x
მეტი
  • 19.02.2020
  • სტატია:99373
  • ვიდეო:344568
  • სურათი:461770
სტრესი
image

სტრესი ორგანიზმის არასპეციფიკური, ზოგადი ადაპტაციური რეაქციაა სხვადასხვა მოდალობის, ძალის და ხანგრძლივობის ძლიერი გამღიზიანებელთა საპასუხოდ, რომელიც არღვევს ადამიანის ემოციურ სიმშვიდეს და წონასწორობას.
სტრესი პირველად კანადელმა ფიზიოლოგმა ჰანს სელიემ შეისწავლა.ამ ტერმინს აქვს ფართო მნიშვნელობა და გულისხმობს ორგანიზმის არასპეციფიკურ რეაგირებას გარემოს ნებისმიერ ცვლილებაზე, რომელთანაც ადაპტირებაა საჭირო.

სტრესის დროს ორგანიზმში ხდება იმ გამოუყენებელი ჰორმონების ცირკულაცია, რომლებიც აღაგზნებენ ორგანიზმს და ნერვული სისტემას დაწყნარების საშუალებას არ აძლევნ.


სტრესის სიმპტომებია:

შრომისუნარიანობის დაქვეითება


დიარეა

სასიცოცხლო აქტივობების დაქვეითება

ნევროზული ჩვევები

უმიზეზო მოთენთილობა

უკმაყოფილება ყველაფერზე

უძილობა


რისკ-ჯგუფებია:

ქალები

მოხუცები

ალკოჰოლიკები

ექსტრავერტები

ბავშვები

გენეტიკურად განწყობილები

ნევროტიკები

დაბალი თვითშეფასების მქონე პირები


ჰ.სელიეს კონცეფციას სტრესის ანუ ზოგადი ადაპტაციური სინდრომის შესახებ საფუძვლად დაედო მის მიერ ცხოველებზე ჩატარებული ცდების შედეგი, როცა იგი ზეძლიერე ქიმიური და ფიზიკური გამღიზიანებლებით სტრესს იწვევდა.სხვადასხვა მოდალობის სტრესორთა ზემოქმედებით გამოვლინდა ნეირო-ენდოკრიული და მეტაბოლური ცვლელებები, ერთგვაროვანი ფუნქციური და მორფოლოგიური ცვლილებები.

სტრესის გამომწვევი მიზეზებია–ფინანსური პრობლემა, მაარტოობა, ხანგრძლივი ქრონიკული დაავადება, კონფლიქტური სიტუაციები, ახლო ადამიანის სიკვდილი, სტუდენტებისთვის სტრესი შეიძლება იყოს გამოცდაზე მოუმზადებლად მისვლა, აუტიდორიის წინაშე სიტყვით გამოსვლა და სხვა.სტრესი ხშირად შეიძლება იყოს ინდივიდუალური, მაგალითად ხმაურიანი, ხალხმრავალი ადგილები ზოგისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის შესაძლოა სტრესის მიზეზად იქცეს, მაშინ როდესაც ზრდასრული ადამიანისთვის ეს ჩვეული და ხშირად სასიამოვნო გარემოც კია.


ზოგადი ადაპტაციური სინდრომის სახით გამოვლენილი სტრესი 3 სტადიად მიმდინარეობს:


1.განგაშის სტადია (ხანგრძლივობა 24-48 საათია) ხასიათდება ორგანიზმის დაცვითი ძალების მობილიზებით.განსაკუთრების ღრმა ცვლილებებს განიცდის ორგანიზმის ნეირო-ენდოკრინული სისტემა.ორგანიზმი მიმართულია ახალ, უჩვეულო, ექსტრემალური პირობებთან შეგუებისაკენ, მისი რეზისტენტობის გაზრდისაკენ.ეს სტადია შედგება შოკის და ანტიშოკის ფაზებისგან.შოკის ფაზაში აღინიშნება კაპილარების კედლების განვლადობისა და სისხლის სიბლანტის მატება, ჰიპოტენზია, ჰიპოთერმია, უარყოფითი აზოტური ბალანსი, კუჭის ლორწოვანის წყლულოვანი დაზიანებანი.ანტიშოკის ფაზაში აღინიშნება არტერიული წნევისა და კუნთების ტონუსის მომატება, იმუნური სისტემის ფუნქციის, კატეოქოლამინების და კორტიკოსტეროიდების სეკრეციის გაძლიერება.

