტიურადაა ჩართული კორონავირუსის მსოფლიო მასშტაბით გავრცელების თავიდან ასაცილებელ ღონისძიებებში.უკვე მეათე დღეა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ყოველდღიურად იდება სიტუაციური ანგარიში კორონავირუსით დაავადებულთა შესახებ. ამ დროისათვის ვირუსით დაინფიცირება დადასტურებულია 7818 ადამიანში, გარდაცვლილია 170.

image

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, სპეციალური ზომების მიუღებლობის შემთხვევაში, ვირუსი სწრაფად გავრცელებადია. მისი მოწოდებით, დაავადებისაგან შემდეგნაირად უნდა დავიცვათ თავი:

1. ხელების დაბანა:


image

ხელები უნდა დაიბანოთ საპნითა და გამავალი წყლით, თუ დაბინძურება შეუიარაღებელი თვალითაა შესამჩნევი. სხვა შემთხვევაში გამოიყენეთ სპირტის შემცველი სითხეები, საპონი და წყალი.

დაიბანეთ ხელები ნებისმიერი ვირუსით დაავადებულთან კონტაქტის შემდეგ, საჭმლის მომზადების წინ, მომზადებისას და მომზადების შემდეგ, ჭამის წინ, ტუალეტის მოხმარების შემდეგ, ხელების ნებისმიერი სახით დაბინძურებისას, ცხოველთან შეხებისას.

2. დაიცავით სხვა ადამიანი ვირუსისაგან:

image

ატარეთ ნიღაბი, მოხმარების შემდეგ კი მოათავსეთ დახურული ტიპის ნაგვის ურნაში. თუ აღგენიშნებათ ხველა და სიცხე, მოერიდეთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გავლას.

3. საჭმლის მომზადებისას.

image

გამოიყენეთ სხვადასხვა სამზარეულოს დაფა და დანა ცოცხალი ხორცისა და მომზადებული საკვების დამუშავებისათვის.

დაუშვებელია დაავადებული ან დაღუპული ცხოველის ხორცის საკვებად გამოყენება.

ჰიგიენის ნორმების განსაკუთრებული დაცვით მოამზადეთ ხორცპროდუქტები.

4, მოგზაურობის შემთხვევაში.

image

თუ ხველა და მაღალი სიცხე გაქვთ, აუცილებლად შეწყვიტეთ მოგზაურობა, გაესინჯეთ ექიმს და მოახსენეთ მას თქვენი უკანასკნელი მგზავრობების შესახებ.

მოერიდეთ იმ ადამიანებთან კონტაქტს, ვისაც აღენიშნებათ ხველა და მაღალი სიცხე. არ შეეხოთ ადამიანებს თვალებზე, ცხვირსა და პირზე.

image

აუცილებლად ატარეთ ნიღაბი და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ის სრულად ფარავს თქვენს ცხვირსა და პირს. გამოყენების შემდეგ, გაანადგურეთ ის და ხელები და სახე დაიბანეთ საპნითა და გამდინარე წყლით.

მოგზაურობის დროს ვირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებლად აცნობეთ ეკიპაჟს, მიმართეთ ექიმს.

მიირთვით მხოლოდ კარგად მოხარშული საკვები.

მოერიდეთ საჯარო სივრცეში კვებას.

image

არ იმოგზაუროთ დაავადებულ ცხოველებთან ერთად.

მოერიდეთ ცხოველებთან ერთად მგზავრობას.

ნებისმიერი ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომის გამოვლენისას აუცილებლად მიმართეთ ექიმს.


ჯანმრთელობას გისურვებთ!

ასევე საინტერესოა:

რამდენად სახიფათოა ჩინეთიდან მომავალი კორონავირუსი საქართველოსთვის და რა სიმპტომებით ხასიათდება ის?!image

რჩევები, რომლებიც გავრცელებულ ვირუსთან ბრძოლაში დაგეხმარებათ

რომელი ჩირი რისთვისაა სასარგებლო?! – ამის ცოდნა აუცილებელია!

image



3
477
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
477
  
31 იანვარი, 14:22
ნამდვილად, გამოცდილიცაა და ეფექტურიც.
ბაბუა იყენებდა, შორეული ნაოსნობის კაპიტანი იყო და სურდოიანი ვერ გავიხსენე.
31 იანვარი, 12:00
ხალხური მეთოდი ყოველთვის ყველაფერს ჯობია:)
31 იანვარი, 11:57
საინტერესო გაგრძელაბაა.
მე გაწუხული წითელი ხახვის წვენს ვუმატებ რამდენიმე გრამ ორნახად არაყს და ყოველ დილას ვსვამ, უებარი საშუალებაცაა, გაციების და ვირუსების საწინააღმდეგოფ, ალკოტესტის მანჩვენებელი კი ნორმის ფარგლებშია და პრობლემაც არაა.
0 1 3