ანეკდოტები ირლანდიური ანეკდოტები 2020, 29 იანვარი, 18:12 * * * რით განსხვავდება ირლანდიური ქორწილი ირლანდიური დაკრძალვისგან? - დაკრძალვაზე ერთით ნაკლები სვამს და ცეკვავს. * * * დუბლინის ქუჩაში ორი ირლანდიელი ჩხუბობს, არავინ ეკარება. ამ დროს მათ მესამე უახლოვდება და კითხულობს: - უკაცრავად, ეს სამართლიანი ჩხუბია თუ ყველას შეუძლია შემოგიერთდეთ? * * * - მისის ო'ჰარა, გავიგე თქვენი ვაჟი ლონდონში გადასულა საცხოვრებლად. როგორ არის? - შესანიშნავად. კრემატორიუმში მუშაობს. წარმოგიდგენიათ? ინგლისელებს წვავს და ამაში ფულსაც კი უხდიან. * * * ირლანდიური რაგუ: ცხვრის ხორცი, კარტოფილი, ხახვი და სამი ლიტრი გინესი. დალიეთ გინესი და რაგუ დაიკიდეთ... * * * - რა გაიძულებთ რომ ამდენი დალიოთ? - არაფერი, ჩვენ მოხალისეები ვართ. * * * - მე და ლიამმა, ხუთი შესანიშნავი წელი გავატარეთ ერთად. არ სვამდა, არ ეწეოდა, ქალებს არ დასდევდა. - შემდეგ რაღა მოხდა? - ციხიდან გამოვიდა * * * - რით განსხვავდება სპირტი ვისკისგან? - სპირტის დალევა შესაძლებელია. - ვისკის? - ვისკის დალევა აუცილებელია. * * * 11 ირლანდიელი აუპატიურებს გერმანელს. ქალი კივის: ნაინ! ნაინ! ორი ირლანდიელი დამწუხრებული სცილდება ქალს. * * * ბელფასტში ირლანდელი მღვდელი წირვას აღავლენს ლოთობის საწინააღმდეგოდ: " შვილნო ჩემო, ლოთობა საშინელებაა. ვისკი გონებას გვირევს. ჩვენ ვუპირისპირდებით ბრიტანელებს, ვესვრით მათ... და ვაცილებთ..." * * * ირლანდიელი აღსარებას აბარებს: - მამაო შევცოდე! ხუთი ინგლისელი მოვკალი. პასუხად სიჩუმეა. - შემდეგ მათი მეთაურიც მოვკალი. ისევ სიჩუმე. - მამაო, მისმენთ? - დიახ შვილო ჩემო, უბრალოდ გელოდები პოლიტიკიდან ცოდვებზე როდის გადახვალ. ფეისბუქის გვერდ მითოლოგია–დან. 252 2-ს მოსწონს
|