x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
კანადელმა მეცნიერებმა ბავშვის განვითარებას და სმარტფონს შორის კავშირი დაადგინეს
თანამედროვე ბავშვები ტექნოლოგიებს უკვე სამი წლის ასაკში, ზოგი კი ორი წლისას ეცნობა: სმარტფონზე თამაშობენ, პლანშეტზე ვიდეოს უყურებენ და ა.შ. კანადელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ გაჯეტების ჭარბი გამოყენება ბავშვის კოგნიტური ფუნქციების განვითარებაზე არცთუ ისე კარგად აისახება. რამდენიმე წლის განმავლობაში მკვლევარები იკვლევდნენ, ასეთ ბავშვებს გონებრივი შესაძლებლობა რამდენად შეფერხებული აქვთ.


image

დრო ეკრანთან

კვლევის ავტორებმა 2-5 წლის 2400 ბავშვს ტესტირება ჩაუტარს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მშობლებმა ბავშვებს სმარტფონის გამოყენება უნდა შეუზღუდონ.



image

ექსპერიმენტების პირობებით 2 წლის ბავშვები ეკრანთან კვირაში დაახლოებით 17 საათს ატარებენ. 3 წლის ბავშვები საათების რაოდენობა 25 საათამდე, ხოლო 5 წლის ასაკში 11 საათამდე შემცირდა. კვლევამ აჩვენა: ბავშვები რაც უფრო მეტ დროს ატარებენ გაჯეტებთან, მეტყველების და ურთიერთობის უნარები მით უფრო ცუდად განვითარებული ჰქონდათ.


image

ამ მოსაზრებას ყველა მშობელი არ ეთანხმება. კრიტიკოსები ირწმუნებიან, რომ კვლევა არ ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ოჯახის ეკონომიკური სტატუსი, ბავშვის ხასიათი და როდის არის დაბადებული. ბევრი თვლის, თუ ბავშვს თავიდანვე კარგი კოგნიტური შესაძლებლობები აქვს, ტელევიზორთან ან პლანშეტთან ჯდომით უფრო სულელი ვერ გახდება.


ასევე დაგაინტერესებთ:

თქვენი გაჯეტიც ამ სიაშია? 2019 წლის ყველაზე სახიფათო გამოსხივების მქონე სმარტფონები

image

14 რამ, რომლებიც თქვენს კომპიუტერს ანადგურებენ

image

15 ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, რომელთაც თანამედროვე ტექნოლოგიები იწვევს

image

8 რამ, რაც შეტყობინებაში არ უნდა დაწეროთ

image

რა იცის თქვენს შესახებ Google-მა, Facebook-მა და Apple-მა ერთად აღებულმა?

image

0
200
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
200