x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
30 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი და რჩევები
image


რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს უამრავი საინტერესო შეხვედრა და თავგადასავალი გელით. ხელსაყრელი დღეა სიყვარულისა და ოჯახური ურთიერთობებისთვის.


კურო

მუშაობაში გარკვეული უზუსტობები და შეცდომები გაიძულებთ, საქმეში „თავით გადაეშვათ“. სამსახური თქვენგან უდიდეს ძალისხმევას, არასტანდარტულ აზროვნებას და უჩვეულო გადაწყვეტილებებს მოითხოვს. ეცადეთ, მოქმედების გეგმა შეიმუშაოთ და ყველა ნაბიჯი გათვალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ. უარს ნუ იტყვით კოლეგების და გავლენიანი ადამიანების დახმარებაზე - ეს თქვენს ავტორიტეტზე უარყოფითად არ აისახება.

ტყუპები

სასიყვარულო საქმეებში წარმატება გელით. მამაკაცებს მეგობრებთან ურთიერთობაში მცირე გაუგებრობა ექნებათ. ყურადღებით იყავით და დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ. ქალებს ვურჩევთ, ახალი ნაცნობობისგან თავი შეიკაონ - ახლა ამისთვის არახელსაყრელი დროა.

კირჩხიბი

მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა - სერიოზული არაფერი. გირჩევთ, ცოტა ხანი სახლში გაჩერდეთ. ყურადღება მიაქციეთ კვების რეჟიმს და ზომიერება დაიცავით.

ლომი

ხელსაყრელი დღეა სიყვარულისთვის, ოჯახური ურთიერთობებისთვის, ბავშვებზე და მოზრდილებზე ზრუნვისთვის. გამორიცხული არ არის, მამაკაცები ამ დღეს შეხვდნენ ადამიანს, რომელსაც ცხოვრებას დაუკავშირებენ. ქალებს ვურჩევთ, მეუღლეს ან პარტნიორს ყურადღება არ მოაკლონ, თორემ კონფლიქტს ვერ გადაურჩებიან.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა სიყვარულისთვის. თქვენი კავშირი იმდენად ჰარმონიულია, რომ მეტი არავინ გჭირდებათ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. სავარაუდოდ, ეს ნერვული სტრესი ან მსუბუქი ტრავმა იქნება. ერიდეთ ცეცხლს და სპირტიან სასმელებს.

სასწორი

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. თქვენი დიპლომატიურობა და გამძლეობა საშუალებას მოგცემთ, ფარულ ხაფანგებს თავი დააღწიოთ. ქალებს ვურჩევთ, ახალი ნაცნობობისგან თავი შეიკაონ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მსუბუქი თავის ტკივილი.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, ახალი კონტაქტებისთვის და შთაბეჭდილებებისთვის. შესაძლოა, ისეთ ადამიანს დაუმეგობრდეთ, რომელთანაც ადრე ურთიერთობას ვერ აწყობდით. უსიამოვნებებს ახლობელი ადამიანების ან ძველი მეგობრების დახმარებით გაუმკლავდებით. ნუ დაივიწყებთ სრულფასოვანი დასვენების შესახებ, რომელიც ახლა ძალიან გჭირდებათ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისა და გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისთვის. პროფესიულ საქმიანობაში მოსალოდნელია შეცდომები. სამწუხაროდ, ბედი უსიამოვნო სიურპრიზს გპირდებათ - ეს, სავარაუდოდ, უფროსთან ან კოლეგებთან კამათი იქნება, თუმცა ამ მდგომარეობიდან ღირსეულად გამოსვლას შეძლებთ. გამორიცხული არ არის, სამსახურში თქვენი პოზიცია უკეთესობისკენ შეიცვალოს.

თხის რქა

თავი შეიკავეთ კოლექტიური საქმიანობისა და ერთობლივი პროექტებისგან. ამ დღეს ერიდეთ კომერციულ გარიგებებს, რადგან, შესაძლოა, ფინანსურად არცთუ სახარბიელო გამოდგეს. არსებობს სამსახურში საყვედურის მიღების შანსი, ამიტომ მეტი ყურადღება გმართებთ.

მერწყული

კრიტიკული დღეა. სავარაუდოდ, საკუთარ შესაძლებლობებს გადაჭარბებულად აფასებთ, ამიტომ არსებობს ტრავმის ან ავადმყოფობის რისკი, რომელიც ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს. გირჩევთ, საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ. გაითვალისწინეთ, რომ კონფლიქტი შეიძლება ურთიერთობის გაწყვეტით დასრულდეს.

თევზები

იზრუნეთ თქვენი ორგანიზმის იმუნიტეტზე, რადგან მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირე პრობლემები. სასურველია, ალკოჰოლისგან თავის შეკავება, მასაჟი და წყლის პროცედურები.

0
113
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0