x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვინ არის ანტიქრისტე?! რა ვიცით მასზე?!
“ანტიქრისტე" ბერძნული სიტყვაა და სიტყვა-სიტყვით ნიშნავს “ქრისტეს მოწინააღმდეგეს", “ქრისტეს ნაცვლად".

image

ქრისტიანულ რელიგიაში ანტიქრისტე მოიაზრება ბოროტების განმახორციელებლად “ბოლო ჟამს", რომელიც ამოფარებული იქნება ქრისტეს სახელს. წინასწარმეტყველების თანახმად, ანტიქრისტე გამეფდება სამყაროს აღსასრულამდე, თუმცა მისი საბოლოო გამარჯვება ვერ მოხერხდება, რადგან უფალი იესო ქრისტეს მეორედ მოსვლა გარდაუვალია და სწორედ ის დაამარცხებს ცრუ მესიას.

image


აღსანიშნავია, რომ ანტიქრისტეს შესახებ საუბარია ისლამურ სწავლებებშიც, და მას მოიხსენიებენ “მასიჰ-ად-დაჯალის" სახელით.

ქრისტიანულ წინასასწარმეტყველებებში ანტიქრისტეს მოსვლის ნიშანი იქნება მსოფლიოში მომრავლებული ომები, ბუნებრივი კატაკლიზმები, სხვადასხვა ეპიდემიები, ცრუწინასწარმეტყველნი და ცრუქრისტენი.

ბიბლიაში შეფარვით, სიმბოლური ეპითეტებითა და ფრაზებითაა მოხსენიებული “ბოლო ჟამი" და ანტიქრისტე, სწორედ ამიტომ ჯერჯერობით ვერავინ მოახერხა ამ წინასწარმეტყველების ზუსტად გაშიფვრა, კერძოდ, როდის გამოჩნდება ანტიქრისტე? სად? როგორ გაიშიფრება მისი სახელი, როგორც 666.

ქრისტეს შობიდან დღემდე ანტიქრისტედ მონათლეს არაერთი ადამიანი, მაგალითად, ნერონი, ნაპოლეონი, ლენინი, სტალინი და ა.შ.


ზოგიერთი იმასაც ამბობდა და ამბობს, რომ ანტიქრისტე თავდაპირველად შეეცდება ყველაფრით დაემსგავსოს იესოს, თუმცა მორწმუნეთათვის მისი შემჩნევა რთული არ იქნება. ის სიმაღლითაც კი სატანის მსგავსი იქნება.ამ მიმართულებით მოაზროვნეებმა ანტიქრისტედ მოიხსენიეს თავის დროზე ნაპოლეონი, ლენინი და ახლა პუტინი.image

ბიბლიის მიხედვით, ანტიქრისტე გამეფდება იერუსალიმში და მსოფლიოს მის მმართველად მოევლინება, როგორც მხსნელი ადამიანთა გაუსაძლისი ცხოვრების პერიოდში.ხოლო მას შემდეგ, რაც მიიღებს მსოფლიოს ხალხთა და ქვეყნების მმართველთა მორჩილებას, გამოავლენს თავის ნამდვილ სახეს.მისი მორჩილნი დაღდასმულნი იქნებიან შუბლსა და მარჯვენა მაჯაზე სპეციალური “მხეცის ნიშნით" - 666.თუმცა ამ მოსაზრებას მოწინააღმდგებიც ჰყავს, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ანტიქრისტე არ იქნება ერთი კონკრეტული ადამიანი, არამედ ადამიანები, რომლებიც განუდგებიან უფალს, მიატოვებენ რწმენას, თავიანთი ფიქრით (რაც წინასწარმეტყველებაში გამოხატულია, მათი აზრით, შუბლით) და ქმედებით ( გამოხატული წინასწარმეტყველებაში მარჯვენა ხელის მაჯით) ემსახურებიან სატანას. image
ამ მოსაზრებით სამყაროს აღსასრულის ჟამი დაწყებულია, რადგან მკაფიოა მორწმუნეთა და არამორწმუნეთა ჭიდილი მსოფლიოში, ზოგიერთი სარწმუნოებებს შორის ომებსაც მოიხსენიებს “ბოლო ჟამად".

ზოგიერთი მოსაზრებით, ანტიქრისტე იქნება მასონური ორგანიზაციების მიერ არჩეული პიროვნება, რომელიც მსოფლიოს მმართველი გახდება.ამის დასტურად მოჰყავთ “ქვისმთლელთა"(მასონები) მისწრაფება, რომ გაქრეს ერებში სარწმუნოებები და ყველა მათგანი იყოს ერთი სარწმუნოების ქვეშ, ან ათეისტი. ამის დასტურადვე მოჰყავთ მასონთა ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი, გახადონ ადამიანი უფრო სრულყოფილი, რაც მიჩნეულია ქრისტეს მსგავსის შექმნის მიზნად.აქვე წარმოიშვა აზრი, რომ ანტიქრისტე იქნება ცალთვალა, ის ცალი თვალით უყურებს სამყაროს, ( “ყოვლისმხედველი თვალი")რაც პირდაპირ კავშირშია მასონთა სიმბოლოსთან, თუმცა ამ იდეის წარმომავლობის დასაბუთება არ არსებობს.image

ზოგადად ანტიქრისტე და “ბოლო ჟამი" საკმაოდ ვრცელი თემაა და ეს სტატია მხოლოდ ზოგადი მიმოხილვა გახლდათ ამ საიდუმლოებებით მოცული საკითხისა.

ასევე საინტერესოა:

როდის და როგორი იქნება აპოკალიფსი?!image

ვინ არიან მასონები და მართავენ თუ არა ისინი მსოფლიოს?!image

რას საქმიანობენ მასონები საქართველოში და ვინ იყვნენ ცნობილი ქართველი მასონები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში?!image

5
1763
5-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
1763
  
2020, 14 თებერვალი, 10:15
საინტერესო სტატიაა და დამაფიქრებელია. "მორწმუნეთათვის მისი შემჩნევა რთული არ იქნება" საინტერესოა,ვინ იგულისხმება მორწმუნე ადამიანებში,რომლებიც ადვილად იცნობენ ანტიქრისტეს? ე.წ. მორწმუნეთა რიგებიდან ხომ არ უნდა ველოდოთ ანტიქრისტეს,რომელსაც ადვილად იცნობენ? თუ დავუშვებთ,რომ მე ურწმუნო ათესიტი ვარ და ამას არ ვმალავ,მაშინ არაფერი სასწაულებრივი არ იქნება ჩემს ცნობაში. ამიტომაც ასე გავიგე ეს ყველაფერი,რომ ანაფორაში გამოწყობილი უნდა იყოს,რომელსაც რაღაც სახის ავტორიტეტი და მიმდევრები ყავს.
2020, 1 თებერვალი, 3:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 31 იანვარი, 12:42
ოოო, რა ,,მსუყე,, თემაა საკამათოდ)
2020, 30 იანვარი, 19:42
ამინ. მადლობა,ახლო მომავალში გაგრძელებაც ექნება
2020, 30 იანვარი, 19:36
ფუი ეშმაკს, დიდება უფალს.
საინტერესო სტატიაა ნამდვილად...
0 1 5