x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პეკინში ქორწილები და დაკრძალვის ცერემონიები აიკრძალა
image


ჩინეთის დედაქალაქ პეკინში დროებით აიკრძალა ქორწილები და დაკრძალვის ცერემონები სასიკვდილო კორონავირუსის გამო. იტყობინება China News.



აღნიშნულია, რომ დაკრძალვა აიკრძალა იმის გამო, რომ ყოველ გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე, როგორც წესი, იკრიბებიან რამდენიმე ათეულიდან ასამდე ადამიანი, რაც ხელს უშლის ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას.



ასევე შეყვარებულ წყვილებს არ შეეძლებათ საქორწილო ცერემონიის ჩატარება.


განსაკუთრებით ჩინური კალენდრის მიხედვით აღიარებულ განსაკუთრებულ პოპულარულ თარიღს, 2 თებერვალს, რომელიც ადგილობრივების თქმით "ათას წელიწადში ერთხელ" მოდის. ფაქტია, რომ 2020 წლის 2 თებერვლის თარიღი ჩინურ ენაზე იშიფრება ორმაგი ფრაზით "მე შენ მიყვარხარ, მიყვარხარ".(02/02/2020).



ახალმა სახიფათო ვირუსმა უამრავ ახალგაზრდას ჩაუშალა გეგმები, რომ ეს დღე სახალხოდ აღენიშნათ.


ჩინეთმა ახალ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ აკრძალა ყველა საზეიმო ღონისძიებების გამართვა, მათ შორის ჩინური ახალი წლის და რელიგიური დღესასწაულების.

0
157
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0