x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
შეხვდა თუ არა სტალინი ჰიტლერს-მითი თუ სინამდვილე?
imageუკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი შეეცადა აეხსნა უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის გამონათქვამი იმის შესახებ, რომ მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში საბჭოთა კავშირსაც მიუძღვის ბრალი. ამ თემაზე ექს-პრეზიდენტმა ისაუბრა გადაცემაში "60 წუთი" "России 1 -ზე, რომლის ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ YouTube-ზე.

კრავჩუკის თქმით ზელენსკი ამბობდა იმას, რომ მეორე მსოფლიო ომი პროვოცირებული იყო სსრკ-სა და გერმანიას შორის ალიანსის
გაფორმებით. მან ასევე ისაუბრა ლვოვში ადოლფ ჰიტლერისა და იოსებ სტალინის პირადი შეხვედრის შესახებ.

”ეს არის დოკუმენტი და არ არის საიდუმლო. ჩვენ შევეცადეთ შეთანხმებულიყავით ამ საკითხზე, ”- თქვა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა. მისი თქმით, ამაზე ზელენსკიმაც ისაუბრა.


შეგახსენებთ, 27 იანვარს, ზელენსკიმ განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირი და ფაშისტური გერმანია თანაბრად დამნაშავეები არიან ომის გაჩაღების საქმეში. მან დასძინა, რომ პოლონეთი პირველი იყო, ვინც იგრძნო "ტოტალიტარული რეჟიმების შეჯახება".

”ამან მეორე მსოფლიო ომის დაწყება გამოიწვია და ნაცისტებს საშუალება მისცა ჰოლოკოსტის სასიკვდილო მახვილი გამოეყენებინათ”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა თავის პოლონელ კოლეგასთან, ანჟე დუდასთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე.


შეხვდნენ თუ არა რეალურად ერთმანეთს სტალინი და ჰიტლერი?


პასუხი ცალსახაა -არა!


საიდან წარმოიშვა ეს ლეგენდა?

ამ თეორიის მომხრეებს მტკიცებულებად მოაქვთ FBI– ის ხელმძღვანელის, ედგარ ჰუვერის 1940 წლის 19 ივლისით დათარიღებული წერილი, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს, ადოლფ ბურლს გაუგზავნა:


”ძვირფასო ბატონო ბურლ, ახლახან მივიღეთ კონფიდენციალური ინფორმაციის წყაროდან, პოლონეთში გერმანელების და რუსების შეჭრის და მისი დაყოფის შემდეგ, ჰიტლერი და სტალინი ფარულად შეხვდნენ ერთმანეთს პოლონეთის ლვოვში 1939 წლის 17 ოქტომბერს. (შენიშვნა, 1939 წელს ქალაქი ლვოვი პოლონეთის შემადგენლობაში იყო)სავარაუდოდ, სხვა ქვეყნების მთავრობებმა ჯერ კიდევ არ იციან ამ შეხვედრის შესახებ.


ამ საიდუმლო მოლაპარაკებებზე, ჰიტლერმა და სტალინმა ხელი მოაწერეს სამხედრო ხელშეკრულებას თავდაუსხმელობის შესახებ. ასევე ნათქვამია, რომ 1939 წლის 28 ოქტომბერს სტალინმა წარუდგინა მოხსენება საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პოლიტიკური ბიუროს წევრებს, ბიუროს შვიდ წევრს გააცნო ჰიტლერთან მისი მოლაპარაკებების დეტალები"


აღსანიშნავია, რომ პირველად შეერთებულ შტატებში ეს წერილი გამოჩნდა თითქმის 40 წლის შემდეგ, 1979 წელს, მაგრამ დიდი ენთუზიაზმი არ გამოიწვია ამერიკელ ისტორიკოსებში და გასაგებიცაა, უფრო ფეიკს წაააგავდა რადგან არსად მსგავსი ინფორმაცია არცერთი ქვეყნის დოკუმენტებიდან არ დასტურდება, მათ შორის თვით გერმანიიდანაც.

ეს ინფორმაცია არა აქვს დადასტურებული არცერთ საბჭოთა პოლიტიკოსს, მათ შორის თავად ვიაჩესლავ მოლოტოვს, რომელმაც ლამისაა 100 წელი იცოცხლა და სსრკ -მესამე რეიხის ცნობილ პაქტს მოაწერა ხელი.


ამასვე მიუთითებს სტალინის კაბინეტში ვიზიტების ჟურნალის ჩანაწერები, საიდანაც ირკვევა, რომ საბჭოთა კავშირის ლიდერმა კრემლში შეხვედრები გამართა 1939 წლის 16 და 17 ოქტომბერს.

16 ოქტომბერს სტალინმა კრემლის კაბინეტში მუშაობა დაასრულა მოლოტოვსა და ჟდანოვთან შეხვედრის შემდეგ 20:45 საათზე, ხოლო 17 ოქტომბერს 19:35 საათზე დაბარებული ჰყავდა იგივე მოლოტოვი.

დღესაც კი, მოსკოვიდან ლვოვამდე მატარებელს დაახლოებით ერთი დღე სჭირდება. სტალინი, ფიზიკურად ვერ შეძლებდა, რომ მიეღწია იქამდე, მოლაპარაკებოდა ჰიტლერს და დაბრუნებულიყო უკან. როგორც იცით სტალინი პრაქტიკულად არ მგზავრობდა საჰაერო ტრანსპორტით.

იგივე ჟურნალის ჩანაწერიდან ირკვევა, რომ არანაირი შეხვედრა არ ჩატარებულა 1939 წლის 28 ოქტომბერს. ამასთანავე ძალზე არარეალურია თვითონ ფორმა- თითქოსდა სტალინმა ანგარიში ჩააბარა პოლიტბიუროს წევრებს ჰიტლერთან შეხვედის შესახებ, ბელადი პარტიულ ამხანაგებთან კონსულტაციას კი გადიოდა და იბარებდა კიდეც ანგარიშებს და არა პირიქით.

2
1019
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1019
  
2020, 30 იანვარი, 16:37
ნამდვილად ვერ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ მართლაც შეხვდნენ, მაგრამ ლოგიკური და სამართლიანია მათი შეხვედრის ვერსია.
1) მოლოტოვ-რიბენტროპის ზავი შეიცავდა ისეთ პუნქტებს, რომელნიც ვფიქრობ, პირადი შეხვედრის საფუძველზე რომ მიიღწეოდა მხოლოდ.
2) მე არ ვიცი რა "მოელანდა" ჰიტლერს შემდეგ (ალბათ მაინც სიხარბე, წიაღისეულის დაუფლების სურვილი), როცა სსრკ-ს დაარტყა, ამ პერიოდში მაინც ინგლისს განიხილავდა პირველ დასაძლევ მტრად.
რაც შეეხება კრემლის ჩანაწერებს, მაგი შესაძლოა განზრახაც იყოს გაკეთებული, აბა საიდუმლო როგორღა იქნებოდა ეს შეხვედრა, არა? თანაც ჩანაწერი ამბობს, რომ თავად მოლოტოვთანაა შეხვედრა...
ვიმეორებ, ეს ჩემი სუბიქტიური და არამც და არამც დარწმუნებითი აზრია, თუმცა ვფიქრობ, რომ ძალიანაც ლოგიკურია...
2020, 30 იანვარი, 2:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2