x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
მოსკოველი ქალაქ უხანის ბაზრობაზე ნაყიდ ღამურას ინტერნეტით ყიდის
image

მოსკოველი მიხაილი ყიდის ღამურას, რომელიც მან შეიძინა ჩინეთის ქალაქ უხანში მოგზაურობის დროს. განცხადება Avito.ru ზე უდევს.



რუსი მამაკაცის თქმით, მან ცხოველი იანვრის დასაწყისში შეიძინა, მაგრამ დაბრუნების შემდეგ, მამ გადაწყვიტა გაყიდოს გართულებული გამოკვების გამო. საკუთარ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ ღამურა "ჭამს მხოლოდ მწერებს და ბოლო პერიოდში არ სურს წყლის დალევა."

- დროულად მოვახერხე გამოფრენა იქიდან [ჩინეთიდან] 6 იანვარს გამოვფრინდი, ბოლო დღეს შევირბინე ქალაქ უხანის ბაზრობაზე და ღამურა ისე, გასართობად. ვიყიდე, მინდოდა დამეტოვებინა, მაგრამ იძულებული ვარ გავყიდო, რადგან მისი მოვლა ძალზე რთულია, ის მწერებით იკვებება და თქვენ თვითონაც გესმით, რომ ახლა ზაფხული არ არის, მწერების დაჭერა ძალიან რთულია, აღიარა მან გამოცემა Life-თან საუბარში.

image


მისი თქმით, მის ცხოველს ვეტერინარისგან არ აქვს ცნობა - მხოლოდ ქვითარი. მიხეილი ამბობს, რომ ვერ გაარკვია, მისი ცხოველი დაავადებულია თუ არა, მაგრამ თვლის, რომ ვირუსი ექსკლუზიურად ნაკბენის საშუალებით გადადის, არა და მისი ღამურა არ იკბინება.

image

მამაკაცმა ისიც აღნიშნა, რომ სახლში დაბრუნების შემდეგ იგი ავად გახდა, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მას ჩვეულებრივი რესპირატიული ვირუსი შეეყარა. ახლა მისი მთავარი საზრუნავი ცხოველისთვის სახლის მოძებნაა.


ჯერ სახელი არ დამირქმევია, წავიკითხე, რომ მათ სმენა არ აქვთ, ხმაც არ ესმით, ამიტომ აზრი არ აქვს. ახლობლები არ ნერვიულობენ, ჩვენ ხომ მის ჭამა არ
ვაპირებთ, ჩინელები ხომ არ ვართ!
- განაცხადა მიხეილმა.

როგორც ფიქრობთ გაყიდის მიხეილი ღამურას?

1
370
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
370
  
2020, 30 იანვარი, 23:26
ამ მიხეილს მაგრად აჟრიალებს რა
0 1 1