x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
10 ვარსკვლავი, რომლებმაც კლასიკურ საქორწილო კაბაზე უარი თქვეს და არ წააგეს
ყველა გოგო თეთრ, გაშლილ კაბაზე არ ოცნებობს და ცნობილი ადამიანები გამონაკლისები არ არიან. ამ ვარსკვლავებმა ტრადიციების საწინააღმდეგოდ წასვლა გადაწყვიტეს და ნამდვილად უნიკალური საქორწილო სტილი აირჩიეს, რომლის დანახვაც გაფიქრებინათ: „რა, ასე შეიძლება?“ შეიძლება რამდენიმე იდეა თქვენც მოგეწონათ.


ემილი რატაკოვსკი

image

ეპატაჟურმა მოდელმა საზოგადოება კვლავ გააოცა, როცა 2018 წლის 23 თებერვალს თავის შეყვარებულს სებასტიან ბირ-მაკლარდს ნაცნობობიდან რამდენიმე თვეში ცოლად გაჰყვა. Zara-ს მდოგვისფერმა კოსტიუმმა, რომელიც 200 დოლარზე ნაკლები ღირს, საქორწილო კაბის როლი მშვენივრად შეასრულა.



კეილი კოუკო

image

2018 წლის 30 ივნისს მსახიობი, რომელსაც ვიცნობთ როგორც პენი „დიდი აფეთქების თეორიიდან“ კარლა კუკს გაჰყვა. მაქმანებიანი კომბინიზონი ვარსკვლავზე შესანიშნავად გამოიყურება.


ჯულიანა მური

image

ჯულიანა მური ბარტ ფრეინლიხს, ამერიკელ რეჟისორს და პროდიუსერს 2003 წელს ცოლად გაჰყვა. მისი საქორწილო კაბა უცნაურად მიიჩნიეს - იისფერი, მოტკეცილი კაბა და მწვანე აქსესუარები.



კრისტენ ბელი

image

2013 წლის 17 ოქტომბერს კრისტენ ბელიმ და მსახიობმა დაქს შეფარდიმ ხელი მოაწერეს. ამის შესახებ პრაქტიკულად არავინ იცოდა, ახლო მეგობრების გარდა. ჩვეული საქორწილო კაბის ნაცვლად კრისტენმა არჩევანი შავ ტანზე მომდგარ კოსტიუმსა და მასიურ აქსესუარებზე შეაჩერა.


ემა ტომპსონი

image

უჩვეულო კაბა მუხლებამდე ფერადი ნახატებით და ბადიანი შლიაპით - აი, მსახიობის არჩევანი 1989 წელს კენეთ ბრანთან საქორწინო წვეულებისთვის.


კამილა, კორნოულის ჰერცოგინია

image

2005 წლის 9 აპრილს მემკვიდრე პრინცის პატარძალს ღია ცისფერი აბრეშუმის კაბა ეცვა. მთელი ხიბლი Robinson Valentine-ს პალტოში იყო. საინტერესო გადაწყვეტილება პატარძლისთვის, ვინც წლის ცივ სეზონზე დაქორწინებას აპირებს.


ანჯელინა ჯოლი

image

2014 წლის 23 აგვისტოს ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა იქორწინეს. პატარძალს Versace-ს უნიკალური კაბა ეცვა, რომელიც მათი შვილების ნახატებით იყო გაფორმებული.


სელინ დიონი

image

1994 წლის 17 დეკემბერს სელინ დიონმა მუსიკალურ პროდიუსერზე, რენე ანჯელილიზე იქორწინა. პატარძალს საკმაოდ ტრადიციული საქორწილო კაბა ეცვა, თუმცა სელინის გვირგვინმა ნამდვილი აჟიოტაჟი გამოიწვია.


სოლანჯ ნოულზი

image

ბიონსეს უმცროსმა დამ, სოლანჯ ნოულზმა და ალან ფერგიუსონმა საქორწილო ცერემონიის თეთრ ფერში გადახდა გადაწყვიტეს. მომღერალმა არჩევანი გააკეთა ღია ფერის კომბინიზონი, საკმაოდ პროვოკაციული ამონაჭერით.


დიტა ფონ ტიზი

image

დიტა ფონ ტიზი და მერილინ მენსონი უნიკალურია წყვილია, რომელთაც ჩვეულებრივი ქორწინების მოწყობა არ შეეძლოთ. 2005 წლის 28 ნოემბერს ბურლესკის დედოფალს ვივიენ ვესტვუდის მუქი იასამნისფერი კაბა ეცვა.


ასევე დაგაინტერესებთ:

10 თანამედროვე ტენდენცია, რომლებიც პოპულარული სინამდვილეში 100 წლის წინ იყო

image

მოდის ბლოგერი გერმანიიდან გიჩვენებთ, როგორ უნდა გამოიყურებოდეთ ქალურად 30 წლის შემდეგ

image

ქორწილების დღე - ყველაზე განსაკუთრებული დღე ქალების ცხოვრებაში. ნახეთ, ყველაზე ლამაზი ქართველი პატარძლები

image

20 დახვეწილი საქორწილო კაბა, რომლის გამოც გათხოვება ღირს

image

დიზაინერების მოწოდებული 20 იდეალური ქვედაბოლო, რომელიც, სასურველია, ყველა ქალის გარდერობში იყოს

image

0
720
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
720