x
მეტი
  • 19.02.2020
  • სტატია:99373
  • ვიდეო:344568
  • სურათი:461770
ირლანდიური ანეკდოტები
image


* * *

რით განსხვავდება ირლანდიური ქორწილი ირლანდიური დაკრძალვისგან?
- დაკრძალვაზე ერთით ნაკლები სვამს და ცეკვავს.


* * *


დუბლინის ქუჩაში ორი ირლანდიელი ჩხუბობს, არავინ ეკარება. ამ დროს მათ მესამე უახლოვდება და კითხულობს:
- უკაცრავად, ეს სამართლიანი ჩხუბია თუ ყველას შეუძლია შემოგიერთდეთ?


* * *

- მისის ო'ჰარა, გავიგე თქვენი ვაჟი ლონდონში გადასულა საცხოვრებლად. როგორ არის?
- შესანიშნავად. კრემატორიუმში მუშაობს. წარმოგიდგენიათ? ინგლისელებს წვავს და ამაში ფულსაც კი უხდიან.



* * *

ირლანდიური რაგუ:

ცხვრის ხორცი, კარტოფილი, ხახვი და სამი ლიტრი გინესი. დალიეთ გინესი და რაგუ დაიკიდეთ...



* * *

- რა გაიძულებთ რომ ამდენი დალიოთ?
- არაფერი, ჩვენ მოხალისეები ვართ.



* * *

- მე და ლიამმა, ხუთი შესანიშნავი წელი გავატარეთ ერთად. არ სვამდა, არ ეწეოდა, ქალებს არ დასდევდა.
- შემდეგ რაღა მოხდა?
- ციხიდან გამოვიდა


* * *

- რით განსხვავდება სპირტი ვისკისგან?
- სპირტის დალევა შესაძლებელია.
- ვისკის?
- ვისკის დალევა აუცილებელია.



* * *

11 ირლანდიელი აუპატიურებს გერმანელს. ქალი კივის: ნაინ! ნაინ!
ორი ირლანდიელი დამწუხრებული სცილდება ქალს.



* * *

ბელფასტში ირლანდელი მღვდელი წირვას აღავლენს ლოთობის საწინააღმდეგოდ:
" შვილნო ჩემო, ლოთობა საშინელებაა. ვისკი გონებას გვირევს. ჩვენ ვუპირისპირდებით ბრიტანელებს, ვესვრით მათ... და ვაცილებთ..."


* * *

ირლანდიელი აღსარებას აბარებს:
- მამაო შევცოდე! ხუთი ინგლისელი მოვკალი.
პასუხად სიჩუმეა.
- შემდეგ მათი მეთაურიც მოვკალი.
ისევ სიჩუმე.
- მამაო, მისმენთ?
- დიახ შვილო ჩემო, უბრალოდ გელოდები პოლიტიკიდან ცოდვებზე როდის გადახვალ.


ფეისბუქის გვერდ მითოლოგია–დან.

0
222
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
222
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0