x
მეტი
  • 06.07.2020
  • სტატია:101296
  • ვიდეო:346606
  • სურათი:465200
რამხელაა მზე?- რვა საინტერესო ინფორმაცია მზის სისტემის შესახებ

image

1) მზის საშუალო დიამეტრია 1 391 016 კმ. მისი მასა 333 000-ჯერ აღემატება დედამიწის მასას. მზის დიამეტრის გაყოლებაზე 109 დედამიწა დაეტევა.

2) მზის ლაქები მზის ზედაპირზე არსებული შედარებით გრილი მონაკვეთებია, მის ყველაზე დიდ ლაქაზე 15 დედამიწა დაეტევა.

image

3) მთვარის დიამეტრი 3 475 კმ-ია. დედამიწის ზომის ერთი მეოთხედი. იგი თითქმის იმავე სიგანისაა, როგორიც ავსტრალია. დედამიწის სფეროში 50 მთვარის მოთავსებაა შესაძლებელი.

5) სასწორზე რომ დაგვედო, დედამიწის წონას 80 მთვარე დააბალანსებდა. დედამიწა მთვარეზე ამდენად მძიმე იმიტომაა, რომ ბირთვი მყარი რკინაა და ორი მთვარის სიდიდის.

image

6)ვენერა დაახლოებით დედამიწის ზომისა და მასისაა, მაგრამ ძალიან განსხვავდება მისგან. ვენერას სქელი, მომწამვლელი ატმოსფერო აკრავს და მისი ზედაპირის ტემპერატურა 464 გრადუს-ცელსიუსია-იმდენად ცხელი, რომ თავისუფლად შეუძლია ტყვიის დადნობა.

image

7) სატურნის რგოლები მტვრისგან, ქვებისგან, ყინულისგან შედგება. რგოლები გაშლილია 280 000 კმ-ზე, მაგრამ სისქით 1 კმ-ია.

image

8) მზის სისტემის მთავარი პლანეტების ორბიტებზე 172 მთვარე ბრუნავს, თუმცა მუდმივად ხდება ახალი მთვარეების აღმოჩენა. ისინი აქვთ რამდენიემ ჯუჯა პლანეტასაც(მაგ. პლუტონს), ასევე ზოგიერთ ესტეროიდს.

image

1
631
4-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
631
  
30 იანვარი, 2:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1