x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ნახეთ, როგორ იკვებებიან ცნობილი კომპანიების - "Google", "Pixar" და "Apple" თანამშრომლები

image


რომელ ჩვენგანს არ უოცნებია ისეთი დონის კომპანიაში მუშაობაზე, როგორიც, მაგალითად - "Google", "Apple" ან "Pixar" - ია? ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების კორპორატიულ კაფეტერიებს თავისუფლად შეუძლიათ კონკურენცია მსოფლიოს ნებისმიერ, მოდურ რესტორანს გაუწიონ და სხვა საწარმოების ხელმძღვანელები საკუთარ ქმედებაზე კიდევ ერთხელ დააფიქრონ, რომლებიც ერთგული თანამშრომლებისთვის მოსასვენებელი ოთახისა და მიკროტალღური ღუმლის გარდა, სხვას ვერაფერს იმეტებენ. მოდით, ერთად შევიხედოთ ამ ცნობილი კომპანიების სათაო ოფისებში და საკუთარი თვალით ვნახოთ, თუ რა პირობებში ან რითი იკვებებიან კორპორაციის თანამშრომლები. მერწმუნეთ, მსგავსი მენიუ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მდებარე მიშლენის ვარსკვლავის მქონე, პირველი კლასის რესტორანსაც კი შეშურდება.




"Pixar"


image


ამერიკული კომპიუტერული ანიმაციის კინოსტუდია "Pixar" -ის კაფეტერია - "Cafè Luxo" მაღალი ჭერითა და ბუნებრივი განათებით, ერთ დიდ სივრცეში მდებარეობს, სადაც თოთოეულ ადამიანს შესვლისთანავე კომპანიის მიერ შექმნილი პერსონაჟები, მათ შორის ბაზ ლაიტერი და ვუდი ეგებებიან.


image


როგორც ცნობილია, სტივ ჯობსის დიდი სურვილი იყო, რომ (სტივ ჯობსი 1986 – 2006 წლებში "პიქსარის" ანიმაციური სტუდიის აღმასრულებელი დირექტორი იყო) ატრიუმი, რომელშიც კაფეტერია არის განთავსებული, პარიზში მდებარე ორსეის მუზეუმის დარბაზის ანალოგი ყოფილიყო.



image


"Cafè Luxo"-ს კაფეტერიის მენიუ საკმაოდ მრავალფეროვანი პროდუქციით არის წარმოდგენილი - აქ ყველა გემოვნების მქონე ადამიანი საკუთარ გასტრონომიულ მოთხოვნილებებს 100 % დაიკმაყოფილებს.


image

ორაგული ნეკერჩხლის სიროფში, იაპონური წვნიანი "რამენი" ტოფუსთან ერთად, ჰამბურგერი, შემწვარი რავიოლი, სტეიკი.


image


კომპანიის თანამშრომლების სრულ განკარგულებაშია ასევე ბურიტო - ბარიც, სადაც მათ როგორც პურის, ასევე ღუმელში შეშაზე გამომცხვარი უგემრიელესი პიცისა და მრავალფეროვანი დესერტის დაგემოვნებაც შეუძლიათ.


image


სხვა კომპანიების მსგავსად, ასევე "Pixar" - ის კაფეტერიამაც ერთჯერადი ჭურჭლის გამოყენებაზე უარი თქვა. ყველა საკვები, ისევე როგორც რესტორნებში, აქაც თეფშებზეა განთავსებული.



"Google"



image


"Google"–ის ნიუ–იორკის ოფისის თანამშრომლები კორპორატიულ კაფეტერია - "Hemispheres"-ში სამჯერადი უფასო კვებითა და ხემსით არიან უზრუნველყოფილები.



image



უფასო საკვების გარდა, ისინი სხვა უამრავ ბონუსსაც იღებენ, მათ შორის, გაწეული ნაყოფიერი მუშაობისთვის კორპორაციის თანამშრომლები სისტემატურად, საკუთარი ხელმძღვანელებისგან უფასო მასაჟითა და სპორტდარბაზის აბონემენტით საჩუქრდებიან.



image


მენიუში ზოგიერთი კერძი საკმაოდ მაღალკალორიულია, თუმცა კომპანია ჯანსაღი კვების კონცეფციის დაცვას ცდილობს.


image



მზარეულები მენიუში მუდმივად ისეთ ტრენდულ კერძებს რთავენ, როგორიც მაგალითად - "რამენია" (იაპონური წვნიანი)


image




"Apple"



image


კალიფორნიის შტატის ქალაქ კუპერტინოში "Apple Campus"-ის შტაბ-ბინის თანამშრომლებსაც ასევე თავისი კორპორატიული კაფეტერია - "Caffè Macs"-ი აქვთ.


image


კაფეტერიის მუდმივად განახლებადი მენიუ, ლანჩზე კომპანიის თანამშრომლებს "რამენ" - ბურგერს, "ნაჩოსს", ნეკნებს, თევზს, ქათამს ღვინოში, პიცას, ლოკოკინას, "ფო ბოს", "სუშს", "პაელიას", სტეიკსა და პასტის დიდ არჩევანს სთავაზობს.



imageimageimage

"Apple"– ის ხელმძღვანელობამ იმაზეც იზრუნა, რომ წლის თბილ თვეებში საკუთარ თანამშრომლებს სადილობა გარეთ, სუფთა ჰაერზე შეძლებოდა.


image


კომპანია თავის კადრებს კვების ხარჯებს მთლიანად ან ნაწილობრივ ნაზღაურებს. მაგალითად, კორპორაცია პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებისთვის 12 დოლარამდე გამოყოფს, რომელიც როგორც წესი, მათი სადილის საფასურის ხარჯს მთლიანად ფარავს.


image


თანამშრომლებს ნოყიერი სადილის შემდეგ, ასევე მადის აღმძვრელი დესერტისა და ორიგინალური ლატეს შეკვეთაც შეუძლიათ.



0
296
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
296