x
image
Yoona
Mediator image
როგორ გახდა ჰაიაო მიაძაკის მულტფილმები მსოფლიო ფენომენი და რატომ გვჭირდება ყველას ტოტორო
მაშინაც კი, თუ ანიმე არასდროს გინახავთ და აზიური კინემატოგრაფია არ გაინტერესებთ, ალბათ სახელი ჰაიაო მიაძაკი გსმენიათ. რეჟისორი, მხატვარი, პროდიუსერი, ოსკარის 2 პრემიის მფლობელი, ავიაციის ფანი და სამაგალითო მეოჯახე - ეს ყველაფერი მიაძაკია. იაპონელები მას ეროვნულ საგანძურად მიიჩნევენ, ხოლო მისი ნახატები უკვე დიდი ხანია კლასიკად იქცა.


image

ადამიანი, რომელიც ოცნებას მისდევდა

რთული დასაჯერებელია, რომ მიაძაკს ანიმაციასთან დაკავშირებული სპეციალური განათლება მიღებული არ აქვს. მთელი ცხოვრება მულტფილმების ხატვა სურდა, მაგრამ შექმნილი გარემოების გამო გაკუსუინის უნივერსიტეტში პოლიტიკის და ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაბარება მოუწია.



image

ოცნება ოცნებად დარჩებოდა, ჰაიაოს ანიმაციურ სტუდიაში Toei მუშაობა რომ არ დაეწყო, სადაც მეორეხარისხოვან კადრებზე მუშაობდა. ხელმძღვანელობამ ახალგაზრდა მხატვრის ნიჭი შენიშნა და მას უფრო რთული დავალებები დაავალეს. მხატვრის პირველი სერიოზული ნამუშევარი გახდა ფილმი „ჩრდილოეთის პრინცი“, რომელიც კრიტიკოსებმა ანიმეს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო სურათად არა ერთხელ აღიარეს.

ხელმძღვანელობასთან უთანხმოების და რთული სამუშაო პირობების გამო მიაძაკი იძულებული იყო, რომ „ტოეი“ დაეტოვებინა და თავისუფლად ეცურავა. ის სხვადასხვა ანიმაციურ სტუდიაში მუშაობდა, მანგებს ხატავდა, რედაქტორი და რეჟისორი იყო, სანამ 1985 წელს საკუთარი ანიმაციური სტუდია „გიბლი“ არ გახსნა და ანიმაციის შესახებ წარმოდგენა თავდაყირა დააყენა.


ბავშვები - მთავარი გმირები

image

„არასდროს გადავიღებ ფილმს, რომელიც ბავშვებს ეტყვის: „თქვენ ხელი უნდა ჩაიქნიოთ და დანებდეთ“ - ჰაიაო მიაძაკი.


მხატვრისთვის მნიშვნელოვანია მაყურებელს უთხრას, რომ სილამაზე და ძალა არა კუნთებში, არამედ თითოეულ ჩვენგანშია. სწორედ ამიტომ, მისი მთავარი გმირები არიან - გოგოები, პატარები, მაგრამ თამამები და მამაცები, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად თავგადასავლებისკენ ეშურებიან. მიაძაკის ნათელი ქალის პერსონაჟები აკლდა და მან შექმნა. ერთ-ერთ ინტერვიუში რეჟისორი განმარტავს“ რომ „სულის სილამაზის“ დახმარებით ყველა პრობლემის გადაჭრა მხოლოდ ბავშვებს შეუძლიათ. უფროსებში კი - ვინც ძლიერია, ის მართალია.

ჰაიაო მულტფილმებს იღებდა ბავშვების შესახებ და ბავშვებისთვის. მისი მიზანია მაყურებელს სასწაულების რწმენა დაუბრუნოს და ოცნება ასწავლოს. თითოეულ ჩვენგანში ბავშვი ცხოვრობს, შესაძლოა, სწორედ ამიტომ, ანიმაციის მოყვარულებისთვის, როგორც პატარებისთვის, ასევე დიდებისთვის, ახლოსაა ყველაფერი, რაზეც საუბარი მიაძაკს სურს.


