x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
"შექმნილია ჩინეთში" ანუ რას წამოადგენს ჩინური ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი Norinco PF-89

image სურათზე ჩანს თუ როგორ ისვრის ჩინელი მებრძოლი ტანკსაწინააღმდეგო, ერთჯერადი ყუმბარმტყორცნიდან "Norinco PF-89". დააკვირდით ორ სადებს მარცხენა ხელის ქვეშ და მხარზე ყუმბარმტყორცნის ქვეშ.
საუბარია გამშვებ კონტეინერზე. აღნიშნული სადებები ერთჯერადი ყუმბარმტყორცნის კომპლექტაციაში არ შედის, აქ რასაც ხედავთ ეს მებრძოლის თვითშემოქმედების ნაყოფია.
image ყუმბარმტყორცნი შეიქმნა ჩინურ ფირმა "Norinco"-ში. სწორედ ეს ფირმა სერიულად აწარმოებს აღნიშნულ ყუმბარმტყორცს და ჩინეთის არმიას აწვდის.
"Norinco PF-89"-ს დანიშნულებაა ბრძოლა ჯავშანტექნიკასთან და ხანგრძლივი საცეცხლე მხარდაჭერის ობიექტების გასანადგურებლად.
სხვათაშორის გამშვები კონტეინერი მზადდება მინაპლასტიკისგან, ამიტომაც ჩანს რაკეტის სტარტი, რაკეტის გაშვებისას კონტეინერში.
image კონტეინერის უკან არავინ, რომ არ უნდა იდგეს და გარკვეულ მანძილზე რეაქტიული ჭავლის გზაზე ხე, კედელი ან ტექნიკა, რომ არ უნდა იდგეს ამას მილიტარისტები ისედაც მიხვდებით.

ყუმბარმტყორცნის მონაცემებია:
კალიბრი-80 მმ
სიგრძე-900 მმ
მთლიანი წონა-3, 7 კგ
ყუმბარის წონა-1, 84 კგ
ჯავშანგამტანობა 65 გრადუსიანი კუთხით მოხვედრისას-180 მმ
ჯავშანგამტანობა 90 გრადუსიანი კუთხით მოხვედრისას-630 მმ
დამიზნებით სრროლა-200 მეტრი

0
798
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
798