x
მეტი
  • 19.02.2020
  • სტატია:99373
  • ვიდეო:344568
  • სურათი:461770
რეკლამა და კლასიკური განპირობებულობა

რა არის რეკლამა

რეკლამა (ლათ. reclamo - „წამოვიყვირებ“) — ინფორმაცია გავრცელებული ნებისმიერი მეთოდით, ნებისმიერი ფორმით და ხერხით, მიმართული საზოგადოების ფართო მასებისთვის, რეკლამირების ობიექტის მიმართ მათი ყურადღების მიპყრობის და/ან ინტერესის გაღვივების მიზნით.
ალტერნატიული განსაზღვრებით, რეკლამა ფასიანი ცალმხრივი კომუნიკაციაა, რომელშიც განსაზღვრულია სპონსორი და ინფორმაცია კი მართვადი. რეკლამის ვარიანტებია: პუბლიკაცია, "პიარი", პროდუქტის ჩასმა, სპონსორობა, გაყიდვების წახალისება. ამგვარი ინფორმაციის გასავრცელებლად მედიის ყველა სახეობა გამოიყენება: ტელევიზია, რადიო, ფილმები, ჟურნალები, გაზეთები, ინტერნეტი და ბილბორდები. ძველ საბერძნეთში და რომში სარეკლამო განცხადებებს წერდნენ, ცნობილია ბეჭდური სარეკლამო განცხადება ინგლისში , რომელიც 1473 წლით თარიღდება, ხოლო 1611 წელს ლონდონში შეიქმნა მსოფლიოში პირველი სარეკლამო ბიურო დღეს რეკლამა განიხილება როგორც მარკეტინგის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი.
პირველი ლეგალური სატელევიზიო რეკლამა ეთერში გავიდა 1941 წლის 1 ივლისს აშშ–ში. ბეისბოლის მატჩის შესვენების დროს გამოჩნდა საათების მწარმოებელი კომპანია Bulova-ს რეკლამა, რომელშიც მან 4 აშშ დოლარი გადაიხადა.[1]
პირველი სარეკლამო გმირი, რომელიც მთლიანად კომპიუტერის დახმარებით შეიქმნა (1993 წ.), არის თეთრი დათვი, რომელიც კოკა-კოლას მიირთმევ


ტექნოლოგიებისა, ინტერნეთის, სოციალური ქსელის განვითარებასთან ერთად ადამიანებს შორის ინფორმაციის მიმოცვლა საგრძნობლად გამარტივდა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეკლამის არსებობის ისტორიის განმავლობაში ყველაზე მარტივია საკუთარი პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მომხარებლისათვის. თუმცა იმფორმაციის მიმოცვლის გამარტივებამ გარკვეული პრობლემებიც წარმოშვა ბიზნეს კომპანიებისათვის, რადგან იმედნი ინფომრაცია მიეწოდება მომხმარებელს, რომ რთული ხდება ბიზნესის მიერ წარმოებული სერვისს ან პროდუქტისათვის ყურადღების მიქცევა, რაც იმას ნიშნავს რომ კომპანიებi უნდა იყვნენ განსვავებულები, კრეატიულები თავიანთი სიკეთეების რეკლამირებისას. ისინი უნდა იყენებდნენ გარკვეულ ტექნიკებს იმისათვის, რომ მომხარებლის ყურადღება მიიქციონ. სწორედ ბიჰევიორზმი არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ამ მიზნის მისაღწევად.


ქცევათმეცნიერება არის ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მიმართულება, თუმცა ამ სფეროს მიღწევები ვრცელდება ყველგან, სადაც ინტერესის ქვეშ ხვდება ქცევა და ადამიანის ფსიქიური პროცესები. რათქმაუნდა, მომხმარებლის ქცევაც ერთ-ერთი ქცევის ნაირსახეობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიჰევიორიზმის გარკვეული კანონზომიერები მასზეც ვრცელდება, უფრო კონრეტულად კლასიკური და ოპერანტული განპირობებულობის კანონზომიერებები. განვიხილოთ ძალიან მოკლედ თეროიული კონცეფციები და ის, თუ როგორ იყენებს ბიზნესი ამ კანონზომიერებებს რეკლამაში იმისათვის რომ ჩვენზე მოახდინოს გავლენა და შევიძინოთ მათი სერვისი ან პროდუქტი.


კლასიკური განპიორბებულობის ფუძემდებლად რუსი ფიზიოლოგი ივან პავლოვი ითვლება, რომლის ძაღლის ექსპერიმენტიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია აკადემიურ სივრცეში.


ძირითადი პრიციპი არის ის, რომ არსებობს უპირობო სტიმული, რომელიც იწვევს უპირობო რეაქციას. საჭმლის დანახვისას გამოგვეყოფა ნერწყვი. საჭმელი არის უპირობო სტიმული ხოლო ნერწყვის გამოყოფა უპირობო რეაქცია. ჩვენ შეგვიძლია უპირობო სტიმულის ასოცირება მოვახდინოთ ნეითრაულუ სტიმულთან მაგალითად ზართან, რის შემდეგაც ზარი პირობითი სტიმული გახდება და მივიღებთ პირობით რეაქციას, ნერწყვის გამოყოფას.


შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა რა შუაშია რეკლამასთან და ბიზნესთან რუსი ფიზიოლოგიის მიერ აღმოჩენილი კანონზომიერება? ახლავე აგიხსნით ძალიან ცნობილი კომპანიის პროდუქტის მაგალითზე.

ცხადია ახალი წელი ადამიანების უმრაველსობისათვის დადებით ემოციებთან, ოჯახთან, მეგობრებთან და კარგ დროსტარებასთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ კოკაკოლა შეეცადა საკუთარი პროდუქტის ახალ წელთან ასოცირებას. სადაც ახალი წელი იქნებოდა უპირობო სტიმული, დადებითი ემოციები იქებოდა უპირობო რეაქცია, ხოლო კოკაკოლა ნეიტრალური სტიმული. მას შემდეგ რაც კოკაკოლას ასოცირება მოხდებოდა ახალ წელთან, კოკაკოლა გახდებოდა პირობით სტიმული, ხოლო დადებით ემოციები პირობითი რეაქცია. მაშასადამე კოკაკოლას პროდუქტი გამოიწვევდა დადებით ემოციებს.


კარგი მაგალითია ნაზი, ლამაზი, განათლებული, წარმატებული ქალი ნატალი პრტმანი, რომელის ასოცირებაც მოხდა დიორის პროდუქტთან.

ანუ იდეა არის ის, რომ პროდუქტი დაკავშირებული იქნას ისეთ სტიმულთან, რომლის მიმართაც, გარკვეული ჯგუფის ადამიანებს დადებითი, პოზიტური დამოკიდებულება აქვთ, რაც იმას გამოიწვევს, რომ მომხმარებელს პროდუქტის მიმართაც დადებითი დამოკიდებულება გაუჩნდება.image

1
28
1-ს მოსწონს
ავტორი:ერეკლე ჩერქეზიშვილი
ერეკლე ჩერქეზიშვილი
28
  
30 იანვარი, 10:36
ძალიან მომეწონა!
0 1 1