ეს მექანიზმი უზრუნველყოფს ორგანიზმის შეგუებას და მდგრადობას დამაზაიანებელი ფაქტორისადმი, ძლიერდება ნივთიერებათა ცვლა ძირითად სასიცოცხლო ორგანოებში, თუმცა განგაშის სტადიის გახანგრძლივებამ შეიძლება ცალკეულ ორგანოებსა და ქსოვილებში გამოიწვიოს დისტროფიული ცვლილებები, დანეკროზება და ჰიპერტროფია.

2.რეზისტენტობის სტადია სტრესის ყველაზე ხანგრძლივი სტადიაა.მას ახასიათებს ორგანოებისა და სისტემების ფუნქციების, ჰორმონთა დონის, ნივთიერებათა ცვლის, მეტაბოლიზმის სუბსტრატების ნორმალიზება.ამ სახის ცვლილებების საფუძველს წარმოადგენს ქსოვილებისა და ორგანოების სტრუქტურული ელემენტების ჰიპერტროფია ან ჰიპერპლაზია. ამ სტადიაში სტრესორის მომქმედების შეწყვეტის ან მისი ძალის შესუსტების შემთხვევაში განვითარებული ცვლილებები მალე ნორმალიზდება, მაგრამ თუ ორგანიზმზე ისევ გრძელდება ზემოქმედება, ვითარდება სტრესის მესამე - გამოფიტვის სტადია.

3. გამოფიტვის სტადიაში ვითარდება ნეირო-ენდოკრინული მექანიზმის მოშლა, რაც ქსოვილებსა და ორგანოებში იწვევს ენერგეტიკული პროცესების გაძლიერბას და მათი ფუნქციების მოშლიას.საბოლოოდ ქვეითდება ორგანიზმის რეზისტენტობა, შემგუებლობა და ცხოველქმედება, ვითარდება იმუნოდეფიციტი, უჯრედულ დონეზე ზიანდება პლაზმური მემბრანის ლიპიდური შრეები ლიპაზების გააქტიურების გამო, რაც ტრანსმემბრანული და უჯრედშიდა პროცესების დარღვევას იწვევს.შედეგად, ხშირად ორგანიზმის სიკვდილი დგება.

ძლიერმა განმეორებითმა სტრესორმა შეიძლება გამოიწვიოს კომა, შოკი, კოლაფსი.

ჰ.სელიე სტრესის პირველ და მეორე სტადიას ადაპტაციურ ცვლილებებად მიიჩნევდა და ეუსტრესი უწოდა, ხოლო მესამე სტადიაში მიმდინარე მოვლენებს-დისტრესი.

სელიეს მიხედვით, სტრესის დროს აქტივაციას განიცდის ჰიპოფიზი, ჰიპოთალამუსი, ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლები.

არსებობს მჭიდრო კავშირი მუშაობას, სტრესა და დაბერებას შორის.სტრესი, როგორც ცნობილია, არასპეციფიკური პასუხია ნებისმიერ მოთხოვნილებზე ნებისმიერ დროს.

დაბერება- ეს ყველა სტრესის შედეგია, რომელიც გადაიტანა ორგანიზმმა სიცოცხლის მანძილზე.

მთავარი განსხვავება სტრესა და დაბერებას შორის იმაში მდგომარეობს, რომ სტრესი მეტ-ნაკლებად შექცევადია დასვენების შემდეგ.თუმცა, ადამიანმა მანამ ცოცხალია, ის ყოველთვის განიცდის სტრესს რაღაც ხარისხით, სტრესი და დაბერება მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული, მაგრამ ერთი და იგივე არ არის.






0
37
1-ს მოსწონს
ავტორი:რუზანა სარკისიან
რუზანა სარკისიან
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0