x
მეტი
  • 19.02.2020
  • სტატია:99373
  • ვიდეო:344568
  • სურათი:461770
საკვების არჩევა ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის ჭრილში
image
ადამიანებს სჭირდებატ, რომ მოიხმარონ სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტები იმისათვის, რომ ჰქონდეს დაბალანსებული დიეტა, კვების რაციონი. მიუხედავად ამისა, ხშირად ვარიდებთ თავს, ისეთ ახალ საკვებს, რომლის მოხმარებასაც არც თუ ისე დიდი ისტორია აქვს, რასაც ნეოფობიას უწოდებენ. სიახლე, განსხავებული

საკვები, პოტენციური საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს მეორე მხრივ კი

სხვადასხვა სახის საკვები გვჭირდება დაბალანსებული დიეტისათვის. ეს ფენომენი კი ცნობილი როგორც “ნაირმჭამელების პარადოქსი, დილემა”.

საინტერესოა, რომ ბავშვებმა შესაძლოა ნეოფობური რეაქცია გამოავლინონ


გარკვეული საკვების მიმართ, მაშინ როდესაც მსგავსი სხვა საკვები, რომელიც ისევე საშიშად გამოიყურება, როგორც პირველი, მიიღონ და შეჭამონ უპრობლემოდ.

კვლევებმა გვაჩვენა, რომ ახალი საკვების უბრალოდ ხშირმა წარდგენამაც კი შესაძლოა შეცვალოს ბავშის დამოკიდებულება საკვების მიმართ უპირატესობის მინიჭების მხრივ. მაგალითად: ბირჩ ენდ მერლინის კვლევაში, 2 წლის ბავშვებს

აძლევდნენ ახალ საჭმელს 6 კვირის განმავლობაში. ერთი სახის საჭმელი იყო მიწოდებული 20ჯერ, მეორე სახის 10 ჯერ, მესამე სახის 5 ჯერ და მეოთხე სახის ისევ ახალი რჩებოდა. შედეგების მიხედვით პირდაპირი კავშირი არსებობს წარდგენასა და საჭმლისათვის უპირატესობის მინიჭებას შორის და გამოთვლილი იქნა რომ მინიმუმ

8-10 წარდგენა იყო საჭირო იმისათვის, რომ უპირატეობის მინიჭების მაჩვენებელი თვალსაჩინო ყოფილიყო. ასევე (სხვა კვლევა)აღსანიშნავია, რომ რაც უფრო მეტი სახის საჭმელი იქნება დამატებული კვების რაციონში, მით უფრო ნაკლები წარდგენაა საჭირო იმისათვის, რომ ეს საკვები მისაღები გახდეს ჩვენთვის.


სოციალური დასწავლა

სოციალური დასწავლა აღგვიწერს სხვა ადამიანებზე დაკვირვების გავლენას ჩვენს ქცევაზე. ამ თეორიის ფარგლებში კვების არჩევანი განხილულ იქნა თანატოლების, მშობლებისა და მედიის ჭრილში. ჯერ კიდევ ადრეულმა კვლევებმა გვანახა თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს

თანატოლებს საკვების არჩევისას. ერთ-ერთ კვლევაში ბვაშვებს აჩვენებდნენ რომ მისმა თანატოლმა, უცნობმა ზრდასრულმა, და წარმოსახვითმა გმირმა(პერსონაჟმა) აირჩია მისგან განსხვავებული საკვები. აღმოჩნდა, რომ ყველაზე დიდი გავლენა

საკვების უპირატესობის მინიჭების ცვლილების მხრივ თანატოლმა, ანუ სხვა ბავშვმა და წარმოსახვითმა გმირმა მოახდინა. ზრდასრულ უცხო ადამიანს გავლენა არ მოუხდენია.

ასევე არსებობს კვლევები, რომ ჭარბწონიანი ბავშვები ჭარბწონიან

თანატოლებთან ერთად უფრო მეტს ჭამენ, ვიდრე ნორმალურ წონიანებთან და ასე შემდეგ.

ერთი სიტყვით თანატოლები გავლენას ახდენენ იმაზე თუ რამდენს და რას

შევჭამთ თუმცა, მშობლებლების ქცევაც ერთ-ერთი ცენტრალურია სოციალური დასწავლისას.

