x
მეტი
  • 26.02.2020
  • სტატია:99667
  • ვიდეო:344674
  • სურათი:462069
არასრულწლოვანი რუსი ტურისტი ბაგრატის ტაძრის მოაჯირიდან გადავარდა
image


უბედური შემთხვევა იმერეთის რეგიონში. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის მოაჯირიდან ტურისტი გადავარდა. თვითმხილვების თქმით, ბიჭი მოაჯირზე ფოტოების გადასაღებად ავიდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და სიმაღლიდან გადავარდა.

.

ვარდნის შედეგად არასრულწლოვანს დაზიანებები აღენიშნება. თვითმხილველების თქმით, შემთხვევის ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ეკიპაჟმა მოზარდი ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.



არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ბიჭი რუსეთის მოქალაქეა, ის საქართველოში მშობლებთან ერთად იმყოფებოდა და ქუთაისს ტურისტული მიზნით ეწვივნენ.

1
347
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
347
  
30 იანვარი, 2:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1