ყურადღება დეტალების მიმართ


„მთელი სამყარო იქმნება უამრავი პატარა ნაწილისგან და ქაოსისგან“ - ჰაიაო მიაძაკი.


image

მიაძაკი თავის სამყაროს ქმნის ისე, რომ თითოეულ წვრილმანს ყურადღებას აქცევს. ის ხატავს სახლებზე ბზარებს და საღებავის კვალს, ფოთლების ჩრდილს და ტანსაცმლის ნაკეცებს.

რეჟისორის საფირმო სტილი - ეს გულდასმით დამუშავებული სცენებია, რომლებიც რამდენჯერმე უნდა ნახოთ, რომ თითოეული დეტალი დააფასოთ. ის თვლის, რომ მხოლოდ მთავარ გმირებზე აქცენტის გაკეთება არ შეიძლება - ყველა სურათი უნდა მოძრაობდეს. წინა პლანზე „მოსიარულე კოშკის“-ის გმირი სოფი ქუჩაში მიდის, ხოლო უკან კი ქალაქის ცხოვრება ჩქეფს: ახალგაზრდა ოფიცერი გოგონასთან გაცნობას ცდილობს, მოქალაქეები უახლეს ამბებს განიხილავენ, დედა ბავშვს ასეირნებს.

თუ მთავარი გმირი წვნიანს ამზადებს, მაშინ გვერდით ნამდვილად იქნება კარადა, მზარეული და თეფშები. ეს ყველაფერი მთლიან სამყაროს ქმნის, თითოეული კადრი - ცალკე სრულყოფილი სურათია.


წარმოსახვის გამოსახვა

image

თუ ანიმაცია საშუალებას იძლევა გამოსახოთ ის, რისი გაკეთებაც კინოში არ შეიძლება, რატომ არ უნდა გარისკოთ? სწორედ ამ გზას მიჰყვება მიაძაკი. მას ვინმეს მიბაძვის და რეალობის ჩვენების მიზანი არ აქვს. სწორედ ამიტომ, მის სამყაროში ადამიანები ცხოვრობენ პილოტთან ერთად, რომელსაც ღორის სახე აქვს, ჯადოქრები კი დაფრინავენ.

არარეალური სამყარო ჩვეულებრივთან მჭიდროდ იკვეთება. ზღაპრის პერსონაჟებს საკუთარი პრობლემები და საყოფაცხოვრებო საქმეები აქვთ: ღმერთები აბანოში დადიან, დემონ კალციფერს სხვისი დახმარების გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, ხოლო ჯადოქარ კიკის ცოცხზე ფრენის ეშინია.

ნამდვილის და მითიურის განუყოფლობა არის ის, რაც ჰაიაო მიაძაკს სხვა მხატვარ-მულტიპლიკატორისგან განასხვავებს.


ბუნება და... თვითმფრინავები

image

„ანიმაციაში „პონიო კლდეზე“ გარემოს დაბინძურებაზე ვსაუბრობდი, მაგრამ უბრალოდ ამაზე საუბარს აზრი არ აქვს. სჯობს ტყუილად არ იჯდეთ და იწუწუნოთ, არამედ ადგეთ და ნაგვისგან გაწმენდა დაიწყოთ. სხვათა შორის, ყოველ დილით ჩემს სახლთან, მდინარის სანაპიროზე ამ საქმით ვარ დაკავებული. და ამ დროს სიამოვნებით ვატარებ“ - ჰაიაო მიაძაკი.

რეჟისორი აღიარებს, რომ სტუდია „გიბლის“ მთავარი დამახასიათებელი ნიშანი ბუნების აღწერის მეთოდია. ის არა უბრალოდ მთავარი მოქმედი გმირების ფონია, ისიც სრულყოფილი პერსონაჟია. ანიმაციაში „ნაუსიკაა ქარების ხეობიდან“ ტყე თავს მსხვერპლად წირავს, რომ დაბინძურებული მიწა პესტიციდებისგან გაწმინდოს. ხოლო „პრინცესა მონონოკეში“ ბუნება ადამიანთან ამ სამყაროში თავისი ადგილისთვის ებრძვის.

