x
image
მანანა თურმანიძე
როგორ დავიცვათ თავი მკვლელი ვირუსისგან
image


ჩინეთის ახალი მკვლელი ვირუსი სწრაფად ვრცელდება. დღეისათვის ცნობილია, რომ კორონავირუსით 7, 700-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული და სულ მცირე, 200 ადამიანია დაღუპული.


შემთხვევების უმეტესი ნაწილი ლოკალიზებულია ჩინეთში, მაგრამ ვირუსი თანდათანობით ვრცელდება მის საზღვრებს გარეთაც. ამჟამად დადასტურებულია კორონავირუსის შემთხვევები 15 – ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრალიასა და შეერთებულ შტატებში.


ექსპერტები წლების განმავლობაში გვაფრთხილებდნენ, რომ მსოფლიოში დიდი ხანია ვადა გაუვიდა საშიშ ლეტალურ დაავადებას. თუმცა, ახლა ისღა დაგვრჩენია, რომ თავიდან ავიცილოთ მისი გავრცელება, რათა არ მოხდეს ბევრი ადამიანის ინფიცირება. ამის გაკეთება კი შესაძლებელია.



ექსპერტების მიერ შექმნილია პრაქტიკული სახელმძღვანელო იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ უსაფრთხოება და არ გავავრცელოთ დაავადება. რჩევები ემყარება NHS (დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნული სამსახური) და სხვა ქვეყნების წამყვანი ექსპერტების რეკომენდაციებს.


რა არის კორონავირუსი?

კორონავირუსები ვირუსების ოჯახია, რომელიც ცხოველებში დაავადებას იწვევს. მათგან შვიდმა, მათ შორის ახალმა ვირუსმა, ხალხზე გავრცელების უნარი გამოავლინა. მათი უმრავლესობა იწვევს გაციების სიმპტომებს.



ახალ კორონავირუსზე გაცილებით მძიმეა ორი კორონავირუსი - ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი მერსი (Mers) და მძიმე, მწვავე რესპირატორული სინდრომი სარსი (Sars), რომლებმაც 2002 წლიდან მოყოლებული, 1, 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს.


ახალი ვირუსი, რომელიც ცნობილია ვუჰანის კორონავირუსის სახელწოდებით, ასევე ძალიან საშიშია. ჯერჯერობით, საავადმყოფოების შემთხვევების დაახლოებით 15-20 % კლასიფიცირებულია როგორც "მძიმე", ხოლო სიკვდილის ამჟამინდელი მაჩვენებელი დაახლოებით ორ პროცენტს შეადგენს. ეს გაცილებით დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე მერსის ან სარსის შემთხვევაში, თუმცა, მაინც მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს კაცობრიობისთვის.


რა არის ახალი კორონავირუსის სიმპტომები?

დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნული სამსახურის და ჯანმო-ს თანახმად, ვუჰანის კორონავირუსი ჩვეულებრივ მოიცავს შემდეგ სიმპტომებს:

- დაღლილობის გრძნობა

- სუნთქვის გაძნელება

- მაღალი ტემპერატურა

- ხველა და / ან ყელის ტკივილი

ეს სიმპტომები სხვა რესპირატორული დაავადებების მსგავსია, მათ შორის გრიპის და ზოგადი გაციების დროს არსებული სიმპტომების ანალოგიურია. თუ თქვენ აღგენიშნებათ ეს სიმპტომები, გაითვალისწინეთ შემდეგი:

- ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმოგზაურეთ მაღალი რისკის ზონაში?

- იყავით კონტაქტში ვინმესთან, ვისაც აქვს სიმპტომები?

- რამდენად სწრაფად ვლინდება სიმპტომები?

- თვლით, რომ სიმპტომები ვირუსთან კონტრაქტის შემდეგ 2-დან 10-მდე დღის განმავლობაში ვლინდება?


არსებობს გარკვეული მტკიცებულებები, რომლებიც ჯერ კიდევ დაუდასტურებელია, რომ ვირუსის გავრცელება შესაძლებელია ასიმპტომური ადამიანების მიერ. ეს არიან ის ადამიანები, ვინც ვირუსს ატარებენ, მაგრამ ჯერ კიდევ არ არიან ავად. თუ ეს სწორია, ეს ვირუსის გაკონტროლებას მნიშვნელოვნად გაართულებს.


როდის უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას?

თუ ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმოგზაურეთ ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში (ან სხვა მნიშვნელოვნად დაზარალებულ რაიონში), ან უკვე გქონდათ კონტაქტი ვინმესთან, ვისაც უსიამოვნო შეგრძნება აქვს და ასეთივე შეგრძნება აღგენიშნებათ თქვენც, დაუყოვნებლივ მიმართეთ ტელეფონით თქვენს მკურნალ ექიმს რჩევისთვის. არ არის რეკომენდებული ასეთ შემთხვევაში ექიმთან კლინიკაში ან სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტი, რადგან, თუ ვირუსი გაქვთ, რისკავთ მის სხვებზე გავრცელებას, თუ არ გაქვთ, მის შეძენას.


