x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
გაუტკივარება - ინჰალაციური ნარკოზი
imageგაუტკივარება ტკივილის შეგრძნების დათრგუნვაა ხელოვნური გზით. მედიცინის ამ დარგს უწოდებენ ანესთეზიოლოგიას. ტერმინი ანესთეზია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს უგრძნობლობას. არსებობს გაუტკივარების შემდეგი სახეები:


1. ზოგადი 2.რეგიონული 3.ადგილობრივი, ზოგადი თავის მხრივ არის ინტრავენური და ინჰალაციური .

ინჰალაცირუ ნარკოზი ეწოდება გაუტკივარების სახეს, რომელსაც აღწევენ ორგანიზმში სანარკოზე ნივთიერების სასუნთქი გზების საშუალებით შეყვანით.


ინჰალაციური ნარკოზის რამდენიმე მეთოდი არსებობს


1.ნიღბით

2.ინტუბაციური ნარკოზი: ენდოტრაქეული და ენდობრონქული


1.ნიღაბი უზრუნველყოფს ავადმყოფისთვის სანარკოზე ნივთიერებების ნარევის მიწოდებას, ავადმყოფის სახეზე მისი ჰერმეტული კონტაქტის გზით.ნიღაბს მჭიდროდ ადებენ ავადმყოფს სახეზე.ამ მეთოდს აქვს მრავალი უარყოფითი მხარეები : რთული მართვადობა, ასპირაციული გართულებების განვითარების საშიშროება, ტოქსიკურობა და სხვა.ადრე ამ მეთოდს ფართო გამოყენება ჰქონდა, თუმცა ახლა აღარ გამოიყენებენ.


2.ინტუბაციური ნარკოზი-სანარკოზე ნივთიერებას ავადმყოფს მიაწოდებენ სასუნთქ გზებში შეყვანილი მილის საშუალებით . მისი ორი სახე არსებობს:


ენდოტრაქეული მილის მეშვეობით შეიძლება სანარკოზე ნარევის მიწოდება უშუალოდ ტრაქეაში.ენდოტრაქეულ მილებს უმეტეს შემთხვევაში გასაბერი მანჟეტი აქვს, რომელიც შედგება საკუთრივ მანჟეტისაგან, საკონტროლო ბალონისაგან და შემაერთებელი მილისაგან.მანჟეტი უზრუნველყოფს ენდოტრაქეული მილის ჰერმეტულ კონტაქტს ტრაქეასთან, რაც ხელოვნური ვენტილციის საშუალებას იძლევა და ამცირებს კუჭის შიგთავსის სასუნთქ გზებში ასპირაციის შესაძლებლობას.

ენდობრონქული მილი შეყვანილია ერთ-ერთ ბრონქში


ინჰალაციურ ნარკოზს სამ პერიოდად ყოფენ: 1.სანარკოზე ნივთიერების შთანთქმა 2.დინამიკური წონასწორობა 3.გამოყოფა


სანარკოზე ნივთიერების ორგანიზმში შესვლის დროს ყველა ორგანო გაჯერდება სანარკოზე ნივთიერებით, რომელიც სისხლს მიაქვს. ამ ორგანოებს შორის არის თავის ტვინიც, რომლის გაჯერებას მოყვება ავადმყოფის გადასვლა ნარკოზული ძილის მდგომარეობაში. ოპერაციის დროს სანარკოზე ნივთიერება საკმაო რაოდენობით უნდა მიეწოდოს ორგანიზმს.ოპერაციის დამთავრებამდე ამცირებენ საინჰალაციო ნარევში სანარკოზე ნივთიერების შემცველობას, ბოლოს წყვეტენ მის მიწოდებას. ამ დროს სანარკოზე ნივთიერება ორგანოებიდან და ქსოვილებიდან გადავა სისხლში, სისხლიდან ალვეოლებში, ალვეოლებიდან კი ატმოსფეროში .


ინჰალაციური ნარკოზის დროს იყენებენ მიორელაქსანტებს, რომლებიც ადუნებენ კუნთებს. მოქმედების მექანიზმის მიხედვით მიორელაქსანტები ორ ჯგუფად იყოფა: ანტიდეპორალიზაციური ხანგრძლივი მოქმედების რელაქსანტები(30-40წუთი) და დეპოლარიზაციული ხანმოკლე მოქმედების რელაქსანტები(5-6წუთი).




0
211
შეფასება არ არის
ავტორი:არმინე კუშიან
არმინე კუშიან
211
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0