მიაძაკის შემოქმედებაში ბუნების მთავარი სიმბოლო ტოტოროა - ტყის სული, ის „გიბლის“ ლოგო ტყუილად არ გახდა. ტოტოროს დახმარებით რეჟისორს სურს თქვას, რომ თუ ბუნებას შეიყვარებთ და მასთან იმეგობრებთ, ის თავის საიდუმლოებებს გაგიმხელთ.


image

მიაძაკის მულტფილმებში უამრავი მექანიზმი არსებობს, მაგრამ რეჟისორის მეორე გატაცება თვითმფრინავებია. მისი მამა, კატსუი თვითმფრინავის ნაწილების ქარხნის დირექტორი იყო. რეჟისორი ბავშვობიდანვე უცნაური მექანიზმებით გარშემორტყმული იყო. ანიმების „ალისფერი ღორი“ და „ქარი მატულობს“ სიუჟეტები თვითმფრინავების გარშემოა აგებული.

რეჟისორი აღიარებს, რომ თავიდან ადამიანებს ცუდად ხატავდა, სამაგიეროდ ნებისმიერი სირთულის თვითმფრინავს ადვილად უმკლავდებოდა. თავის სტუდიასაც სახელი იტალიური თვითმფრინავის Ca.309 Ghibli საპატიცემულოდ დაარქვა.

ჰაიაო ტექნიკურ პროგრესს არ ებრძვის და ბუნებას ტექნოლოგიებზე მაღლა არ აყენებს. ის ამბობს, რომ მათ ჰარმონიაში უნდა იცხოვრონ. როგორც უცნაური მექანიკური ფეხით მოსიარულე სახლი და ჰაული, როგორც რობოტი და ტყე „ლაპუტა: ციური კოშკიდან“.


არაკომერციული კინო

image

მიაძაკი თავისი ნახატებით მოგების მიღებას არასდროს ცდილობს. ის ხატავს იმიტომ, რომ არ შეუძლია არ დახატოს. 2013 წელს განაცხადა, რომ ანიმაციას დატოვებდა და თავს „გიბლის“ მუზეუმს დაუთმობდა. თუმცა ოსტატს დიდხანს უსაქმოდ ყოფნა არ შეეძლო და 2018 წელს მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მუხლუხო ბორო“, წელს კი უნდა გამოვიდეს „როგორ ცხოვრობთ?“

რეჟისორი კინოფესტივალებს და დაჯილდოების ცერემონიებს იშვიათად ესწრება. როცა 2003 წელს „მოჩვენებებით გატაცებულებისთვის“ საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის ოსკარი მიიღო, რეჟისორი დაჯილდოებას არ დაესწრო. ასე ერაყში ომის მიმართ თავისი პროტესტი გამოხატა.


„თუ ანიმაცია მომაკვდავი ხელობაა, ჩვენ ვერაფერს გავაწყობთ. ცივილიზაცია წინ მიიწევს. სად არიან ახლა მხატვრები, რომლებიც ფრესკებს ხატავენ? სად არიან პეიზაჟის მხატვრები? ახლა რას აკეთებენ? სამყარო იცვლება. გამიმართლა, რომ 40 წელია იმავე საქმეს ვაკეთებ. ეს იშვიათობაა“ - ჰაიაო მიაძაკი.


რამდენიმე ფაქტი:

image

პოპულარული აზრის მიუხედავად, ჰაიაო მიაძაკი ანიმეს „ციცინათელების საფლავის“ ავტორი არაა. მისი რეჟისორია - ისაო ტაკაჰატა.


მიაძაკს ღორები უყვარს. ის საკუთარ თავს ღორის სახით ხშირად წარმოაჩენდა, რადგან „შუა ასაკს მიღწეული ყველა ადამიანი ღორად გარდაიქმნება“.


