x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მუცლის ცეკვის საუკეთესო შემსრულებლები (TOP – 5)

მიუხედავად იმისა, რომ ამა თუ იმ სახეობის ცეკვის შესწავლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, არჩეულ სტილში, უნიკალურობას და მსოფლიო მაშტაბით, საუკეთესო მოცეკვავის სახელის მოპოვებას, ყველა ვერ შეძლებს. აქ ბელიდენსის (belly dance – მუცლის ცეკვა) საუკეთესო შემსრულებლების ხუთეულს წარმოგიდგენთ, რომლებმაც რესპუბლიკური და მსოფლიო მასშტაბის არაერთ კონკურსზე გაიმარჯვეს. ხოლო, მათ ვიდეოებს YouTube-ზე მილონობით ნახვები აქვს.

თანამედროვე მუცლის ცეკვების სამშობლო ეგვიპტეა, თუმცა ის, რა ხანია, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და დღეს უფრო მეტად, აღმოსავლური ცეკვის სახელით არის ცნობილი. მისი საუკეთესო შემსრულებლები მხოლოდ აზიელები კი არა, ევროპელებიც არიან და ჩვენი რეიტინგის V – IV ადგილებზე უკრაინელი მოცეკვავეები მოხვდნენ:



V. Alex Delora

image


ექსპრესიული მოცეკვავე ალექსანდრა დოდენკო, – ალექს დელორას სახელით გამოდის. მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა, საცეკვაო ტექნიკით და კომბინაციებით, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის, ბელიდენსის ათასობით მოცეკვავის აღიარება მოიპოვა.




IV. Alla Kushnir

image


სახელგანთქმული მოცეკვავე ალა კუშნირი ბავშვობიდან ცეკვავს. ის ჯერ ხალხური ცეკვების სტუდიაში სწავლობდა, შემდეგ სამეჯლისო ცეკვებით იყო გატაცებული, მონაწილეობდა სამოყვარულო კონკურსებში და თავის მომავალს ცეკვას ნამდვილად არ უკავშირებდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, მან იურიდიულ აკადემიაში ჩააბარა. მაგრამ, II კურსზე სწავლისას, ტელევიზიით მუცლის ცეკვა ნახა, რომელმაც მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა... დღეს ალა ცნობილი მოცეკვავე და ქორეოგრაფია, აქვს საკუთარი სტუდია და პატარებს ამ ულამაზესი და ურთულესი ცეკვის ხელოვნებას უზიარებს.


imageIII. Didem


image


დიდემ კინალი – თურქი მოცეკვავე, მოდელი და მომღერალია. დაიბადა იუგოსლაველი დრამერის და ბოშური წარმოშობის მუცლის მოცეკვავის ოჯახში და გასაკვირი არ არის, რომ ბავშვობიდან ცეკვავდა და ყოველთვის იცოდა, როდესაც გაიზრდებოდა, ვინ გახდებოდა. მოძრაობის წარმოუდგენელმა პლასტიურობამ და სხეულის ფანტასტიკურმა ფლობამ, თავისი საქმე გააკეთა. დღეს დიდიმი ბელიდენსის ერთ–ერთი უნიკალური მოცეკვავეა.




II. Amira Abdi

image


ალჟირელი მოცეკვავე სცენაზე 8 წლიდან დგას. ის ბელიდენსის არაერთი კონკურსის გამარჯვებულია. არის პროფესიონალი მოცეკვავეა, მიღებული აქვს უმაღლესი ქორეოგრაფიული განათლება. მისი ყოველი ცეკვა – ეკზოტიკური შოუ, მინი სპექტაკლია, სხეულის ენით მოთხრობილი პატარა ისტორია. ხშირად, პირველი პირების მიწვევით, გამოდის დუბაიში და ომანში. კონცერტებს მართავს კანადაში და ევროპის სხვასასხვა ქვეყნებში. ამჟამად ამირა აბდი თავად არის აღმოსავლეთის ცეკვების საერთაშორისო კონკურსების ორგანიზატორი.




I. Sadie Marquardt

image


სეიდ მარქუარდტი მუცლის ცეკვების ნამდვილი ქალღმერთია და ყოველთვის ასეთად დარჩება, რადგან ის კონკურენციის გარეშეა. ირანული წარმოშობის ამერიკელი მოცეკვავის და ქორეოგრაფის მთელი ცხოვრება ცეკვას უკავშირდება. მოძრაობის წარმოუდგენელმა კომბინაციებმა და შესრულების იდეალურმა ტექნიკამ, ის ბელიდენსის № 1 შემსრულებლად აქცია.

imageimageimageimageimageimageimage






image

0
290
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
290
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0