x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
"როცა საქართველოში ლაჩრობა კეთილგონიერებად მოინათლა, როცა საქართველო დაგლახდა და ბაბაიას ძებნა დაიწყო'" - ანუ "ბაბაიას დიპლომატია"

image

"პოლიტიკაში არ არსებობს კეთილი და ბოროტი რუსეთი. რუსეთი ერთია და იგი, პოლიტიკური თვალსაზრისით, არასოდეს იქნება საქართველოს მეგობარი. იგი იყო, არის და დარჩება საქართველოს მტერი. ბავშვურ ილუზიებს ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვეთხოვოთ. პოლიტიკურ მოვლენებს რეალურად და ფხიზელი თვალით შევხედოთ. სულერთია, ვინ მართავს რუსეთს რუსი ივანე მრისხანე თუ თათარი ბორის გოდუნოვი, გერმანელი ეკატერინე მეორე თუ ქართველი სტალინი. ისინი რუსეთის სახელმწიფო ინტერესებს ემსახურებიან. . .

აღარც რომის იმპერია არსებობს და აღარც ბიზანტიის, აღარც არაბთა ხალიფატი და აღარც ოსმალთა სულტანატი, აღარც მონღოლთა ულუსი და აღარც სპარსელთა შაჰინშატი. საქართველო კი არსებობს, იბრძვის, ქმნის. იგი გაუძლებს რუსეთის იმპერიის უკანასკნელ დღეებსაც.
გაუძლებს იმ შემთხვევაში, თუ არ დაადგება ბაბაიას დიპლომატიის გზას. ანდაზაა ქართული: დათვი რომ მოგერიოს, ბაბაია დაუძახეო. არ უნდა იყოს ეს ანდაზა ძველი. ყოველ შემთხვევაში იმდროინდელი, როცა ჩვენში ლაჩრობა არ ყოფილა პატივცემული.

ანდაზა, ალბათ, მაშინ გაჩნდა, როცა საქართველოში ლაჩრობა კეთილგონიერებად მოინათლა, როცა საქართველო დაგლახდა და ბაბაიას ძებნა დაიწყო. („ბაბა“ თურქულად „მამას“ ნიშნავს. ამ მნიშვნელობით იხმარება იგი დღესაც საქართველოს ზოგიერთ კუთხეში). რამდენიც უნდა ვეძახოთ ჩვენს მტერს ბაბა, არ გახდება იგი მოყვარე და არ გვიპატრონებს მამასავით.
გიორგი ბრწყინვალის საქართველო რომ დაეცა, იმის მერე ვის არ ვეძახეთ ბაბაია- სპარსეთს, თურქეთს, რუსეთს, არ გამოვიდა არაფერი. მტერი მტრად დარჩა.

ჩვენ საცოდავ მეფეებს ეგონათ, რუსეთს ბაბაიას თუ დაუძახებდნენ ეშველებოდათ მათაც და საქართველოსაც. მოტყუვდნენ. ბაბაიამ საქართველოც შეჭამა და მათი დინასტიაც. ბაგრატიონთა გვარი სამად დაჰყო- გრუზინსკად, მუხრანსკად, და იმერეტინსკად- და საერთოდ გააქრო ისტორიის ასპარეზიდან..."

აკაკი ბაქრაძე "ბაბაიას დიპლომატია"

