x
image
კატაპულტი
როდის და როგორი იქნება აპოკალიფსი?!
image

აპოკალიფსის მოახლოებაზე კაცობრიობა საუკუნეების განმავლობაში საუბრობს. მსოფლიოს ისტორიის მანძილზე ადამიანთა განადგურების ათასგვარი ვერსია გაჟღერებულა, ზოგი წმინდა წიგნებს ეყრდნობოდა, ზოგი მაიას ტომის წინასწარმეყველებას, ზოგი ასტროლოგიის დახმარებით ცდილობდა აპოკალიფსის თარიღის დასახელებას.

საუკუნეების მანძილზე ადამიანები არაერთხელ მოიცვა აპოკალიფსის მოახლოების პანიკამ. პირველი ასეთი მასშტაბური აურზაური იყო მე-10 საუკუნეში, კერძოდ 1000 წლის შესრულებისას, რადგან ბიბლიის მიხედვით, სატანა დატყვევებულ იქნა 1000 წლით. მაშინდელმა ხალხმა ივარაუდა, რომ 1000 წელი აითვლებოდა ქრისტეს დაბადებიდან.

ხშირ შემთხვევაში ეს იყო წარღვნის მოლოდინი და ეს ვერსია დღესაც აქტუალურია გლობალური დათბობის ფონზე . ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კაცობრიობა ამა თუ იმ დაავადების ეპიდემიით ამოწყდებოდა, ეს ვერსიაც პოპულარულია ამჟამად, ამის დასტურად უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში მსოფლიო პანიკაც კმარა ჩინეთიდან მომავალი კორონავირუსის გამო. არსებობდა და არსებობს ვერსია, რომ მსოფლიო მეტეორთან შეჯახების შედეგად განადგურდებოდა, ბოლო ათწლეულებიც მანძილზე ლამის ლეგენდად იქცა პლანეტა “ნიბირუ"-სთან შეჯახება. image

ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მსოფლიო პანიკა დაკავშირებული იყო 2012 წლის 21 დეკემბერთან, როგორც მაიას ტომის კალენდრის დასასრულთან. ზოგიერთი ვარაუდით, სამყარო დიდი ხნით ჩაბნელდებოდა, თუმცა აქამდე არცერთი აპოკალიფსური მოლოდინი არ გამართლებულა. მიუხედავად ამისა, მეცნიერები და მორწმუნენი გამუდმებით იუწყებიან ახლო მომავალში სამყაროს აღსასრულს. ამათგან პირველნი, დედამიწის სხვა პლანეტასთან ან მეტეორთან შეჯახებას, გლობალურ დათბობას და სხვა მსგავ დასასრულს ასახელებენ, ხოლო მეორენი ანტიქრისტეს მოსვლას.image


არსებობის უფლება ორივე ვარაუდსა და თეორიას გააჩნია, თუმცა რომელია ამათგან მართალი?! არჩევანი მკითხველმა უნდა გააკეთოს.


























6
1009
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
1009
  
2020, 6 თებერვალი, 10:57
ეგ ერთადერთი კარგი ამბავია:)))
2020, 6 თებერვალი, 10:51
ბანკებს პროცენტს აღარ გადავუხდიდით?))))))
2020, 6 თებერვალი, 10:46
კარგია რომ არ ვიცით, უფრო მეტ ცოდვას ჩავიდენდით
2020, 6 თებერვალი, 10:42
აპოკალიფსის ზუსტი თარიღიც რომ ვიცოდეთ, რას ვიზამთ, რო?!))
2020, 31 იანვარი, 13:41
..და ვინ ნახა,თუ რა არის აპოკალიფსი?ერთმანეთს ვატყუებთ.
0 1 6