რეკომენდებულია, რომ პირებმა, რომლებიც დაბრუნდნენ ვუჰანიდან, "თვითკარანტინი" დაუწესონ თავს ორი კვირის განმავლობაში, ეს არის სამსახურიდან და სხვა ხალხმრავალი ადგილებიდან იზოლირება, რათა იზრუნოთ გავრცელების თავიდან აცილებასა და სხვების უსაფრთხოებაზე.


როგორ ვრცელდება ახალი კონორავირუსი და როგორ შეგვიძლია დავიცვათ მისგან თავი?


ხელის ჰიგიენა თავდაცვის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. გაციებისა და გრიპის მსგავსად, ახალი ვირუსი ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი გზით, ანუ როდესაც ადამიანი ახველებს ან აცემინებს ინფექცია ვრცელდება ჰაერში. სხვადასხვა ზედაპირიდან ბაქტერიები ხვდება ხელზე, საიდანაც იჭრება ორგანიზმში და შემდგომ იწვევს დაინფიცირებას. ადამიანი ვირუსით ავადდება, როდესაც დაინფიცირებულ ხელებს შეახებს პირს, ცხვირს ან თვალებს.


აქედან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის ის, რომ დავიცვათ საკუთარი თავი პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვით. ეს ნიშნავს, რომ ხელები ხშირად დავიბანოთ საპნით და წყლით ან, სადაც ამის საშუალება არ არის, გავიწმინდოთ ე.წ. მშრალი სპირტით, ანუ ხელების მადეზინფიცირებელი გელით. ასევე შევეცადოთ თავი ავარიდოთ პირის, ცხვირის ან თვალების ხელით შეხებას. ეს არის ის, რასაც ყველა ვაკეთებთ ქვეცნობიერად, საშუალოდ საათში 15-ჯერ.


განსაკუთრებით რთულია ჰიგიენის ნორმების დაცვა მცირეწლოვნებში. ამიტომ ბავშვებს მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ, ხშირად დავბანოთ ხელები და დავასუფთაოთ მათი გარემო. ავუხსნათ ბავშვებს ვირუსის საფრთხეები და ვესაუბროთ მათი თავიდან აცილების გზებზე.


სპეციალისტები გვირჩევენ:

- თან ატარეთ ხელის სანიტარული საშუალება, რომ ხელების ხშირი გაწმენდა მარტივად შეძლოთ;

- ყოველთვის დაიბანეთ ხელები ჭამის წინ;

- განსაკუთრებით ფრთხილად იყავით აეროპორტებში და სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობისას, ნივთების შეხების შემდეგ ნუ შეეხებით სახეს;

- ატარეთ ერთჯერადი ხელსახოცები თან, დაიფარეთ ცხვირი და პირი ხველის ან ცემინებისას და გადააგდეთ გამოყენებული ხელსახოცი ნაგვის ურნაში.

- არ გამოიყენოთ ჩიფსების და სხვა სნეკების პაკეტი ან თასი, რომლიდანაც სხვები მიირთმევენ და თითებს ყოფენ;

- მოერიდეთ ხელის ჩამორთმევას ან გადაკოცნას, თუ ეჭვი გაქვთ, რომ ვირუსი მიმოქცევაშია;

- რეგულარულად დაისუფთავეთ არა მხოლოდ ხელები, არამედ ხშირად გამოყენებული ზედაპირები და მოწყობილობები, რომლებსაც ეხებით თქვენ ან თქვენი ბავშვები.


რაც შეეხება სახის ნიღბებს, რამდენად მუშაობს დაცვის ეს საშუალება?

ზოგადად ქაღალდის ნიღბები არ არის რეკომენდებული რიგითი მოქალაქისთვის. ისინი არ წარმოადგენენ სანდო დაცვას და უფრო მეტიც, ისინი სწრაფად ტენიანდებიან შიგნიდან, რაც უზრუნველყოფს სრულყოფილ გარემოს ბაქტერიების გასავრცელებლად.


ამასთან, მათი გამოყენება აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ აღგენიშნებათ სიმპტომები, როგორიც არის ხველა ან ცემინება, მაშინ ნიღაბი შეიძლება დაგეხმაროთ ხალხმრავალ ადგილებში ვირუსის სხვებზე გავრცელებისგან თავის ასაცილებლად.


თუმცა, სამედიცინო დაწესებულებებში ჯანდაცვის მუშაკები, რომლებიც მკურნალობენ ვირუსით დაავადებულ პაციენტებს, ატარებენ ნიღბებს, მაგრამ ეს არის სპეციალური მოწყობილობები და არსებობს მკაცრი პროტოკოლები, რომლებიც მათ უნდა დაიცვან, რათა მათ შეინარჩუნონ უსაფრთხოება და უზრუნველყონ ეფექტურობა.


როგორც ვხედავთ, პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა უსასფრთხოების ზომების დაცვა აუცილებელია.



0
341
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
341
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0