x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
რუსეთის ჯანდაცვამ დასახელა მედიკამენტები ჩინური კორონავირუსის სამკურნალოდ
image



რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტრო ჩინური კორონავირუსის სამკურნალოდ თავის მოსახლეობას ურჩევს გამოიყენონ ისეთი მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება აივ და ძლიერი ინფექციების წინააღმდეგ.



კორონავირუსის მკურნალობის დროებითი მითითებები, რომლებიც გაიგზავნა რეგიონებში, ნათქვამია, რომ შესაძლებელია გამოიყენონ რიბავირინი (ანტივირუსული პრეპარატი მძიმე ინფექციების სამკურნალოდ), ლოპინავირი / რიტონავირი (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ), და რეკომბინანტული ინტერფერონის ბეტა 1 ბ (ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო საშუალება კანქვეშა ინექციისთვის).


პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია თქვენი ცხვირის გამორეცხვა ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით (0.9%), სამედიცინო ნიღბების გამოყენება და ხელების რეგულარულად დაბანვა.



ხოლო, მათ ვინც ჯერ კიდევ გადაწყვიტა ჩინეთში წასვლა, ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს, არ ეწვიონ ისეთ ბაზრებს, სადაც ცხოველები და ზღვის პროდუქტები იყიდება, არ წავიდნენ ზოოპარკებში და ცხოველების შოუები, ასევე, მიირთვან მხოლოდ თერმულად დამუშავებული საკვები და დალიონ ჩამოსხმული წყალი. დაავადების პირველ ნიშნებისთანავე კი მიმართონ ექიმს.


ბოლო მონაცემებით, ჩინეთში 7700-ზე მეტი ადამიანი უკვე დაინფიცირდა ახალი კოროვირუსით, მათგან 170 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსი უკვე გამოვლენილია ჩრდილოეთ კორეის ყველა რეგიონში. გარდა ამისა, ვირუსი გავრცელდა ჩინეთის მეზობელ ქვეყნებში, ასევე შეერთებული შტატებში, ფინეთში, საფრანგეთში, ავსტრალიაში და გერმანიაში. დღეს ინფიცირების პირველი შემთხვევები აღირიცხა ინდოეთში და ფილიპინებში.


0
288
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
288
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0