გასაკვირი არაა, რომ მშობლები გავლენას ახდენენ შვილების კვებაზე იქიდან გამომდინარე, რომ როგორც წესი, ისინი ყიდულობენ, ამზადებენ, ირჩევენ საკვებ პროდუქტებსა და კერძებს. განაგებენ იმას, თუ რომელი საკვები პროდუქტი იქნება თვალშისაცემი შვილებისათვის და ასე შემდეგ. ასევე გარკვეული კვლევები გვაჩვენებს,

რომ არსებობს კორელაცია მშობლების მიერ მიღებულ საკვებ რადოენობასა და ბავშვების მიერ მიღებულს შორის.

რანდითსმა და მისმა კოლეგებმა(2009) გაანალიზეს საკვებთან დაკავშირებული შინაარსის მქონე ინფორმაცია სატელევიზიო გადაცემებში და აღმოაჩინეს რომ არაჯანსაღ საკვებს ორჯერ მეტი დრო ეთმობოდა. ცალკე საკითხია რეკლამები.

ჰალფორდმა(2004) საჭმელთან დაკავშირებული რეკლამების საკვლევად გამოიყენა ექსპერიმენტული დიზაინი. გამხდარ, ჭარბწონიან, და მუსქან ბავშვებს წარუდგინეს საჭმელთან დაკავშირებული და სხვა ტიპის რეკლამები და მათ მიერ მიღებული

“სნექების” რაოდენობა გაზომეს კონტროლირებად გარემოში. შედეგების

მიხედვით მსუქანი ბავშვები უფრო ხშირად ამჩნევდნენ საჭმელთან დაკავშირებულ რეკლამებს და უფრო მეტიც, შემჩნევის ხარისხი და მიღებული საკვების რაოდენობა კორელირებდა ერთმანეთთან.

ერთ-ერთმა მკვლევარმა იკვლია შეეძლო თუ არა ადამიანების სახის ემოციურ ექსპრესიებ გარკვეული საკვებისათვის უპირატესობის მინიჭებაზე გავლენის მოხდენა. კაცებს და ქალებს

წარუდგენდნენ სხვადასხვა სურათებს, რომლებშიც აღბეჭდილი იყო ერთის მხრივ ის საკვები,

რომელბიც მოსწონდათ და მეორე მხრივ, ის საკვები რომელბიც არ მოსწონდათ, რომლებსაც

ჭამდნენ გარკვეული ადამიანები სხვა და სხვა ემოციური ექსპრესიებით. უფრო კონკრეტულად სამი ექსპრესია : ზიზღი, კმაყოფილება(სიამოვნება) და ნეიტრალური.

შედეგებმა აჩვენა, რომ მჭამელის ექსპრესიებმა გავლენა მოახდინა ექსპერიმენტის მონაწილეების კონკრეტული

საჭმელებისადი დამოკიდებულებაზე, თუმცა ეს ყოველივე დამოკიდებული იყო იმაზე, თუ კონკრეტული საჭმელი რომელ კატეგორიას მიენიჭებოდა. უფრო კონკრეტულად რომ

ვისაუბროთ, დაწუნებული საკვების ჭამის სურვილი იზრდებოდა, თუ მჭამელის ემოციური ექსპრესია სიამოვნებასთან, მოწონებასთან ასოცირდებოდა. თუმცა ამ ექსპრესიას არანაირი გავლენა არ ჰქონდა სასურველი საკვების მიღების სურვილის გაზრდაზე. მეორე მხრივ,

სასურველი საკვების ჭამის სურვილი მცირდებოდა, თუ მჭამელის სახეზე ზიზღის ემოციური ექსპრესია გამოისახებოდა ან ნეიტრალური იქნებოდა მაშინ, როდესაც არასასურველი საკვების შემთხვევაში ნეიტრალურსა და ზიზღის ექსპრესიას არანაირი გავლენა არ ჰქონდა.

სასურველობაზე.

მაშასადამე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ემოციურ ექსპრესიებს გავლენის მოხდენა შეუძლია საკვების სასურველობა არა სასურველობაზე თუმცა მხოლოდ ინდივიდუალური ფაქტორის გათვალისწინებით, ანუ იმის მიხედვით რომელი ინდივიდი რომელ საკვებ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას.

0
46
შეფასება არ არის
ავტორი:ერეკლე ჩერქეზიშვილი
ერეკლე ჩერქეზიშვილი
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0