x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
დასახელდა 5 წყალქვეშა ნავი,რომელსაც 30 წუთში შეუძლია გაანადგუროს მთელი მსოფლიო
image

ამერიკულმა გამოცემამ, The National Interest-მა დაასახელა ხუთი ყველაზე მძლავრი ატომური წყალქვეშა ნავი, რომლებსაც " შეუძლიათ 30 წუთში გაანადგურონ სამყარო".


ამ სამხედრო მანქანებიდან სამი არის რუსული, ორი - ამერიკული. ამავდროულად, მასალა შეიცავს იმ ბირთვული წყალქვეშა ნავების ჩამონათვალს, რომლებიც უკვე რუსეთის და აშშ-ს საზღვაო ძალების შეაიარაღებაშია, ან სულ მალე შევა ექსპლოატაციაში. ძველი ნიმუშები - მაგალითად, როგორიცაა საბჭოთა წყალქვეშა ნავი -პროექტი 941 "Акула", არ განიხილება, რადგან მათი უმეტესი ნაწილი უკვე დაიშალა.


ტოპ 5 – ში შევიდა პროექტი 955 "Борей" -ს წყალქვეშა ნავი, რომელსაც გამოცემა უწოდებს "ყველაზე წყნარ წყალქვეშა ნავს ბალისტიკური რაკეტებით", აგრეთვე პროექტის 667БДРМ "Дельфин" -ის წყალქვეშა ნავები, რომლებიც აღჭურვილია თხევადი ბალისტიკური რაკეტებით Р29РМУ2 -Синева და სუბმარინებით პროექტი 885М "Ясень-М". ამ უკანასკნელს, სტატიის ავტორის თქმით, შეუძლია შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროსთან მიცურვა 2 000 კილომეტრში და ამ დისტანციიდან სამიზნეების განადგურება თვით დიდ ტბებამდე.



ამერიკული წყალქვეშა ნავებიდან ამ სიაში მოხვდა Ohio-ს ტიპის წყალქვეშა ნავები, რომელზეც განლაგებულია Trident II D-5 -ის 24 ცალი ინტერკონტინენტური ბალისტიკური რაკეტა 12 ქობინით. ამჟამად შეერთებულ შტატებში შეიარაღებაშია 14 წყალქვეშა ნავი ბალისტიკური სარაკეტო დანადგარებით და ოთხიც ფრთოსანი BGM-109 Tomahawk-ით.



ჩამონათვალს ასრულებს Columbia -ს კლასის უახლესი ტიპის წყალქვეშა ნავები, რომლის მშენებლობა სავარაუდოდ მომავალ წელს არის დაგეგმილი, ხოლო აშშ შეაირაღებაში 2031 წლიდან შევა.

image

როგორც სტატიაში სამხედრო ექსერტი აღნიშნავს, სიაში არსებული რამდენიმე წყალქვეშა ნავი ისეთი ძლიერია, რომ ამ ერთ-ერთი საკმარისი იქნება, რომ "288-მა სამიზნემ ქალაქი "რადიოაქტიურ ფერფლად აქციოს".


"სინამდვილეში, თუ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება, ამ მანქანებს და მათ სამხედრო აღჭურვილობას შეუძლია გაანადგუროს ცივილიზაცია უფრო ნაკლებ დროში, ვიდრე პიცის შეკვეთას სჭირდება" - წერს გაზეთი.

3
2235
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2235
  
2020, 6 სექტემბერი, 15:56
საინტერესოა ისე ზოგადად ნეტა რაში სჭირდებათ ამ ქვეყნრბს ან საერთოდ კაცობრიობას ისეთი შეიარაღება რომელსაც მთლიანად დედამიწის განადგურება შეუძლია
2020, 3 თებერვალი, 2:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 31 იანვარი, 7:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3