23
652
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
652
  
2020, 2 თებერვალი, 17:46
მართლმადიდებლობის და რუსების (ზოგადად არცერთი ერისა და რელიგიის) ლანძღვა არ ნიშნავს, რომ თქვენი არგუმენტები შეუდარებლად უმცდარია - პირიქითაა... მათდა სამწუხაროდ რუსეთი ამ რელიგიას იყენებს დაპყრობისთვის და საბოლოოდ მჯერა, ეს ძალიან ცუდად მოუტრიალდებათ, როგორც ერთდროს ბიზანტიას... და ბოლოს, მარაზმი რაა, კარგად გაერკვიეთ, .. და კიდევ, მადლობას მოგახსენებთ რჩევისთვის, ილიას, აგერ დეკადაზე მეტი იქნება, არ გავსაუბრებივარ და სამუშაოსგან თავისუფალ დროს, აქ უაზრო პოლემიკას, სჯობს იგი და სხვა კლასიკოსები ხელახლა გადავიკითხო.
2020, 2 თებერვალი, 17:34
ეეეჰ, ჰენდერსონ... თუ თქვენთვის ილიასა და ზვიადის იდეები ჰომოსექსუალიზმის ქადაგებასთან იგივდება, ვერ ყოფილა თქვენი მამულიშვილობის საკითხი კარგად! ერთი ადამიანის უფლებები(თავისუფლება) მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი. და მე თუ არ მსურს სხვა პირების, მით უმეტეს (ჰომოების) საძინებლის ამბები ვიცოდე, ეგ ჩემი საქმეა და არავინ უნდა მაძალებდეს!!! ოჯახის სიწმინდე კი, თუ ვერ ანსხვავებთ, სულ სხვა რამაა და მართლაც მხოლოდ და მხოლოდ პიდარასტობის ქადაგების გადასაფარად შეიქმნა.
2020, 1 თებერვალი, 2:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 31 იანვარი, 20:08
პატივცემულო ლაშა, ჰომოსექსუალიზმს არც მე ვიცავ და ეგრე ნუ აყენებთ. შეუძლებელია მომწონდეს კაცი კაცთან ან ქალი ქალთან ქორწინება ან ინტიმური ურთიერთობა. ადამიანის უფლებები და თავისუფლებები,ეს არის რასაც ვიცავ. კონსტიტუაციაში შავით თეთრზე გვიწერია,რომ ყველა ადამიანის თანასწორია ეროვნების,კანის ფერის,რელიგიის და სექსუალური ორიენტაციისა. ყველა ადამიანის უფლებას ვიცავ საკუთრებაზე და ვიცავ მათ სწრაფვას,მოექცეს თავის სხეულს(ანუ საკუთრებას) როგორც მოესურვება,თუ ამით სხვა ადამიანის თავისუფლების ნაწილში არ შედის. ლგბტ თემი თავის გამოხატვის უფლებას იცავს,თანასწორობის უფლებას იცავს და მათ მიერ თავიანთი უფლებების დაცვა ჩვენს თავისუფლებას არ უქმნის საფრთხეს. ამავე დღეს საპატრიაქოს მვლელობის ჩატარება კი უქმნის,რადგან არის შანსი რო სამოქალაქო დაპირისპირებას ქონდეს ადგილი,რაც ჩემს თავისუფლებას შეზღუდავს ან საფრთხეს შეუქმნის.
2020, 31 იანვარი, 19:53
სამოქალაქო ომის დროს,ქართველს ზურგში ქონდა ნასროლი ტყვია და ვჩივივართ,რომ ტერიტორიები დავკარგეთ და ბრძოლა წავაგეთ. სავარაუდოდ,ზვიადისტები და მხედრიონი ერთად იბრძოდნენ,ხოდა დასჭამეს ერთამენეთი. დღეს ნაცი და ქოცი ჭამს ერთმანეთს. ხოდა ჩვენ ვიძახით რო ისტორია გააზრებული გვაქვს? შეცდომებიც გააზრებული გვაქვს? ჩვენი უბედურება არა რუსი ან რწმენის ნაკლებობაა,არამედ უახლესი ისტორიის არ ცოდნა და არ გააზრება. წარსულის გარეშე შეუძლებელია სახელმწიფო არსებობდეს და თუ ის დამახინჯებული,მაშინ ის საზოგადოება და ქვეყანაც დამახინჯებულია. ამიტომაც გვგონია,რომ საკუთარი თავები მართალი,ერთს ილია II დამნაშავე,ხოლო მეორეს უდანაშაულო. გვაქვს ფაქტები,დოკუმენტები,მაგრამ რეალური პასუხისგან ყველა თავს იკავებს. ზვიადისტები შეშინებულები არიან,ხოლო მეორენი თავის დანაშაულზე თვითონ არ მოყვებიან. ხოდა იმ პერიოდში დაშვებულ შეცდომებს ვიმეორებთ ისევ და ისევ. ამიტომ გგონიათ,რომ ვასაძე პატრიოტი ადამიანი,რადგან ოჯახის სიწმინდეს და ქრისტიანობას კობლით იცავს. იყვნენ ეგეთები ადრე და ჯვაროსნები დაირქვეს და არ მოვყვები რა იყო მათი მიზნები. ერთს ვიტყვი "აწმყო შობილი წარსულისაგან,საწინდარია მომავლისა"
2020, 31 იანვარი, 19:41
