x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
„პრაქტიკულ აკადემიაში“ გრაფიკული დიზაინის პროფესიულ პროგრამაზე ახალი ნაკადის მიღება დაიწყო
image


„პრაქტიკულ აკადემიაში“ გრაფიკული დიზაინის პროფესიულ პროგრამაზე ახალი ნაკადის მიღება დაიწყო. კურსის სტუდენტებს საშუალება ექნებათ, პრაქტიკული სავარჯიშოებისა და რეალური ქეისების განხილვის შედეგად, გრაფიკული დიზაინი შეისწავლონ და პრაქტიკაში გამოიყენონ.


2 თვის განმავლობაში, პროგრამის მონაწილეები დიზაინის თავისებურებებს 4 სხვადასხვა სფეროში შეისწავლიან: საგამომცემლო, სარეკლამო, ბეჭდური და ვებ-დიზაინის მიმართულებით. როგორც „პრაქტიკულ აკადემიაში“ განმარტავენ, აღნიშნული მიმართულებები დღეს ყველაზე მოთხოვნადია, ამიტომ არჩევანი მათზე შეაჩერეს.


ამასთან, გასულ წელს „პრაქტიკულ აკადემიაში“ გრაფიკული დიზაინის პროგრამის ფარგლებში გადამზადებული პირების ნაწილი „პალიტრა მედიაში“ დასაქმდა. ერთ-ერთი მათგანის, ნათია მაჭავარიანის განმარტებით, წინა ნაკადის მსმენელებიდან 4 მათგანი სხვადასხვა პოზიციაზე გადანაწილდა. როგორც თავად აღნიშნა, სურვილისა და მონდომების მიხედვით, ის გამომცემლობა „პალიტრა L”-ის გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე დაინიშნა და საქართველოს ჟურნალ -აზეთებში განთავსებულ რეკლამებსა და წიგნების დიზაინზე მუშაობს.



„ეს კურსი გაძლევს არა მხოლოდ საბაზისო ცოდნას, არამედ მისი მიღების შემდეგ, განვითარების საშუალებას. უფრო კონკრეტულად, შეგიძლია, მიღებული ცოდნა გადაიტანო პრაქტიკაში, იქნება ეს წიგნების, რეკლამების თუ საგაზეთო მიმართულება და ა.შ“, - აღნიშნა ნათიამ.


პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ პირებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 18 წელი და საწყის დონეზე ფლობენ ისეთ დიზაინერულ პროგრამებს, როგორიც არის Adobe Photoshop, Adobe Illustrator და სხვა.


მენტორებთან, რომლებსაც გრაფიკული დიზაინის მიმართულებით მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ, კურსის სტუდენტებს 5 სხვადასხვა პლატფორმაზე, რეალურ გარემოში მუშაობის საშუალება ექნებათ. როგორც „პრაქტიკულ აკადემიაში“ აღნიშნავენ, კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, შემდეგ ორგანიზაციებში დასაქმდნენ: წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“, გამომცემლობა „პალიტრა L”, სტამბა „კოლორი“ და სარეკლამო სააგენტოები.


წელს, „პრაქტიკული აკადემია“ მეორე ნაკადს მიიღებს, სტუდენტების რაოდენობა კი შეზღუდულია და 10 მსმენელისგან შედგება.


გრაფიკული დიზაინის პროფესიულ პროგრამაზე რეგისტრაციის გავლა „პრაქტიკული აკადემიის“ ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.


„პრაქტიკული აკადემია“ სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა. მისი კონცეფცია საქართველოს საგანმანათლებლო ბაზარზე პროფესიული განათლების ხელშეწყობაა, რომელიც მსოფლიოში დამკვიდრებული დუალური პროგრამებით მაღალკვალიფიციური პერსონალის მომზადებასა და მათი დასაქმების ხელშეწყობას უზრუნველყოფს.


დუალური განათლების ეს მოდელი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კურსებს. „პრაქტიკულ აკადემიაში“ ფუნქციონირებს როგორც კომპლექსური პრაქტიკული პროგრამები, ისე მოკლევადიანი კურსები.



0
17
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0