x
image
Lerato
თვისება, რომელსაც კენგურუ აბი ფლობს, ბევრ ადამიანს არ გააჩნია

სამწუხაროა, რომ ჩვენ, ადამიანებს, ხშირად გვავიწყდება მადლიერების გრძნობის მნიშვნელობის შესახებ – ეს იმის დაფასებაა, რასაც ვიღებთ, გზა აღიარებისა, რაც კარგი გვაქვს ცხოვრებაში.


დადასტურებულია, რომ მადლიერების გრძნობა პირდაპირ კავშირშია ბედნიერებასთან, რამდენადაც ის ზრდის პოზიტიურობას, ამყარებს ძლიერ კავშირებს ადამიანებს შორის, აუმჯობესებს ჯანმრთელობას. ადამიანებისგან განსხვავებით, ცხოველებს არასოდეს ავიწყდებათ მადლობის გადახდა იმ სიყვარულისთვის და ზრუნვისთვის, რასაც მათ მიმართ ვიჩენთ. ამის პირდაპირი მტკიცებულებაა კენგურუ აბის ისტორია, რომელსაც ძლიერ უყვარს ჩახუტება.


Youtube-ის სერიებში ნახავთ 13 წლის კენგურუს, სახელად "ქუინ აბის, " რომელიც თავის მხსნელებს და მასზე მზრუნველ ადამიანებს მადლიერების ნიშნად ეხვევა და ეალერსება.



image


აბიგაილი ერთ-ერთი ყველაზე მოსიყვარულე გადარჩენილი ცხოველია მსოფლიოში და მისი ისტორია ცნობიერებას ამაღლებს კენგურუებზე ნადირობის საკითხზე ავსტრალიის დაუსახლებელ ტერიტორიებზე, რამაც ბევრი ნაშიერი დააობლა.


ქუინ აბი დილას იმით იწყებს, რომ თავშესაფარში იმ ხალხს ეხვევა, ვინც მასზე ზრუნავს. ეს ადგილი ელის სპრინგსთან ახლოს მდებარეობს. თავშესაფარი განსაკუთრებულად ზრუნავს კენგურუებზე, ეხმარება მათ ნაშიერებს რეაბილიტაციას და დაბრუნებას ველურ ბუნებაში.


პატარა აბიმ დედა მაშინ დაკარგა, როცა რამდენიმე თვის იყო. ცენტრში მოხალისეებმა და თანამშრომლებმა ძალიან თბილად მიიღეს.


არაკომერციული თავშესაფარის დამფუძნებელმა, კრის ბროლგამ, მას შემდეგ გადაწყვიტა მისი დაარსება, რაც გაიგო რომ უახლოესი ველური ბუნების სამაშველო ცენტრი 1500 კმ.-ით იყო დაშორებული. თავშესაფარი 188 ჰექტარზეა გადაჭიმული და ძირითადი ფუნქციის გარდა აწყობს ექსკურსიებს სტუმრებისთვის.



image


აბი თავშესაფარში 10 წელზე მეტია ცხოვრობს და განსაუთრებული ურთიერთობები აქვს მის მხსნელებთან და პერსონალთან. 2013 წელს ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი სოციალურ ქსელში წერდა: აბი ჩემთან მაშინ მოვიდა, როცა სულ რაღაც 5 თვის იყო, დაშავებული, უამრავი ნაკაწრით და ჭრილობით. ის ჩემი ერთადერთი კენგურუა, რომელიც დანახვისთანავე მიახლოვდება და მთელი გულით მეხუტება".


კენგურუებს კარგი მეხსიერება აქვთ და დაკვირვების შედეგად დაადგინეს, რომ მათ თბილი ურთიერთობები უყალიბდებათ იმ ადამიანებთან, ვინც მათზე ზრუნავს, თუმცა აბი მაინც გამორჩეულია თავისი დამოკიდებულებით.


image


დღეს ქუინ აბი ისეთივე ხალისიანი და მოსიყვარულეა, როგორც რამდენიმე წლის წინ, როცა ის იპოვეს. მისი რეგულარული, გულის ამაჩუყებელი ჩახუტებები აჩვენებს თუ რამდენად მადლიერია მათი.


თავშესაფრის თანამშრომლები და მოხალისეები ძალიან მზრუნველები და თბილები არიან. კენგურუ აბისთან ჩახუტება კი მათი დიდი მეგობრული ოჯახის ტრადიციაა.


ხანძრამდე ბევრ ავსტრალიელს სჯეროდა, რომ კენგურუების რაოდენობა ავსტრალიის დაუსახლებელ ტერიტორიებზე ჭარბია, თუმცა, ზოგადად, ადგილობრივი მოსახლეობა გმობდა მათ დახოცვას ხორცისა და ტყავისთვის.


ცნობისთვის კენგურუსგან დამზადებული პროდუქტების ექსპორტი შეადგენდა $29 მილიონს წელიწადში და აფინანსებდა 4000-ზე მეტ სამუშაო ადგილს წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში.


image


თავშესაფარი ყოველთვის აპროტესტებდა ასეთ სასტიკ დამოკიდებულებას კენგურუებისადმი. მას შემდეგ რაც დედას კლავდნენ, მისი ნაშიერის სიცოცხლეს დიდი საფრთხე ემუქრებოდა. კარგი მოვლის პირობებშიც კი ბევრი მათგანი იღუპებოდა.

მხოლოდ იმის იმედი გვაქვს, რომ სიყვარული და თბილი გრძნობა, რასაც ეს საოცარი არსება, კენგური აბი იჩენს ადამიანების მიმართ, აამაღლებს შეგნებას და პოზიტიურ ცვლილებებს შეიტანს მათ მიმართ ჩვენს დამოკიდებულებაში.



ასევე დაგაინტერესებთ:


ტყუპები – იცოდით ამ საოცარი ფაქტების შესახებ?


10 ყველაზე სახიფათო და არაადეკვატური ცხოველი დედამიწაზე


რა მოხდება, თუ ხორცის ჭამაზე უარს ვიტყვით? 50 ყველაზე ცნობილი ვეგეტარიანელი მსოფლიოში


რით განვსხვავდებით სინამდვილეში მაიმუნისგან?


რომელი ცხოველი რა დაავადებებს კურნავს


9 უცნობი ფაქტი მამაკაცის სხეულის შესახებ


ლემურის 15 მცნება – მათთვის, ვისაც კარგად უნდა ცხოვრება! (სახალისო ფოტოკოლაჟი)



6
477
8-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
477
  
2020, 21 თებერვალი, 14:21
ქიგეიზინდი დიდაშა :)))
2020, 21 თებერვალი, 6:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2020, 20 თებერვალი, 18:43
დიდი მადლობა :)
2020, 20 თებერვალი, 13:28
თქვენი სტატიებისგან განსხვავებული, მაგრამ არანაკლებ საინტერესო სტატიაა.
წარმატებები...
0 1 6