მესმის რატომ იძახის პატივცემული,რომ რუსის ბრალია ყველაფერი,მაგრამ მანამდეც არ იყო ქართველებისთვის ორპირობა და ღალატი. კრწანისის ბრძოლაში ერეკლე II 5 ათასამდე მებრძოლი ყავდა,მაშინ როცა მის ნეშთს 12 ათასი მხედარი მიაცილებდა თელავიდან მცხეთაში. გარსევან ჭავჭავაძემ ხომ შეაჩეჩა(რუსული არ იცოდა ერეკლემ) გერგიევსკის ტრაქტატი ერეკლეს. მხოლოდ იმისათვის,რომ მისი ვაჟი ალექსანდრე ეკატერინე II მოენათლა და რაიმე ხეირი ენახა. ჯერ ისტორია შევისწავლოთ კარგად კრიტიკული თვალით,გავიაზროთ და მერე გამოჩნდება რუსის ბრალია თუ ქართველის. როცა ახსენებ დადიანს,უნდა ახსენო ყორღანაშვილიც. ვერცერთი ერი ვერ მოიკიდებს ფეხს საქართველოში თუ ქართველ ეყვარება ქართველი და თავის მიწა-წყალი.საუკუნეების მანძილზე მოხეტიალე ებრაელი რო გაჯობებს სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში რაღა სალაპარაკო
2020, 31 იანვარი, 19:31
ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნის უფლება გაქვთ რათა თქმა უნდა,მაგრამ სულ ახლახან შემოიღო ეგ დღე ილია მეორემ. 17 მაისს ტაბურეტით რო დაარბიეს ლგბტ საზოგადოება მას მერე და ეს არის ცუდი. რა მანამდე ოჯახის სიწმინდე არ იყო საჭირო? საზოგადოების ორად გახლეჩვას ემსახურებოდა ეგ ყველაფერი და კიდევ გავმეორდები,ყველა ვინც საზოგადოების ორად გახლეჩვას და დაპირისპირების პროვოცირებას ახდენს ყველა რუსის საქმეს აკეთებს ამ ქვეყანაში. რაც შეეხება გამსახურდიას და ილია მეორეს,თქვენი საამაყო პატრიარქი პირდაპირ მოუწოდებდა საბჭოთა მთავრობას რეაგირებისთვის და ზვიად გამსახურდიას დასჯისაკენ. თურმე მოქალაქე,ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდია,ავლენდა საბჭოთა მოქალაქისთვის შეუფერებელ საქმიანობას. ამის დოკუმენტები ცნობილია საზოგადოებისთვის,რომელსაც ილია მეორე აწერს ხელს. ასევე,თვით კიტოვანმა განაცხაა,ილია II ჯაბა იოსელიანს შესთავაზა ე.წ. მხედრიონი საეკლესიო ჯარად გადაკეთებულიყო,რაზეც ჯაბა იოსელიანმა უარი უთხრაო. კანონიერი მთავრობის მოწინააღმდეგე ადამიანები დიდი პატივით მიიღო და შევარდნაძეს ხელებიც დაუკოცნა. თავს დავდებ,რომ ეს ყველაფერი მშვიდობის და ქვეყნის სიყვარულით არ გაუკეთებია პატრიარქს,რადგან მჯერა რო მის ორგანიზაციაში დღესაც ბევრია რუსის აგენტები. ეგ ორგანიზაცია ყველაფერთან არის კავშირში გარდა რელიგიისა და რწმენისა. უამრავი ქონებას თუ სახსებრს ფლობს საპატრიაქო,მაშინ როცა ამ ქვეყანაში შიმშილობენ და ადამიანები უსახსრობის გამო იხოცებიან. დღეს პატარა გოგონას გარდაცვალების შესახებ გავიგე,რომელსაც ადამიანება ფული შეუგროვეს სამკურნალოდ. სამწუხაროდ,დაგვიანებული აღოჩნდა და ვერ გადარჩა. ეს არის რაც ვიცით და რამდენი ადამიანი იღუპება ასე. მთავარი ადამიანების სიცოცხლე კი არა,არამედ პატრიარქი და მისი დამქაშები არიან ამ ქვეყანაში. ხოდა სანამ ეს ასე იქნება,არ იქნება არანარი მომავლის პერსპექტივა. ან ბაბაია შეგჭამს ან ირანელი სულთანი ან ათათური ან ამერიკელი ტომი. რწმენაზე დამყარებული იმედებით მალე ქართველებს წითელ წიგნში შეგვიყვანენ.ამიტომ არის საჭირო ლიბერალური დემოკრატია,რომ გავდმიდრდეთ მალე და რაც მთავარია გადავრჩეთ.
2020, 31 იანვარი, 18:22
პარიარქი სულ იძახდა გადმოვიღოთ ევროპიდან ყველაფერი კარგი.და უსვამდ ხასზს,რომ ევროპაში ბევრი კარგი კანონებია და წესებიოო.ამ დროს შუქი არ იყო თქვენთან?როცა ზვიადი მოსაშორებელი პატრიარქი აიფარეს ახლA ზვიადი მოიცილეს ლიბერლებმა ფსევდოზემაქ ლაპარაკი.და პატრიარქს მიადგნენ დ ზვიდი აიფარეს ზვიადის ებრძოდაო.
2020, 31 იანვარი, 18:16
დავამტებ დალოცვილო ჰომოსექსუალის დგეს ჰელოუნის დგეს და ათსი სახალისო თუ არ სიამოვნო დგეებს აღნიშნავენ მსოფლიოში და ჩვენ თუ ავღნიშნეთ ოჯახის სიწმინდის დგე რა არ გვაქ უფლება?მა
შინ სადაა აქ თქვენი თავისუფლების არჩევანი რომელსაც ასე ქადგებთ?ორმაგი სტანდარტები აი რა შეიძინა თანმედროვე ლიბერლიზმა.
2020, 31 იანვარი, 18:12
სად ნახე მერ ილია ჰომოსექსუალებს იცავდა?მაგიტო დაგიწერე,რომ ახლაი კარგი უნდა მივიღოთ და ძელი კარგი რაცა უნდა შევინახოტ პირტაპრ ტქვა ილიმ და ნუ ეძებთ მის ნათქვამში სხვა რამეს.ილაზე დაგიწერ იყო ლიბერალითქო მაგრამ გაგება არ გინდა დალოცვილო და რა ვქნა.მე აქ შენ,რომ აზრი შეგაცვლევინო არ ვწერ ეს შეუძლებელი უბრალოდ ვწერ იმიტომ,რომ სხვმ ნახოს და შეადროს ვისი გზაა სწორი.მადლობა შენი მოსაზრებისთვი.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10