რეჟისორს 2 ბავშვი ჰყავს. უფროსი ვაჟი კეისუკე, რომელიც ხეზე მჭრელია, და უმცროსი გორო, რომელმაც ლანდშაფტის არქიტექტორა შეისწავლა, მაგრამ ბავშვობაში ანიმატორობა სურდა. მიაძაკი უფროსი წინააღმდეგი იყო. მამის ნების მიუხედავად გორომ სტუდია „გიბლში“ მუშაობა დაიწყო. ის 3 ფილმის რეჟისორია: „ხმელეთზღვის ამბები“, „კოკურიკოს ბორცვიდან“ და „ყაჩაღის ასული რონია“.


1997 წელს კომპანია Disney-მ ფილმის „პრინცესა მონონოკეს“ გაქირავების უფლება იყიდა. პროდიუსერ ჰარვი ვაინსტინს სურათის შემოკლება სურდა. მაშინ მიაძაკიმ მას ოფისში გაუგზავნა კატანა წარწერით „არ გაჭრათ“.


მიაძაკი თვლის, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში დიდებისთვის მან მხოლოდ ერთი ზრდასრული ფილმი „ქარი მატულობს“ გადაიღო. ეს არის ისტორია იაპონელი კონსტრუქტორის, ძირო ჰორიკოშის შესახებ, რომელიც Mitsubishi-ს მებრძოლებზე მუშაობდა.


„ალისფერი ღორი“ არის ფილმი პირადი დრამის შესახებ. მიაძაკი საკუთარ თავს მთავარ პერსონაჟთან ადამიანის მსგავს ღორ-მფრინავთან აიგივებს.


ბევრს უჩნდება კითხვა, ვინ არის ტოტორო. ტოტორო ტყის სულია, მისი ნამდვილი სახელია ტორორო. უბრალოდ პატარა გმირი, მეი მის სახელს სწორად ვერ წარმოთქვამს.


ჩიჰიროს მშობლები ღორებად უბრალოდ არ გადაიქცნენ. ბუდიზმში ცხოველად გარდაქმნა - წარსული ცხოვრების ცოდვებისთვის სასჯელია. ღორად გარდაქმნა სიხარბის გამო მოხდა, რაც იაპონიის მაცხოვრებლებისთვის 80-იან წლებში, „რეცესიის პერიოდში“ დამახასიათებელი იყო.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. 25 გულწრფელი კომიქსი, რომელიც ახალგაზრდა დედების რეალურ ცხოვრებას გვიჩვენებს

2. ბერძენი მხატვრის სურათები, რომლებიც ჭეშმარიტი სიყვარულის სილამაზეს გვიჩვენებს

3. კლინიკური ფსიქოლოგი თავისუფალ დროს სურათებს ხატავს. მათ გასაგებად, საკუთარ თავში უნდა ჩაიხედოთ

4. 22 გულწრფელი კარიკატურა იმის შესახებ თუ რატომ დაკარგეს ადამიანებმა ტვინის ნაწილი

5. როგორ გამოიყურებოდნენ ყველაზე დიდებული ქალები ფოტოშოპის, სილიკონის და პლასტიკური ქირურგიის გარეშე

6. ნიუ-იორკელი ფოტოგრაფი 9 წელი სამსახურში მიმავალ ადამიანებს სურათებს უღებდა და ეს კადრები ბევრ რამეზე თვალს აგიხელთ

7. 21 მძაფრი სოციალური ილუსტრაცია იმის შესახებ, თუ რაზე ვხუჭავთ თვალს

8. მხატვარმა პატარა ქალთევზას ახალი ისტორია დახატა. ეს კლასიკურ ვერსიაზე უფრო მეტად მომწონს


9. მექსიკელი მხატვრის 10 სურათი, რომელიც მარტოობას აფასებს


10. ბავშვები საყვარელ ნივთებთან ერთად - იტალიელი ფოტოგრაფის პროექტი „სათამაშოების ისტორია“

0
142
2-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
142