x
image
ღიმილიანი
ეს 4 შეკითხვა აუცილებლად დაგეხმარებათ თქვენს მეუღლესთან ურთიერთობის გაღრმავებაში

image
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ქორწინება არცთუ ისე წარმატებულია ანდა უბრალოდ გინდათ თქვენს მეუღლესთან ურთიერთობის გაღრმავება, ეს 4 შეკითხვა აუცილებლად დაგეხმარებათ.

მაშ ასე, დავიწყოთ:

1. არის რაიმე, რაც ჩემგან, როგორც ცოლისგან/ქმრისგან გჭირდება და ვერ იღებ?

შეიძლება ასეთი შეკითხვა თქვენს მეუღლეს პირველად უცნაურადაც მოეჩვენოს, მაგრამ უნდა შეარჩიოთ შესაბამისი მომენტი. როდესაც შეკითხვას დაასრულებთ, კარგად მოკალათდით დ მოუსმინეთ, თუ თქვენ არ მოგეწონებათ მისი პასუხი, ჯობს ჯერ დაფიქრდეთ და შემდეგ ისე დაელაპარაკოთ.

ასეთი კითხვისას თქვენს მეუღლეს უჩნდება ნდობა თქვენ მიმართ და იგი აუცილებლად იქნება გულწრფელი. რასაც ის გიპასუხებთ, შესაძლოა მტკივნეული იყოს, მაგრამ ეს შესაძლებლობას მოგცემთ, გამოასწოროთ სიტუაცია.


2. არის რაიმე, რითიც მე გულს გტკენ?


ეს შეკითხვა საუბრის გაგრძელებაა, ნუ შეგეშინდებათ პასუხების. მეუღლეები ერთად იმიტომ არიან, რომ მათ უყვართ ერთმანეთი, მაგრამ ყოველთვის შეიძლება ურთიერთობის გაუმჯობესება და თქვენ თუ გეცოდინებათ ყველაფერი დაწვრილებით, უმჯობესია.


3. არის რაიმე, რასაც ადრე ვაკეთებდი, ახლა აღარ ვაკეთებ და გინდა, რომ კიდევ გავაკეთო?

ხშირად დროის სვლასთან ერთად გავიწყდებათ, როგორები იყავით და როგორი იყო თქვენი ურთიერთობა დასაწყისში. ანდა არის ისეთი საქციელები და ჩვევები, რომლებიც თქვენ პარტნიორს ახასიათებდა, როცა შეგიყვარდათ, მაგრამ ურთიერთობის დროს შეიცვალა. შეიძლება იყოს ეს მეტი რომანტიკა, სასიყვარულო წერილები და ა.შ.


ასე რომ, ეს კითხვა ძალიან საჭიროა.

4. რას შეცვლიდი ჩვენს სექსუალურ ცხოვრებასთან დაკავშირებით?

ეს შეკითხვა ერთ-ერთი აუცილებელად დასასმელია და პასუხისთვისაც მზად უნდა იყოთ.

გაფრთხილდით და დარწმუნდით, რომ სწორი დრო და ადგილი შეარჩიეთ. ეს კითხვა მეუღლეებმა ყოველთვის უნდა დაუსვან ერთმანეთს და გულახდილი პასუხების შემდეგ ეცადონ ურთიერთობის გაუმჯობესება. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ხშირად ამის გამო არის ქორწინება წარუმატებელი.



გისრუვებთ ბედნიერ ქორწინებას და მრავალწლიან თანაცხოვრებას!





0
158
2-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0