x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
"ისე,როგორც ომში"-გმირი ექიმები ჩინეთიდან,რომლებიც მომაკვდინებელ ვირუსს ებრძვიან
image


პირველი ექიმი(და იმედია უკანასკნელი), რომელიც ახალი ტიპის კორონავირუსს 2019-nCoV-ს შეეწირა, გახლავთ 62 წლის ლიან უდუნი. აღსანიშნავია, რომ იგი პენსიაზე იყო გასული. როდესაც გაიგო, რომ ქვეყანაში სახიფათო ვირუსი გავრცელდა, იგი დაბრუნდა და კვლავ თეთრი ხალათი მოირგო. ის მუშაობდა ყველაზე მძიმე ავადმყოფებთან, შედეგად თვითონაც დასნეულდა და მე-9 დღეს გარდაიცვალა.

imageფოტოზე:ლიან უდუნი



დღეისთვის ხუბეის პროვინციაში, რომელიც ეპიდემიის ეპიცენტრია, 6 000-ზე მეტი მედიცინის მუშაკია მივლენილი მთელი ქვეყნიდან, ზოგიერთს დღეში საშუალოდ 20 საათი მუშაობა უწვეს. გადაღლილებს ზეზეულად ან იქვე იატაკზე მიყრილებს სძინავთ, არცთუ იშვიათად გულიც მისდით გადატვირთული გრაფიკის გამო.


image

image

მეტიც, კორონავირუსით დასნეულებული მედიცინის მუშაკები კარანტინის შემდეგ ისევ სამუშაოს უბრუნდებიან, როგორც ეს 38 წლის მედდა გო ცინის შემთხვევაში მოხდა.

imageფოტოზე: გო ცინი


ამასობაში დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს ქალაქ უხანის მახლობლად ორი საავადმყოფოს მშენებლობა, (1000 და 1300 პაციენტზე გათვლილი)რომელიც სპეციალურად კორონავირუსით დაავადებულთათვის არის გათვალისწინებული, რომლის დასრულებაც ერთ კვირაში არის დაგეგმილი. აუარებელი მძიმე ტექნიკა და 7 000-ზე მეტი მუშა 24 საათის განმავლობაში დაუღალავად შრომობს.საავადმყოფოების მშენებლობის პროცესზე თვალის დევნება Yuotube -ზე ლაივრეჟიმშია შესაძლებელი.

image

image

ამასობაში სახიფათო ვირუსი უკვე მსოფლიოს 17 ქვეყანაში დაფიქსირდა, რამდენიმე ქვეყანამ უკვე გაიყვანა საკუთარი მოქალაქეები ჩინეთიდან და გადაკეტა საჰაერო თუ სარკინიგზო მიმოსვლა, მათ შორისაა თურქეთიც, რომელმაც სპეცრეისით საკუთარ 34 მოქალაქესთან ერთად გადმოიყვანს საქართველოს, აზერბაიჯანის 7-7 და ალბანეთის 1 მოქალაქეს. ანკარაში ისინი ცოტა ხნით კარანტინში დაკვირვების ქვეშ ეყოლებათ მედმუშაკებს. თუ ვირუსი არ გამოუვლინდათ, შემდეგ სახლებში გაუშვებენ.

image

გუშინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე ჩინური კორონავირუსი 2019-nCoV გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ადჰანომ გებრეიესუსმა შეშფოთება გამოთქვა, რომ ვირუსი შესაძლოა ისეთ ქვეყნებში გავრცელდეს, სადაც სუსტი ჯანდაცვის სისტემაა.

image



0
547
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
547
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0