x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
მეზობლის ძაღლმა საოცნებო ქალთან ურთიერთობა ჩამიშალა, მიკვირს როგორ გადამირჩა

image მანქანით მიმავალმა თვალი მოვკარი თუ როგორ მიარხევდა ვიწრო ქვედა ბოლოში გამოკვართულ ულამაზეს თეძოებს უცნობი ქალი.
უფალს მადლობა შევწირე, ცუდ განწყობაზე მყოფს სასწაული მომივლინე, თორემ რაღა მე შემახვედრებდი ამას მეთქი!
მივუახლოვდი ზებრის ბოლოში გასულ ქალს და ნელი ხმით ვუთხარი: მიმსახურეთ ქალბატონო, ტაქსისტი არა ვარ, მაგრამ არც მშიერი აფთარი ვარ არ დაგინდოთ მეთქი!
მობრუნდა, მაგრამ რა მობრუნდა, მკლავებიანი, ჩაცმული ვენერა მილოსელი.
მოუარა წინ ჩემს "აუდს", წინა კარი უკვე გამოღებული მქონდა, დაბრძანდა, ულამაზეს ბიუსტზე უსაფრთხოების ქამარი გადაიტარა, მანქანა დავძარი და ენიო მორიკონეს მუსიკის თანხლებით მივდივართ.
ვეკითხები, სად ცხოვრობთ ქალბატონო მეთქი?-მიპასუხა, მეც იქით მივდივარ და მისი სახლის წინ ვაჩერებ მანქანას, ისეთი მომენტია დუმილი ბაჯაღლო ოქროზე და უდიდეს ბრილიანტზე ღირებული რომაა და უცბად ეს ქალი მეუბნება: სახლში შემობრძანდი, მარტო ვცხოვრობო!
გადმოვფრინდი მანქანიდან, კარი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს შვეიცარის სიზუსტით გავუღე და როცა "გადმოანათა", კარი მივხურე.
შევდივარ მასთან ერთად ჯერ ეზოში, მერე სახლში. ქალი "პინკ ფლოიდის" 1973 წლის მარტში გამოსულ ლეგენდარული ალბომს -The Dark Side of the Moon-ს რთავს.
მე კრესლოსკენ მიწვევს, მე ვჯდები ის კი ლამაზი ტანის რხევით მეორე ოთახში გადის და უკან ვისკით და შოკოლადით ბრუნდება.
როგორც ქართველ ჯენტლმენს ეკადრება ისე ვიქცევი-ვდგები და კრესლოს მინის მაგიდასთან ახლოს ვუდგამ და მეც ვჯდები.
ორიოდე წინადადების გაცვლის შემდეგ ვისკის ულამაზეს ბოთლს ვხსნი და ვასხამ.
დრომ სწრაფად გაირბინა, მსუბუქ არშიყს ლოგიკური დასასრული უნდა მოჰყვეს, ქალს ხელში ვიტაცებ და უზარმაზარი დივნისაკენ ზვავივით მივექანები, ვაწვენ და ტანსაცმელს ისე ნაზად ვხდი ქალი კბილებით ტუჩებს იკვნეტს და ამ დროს ისეთი შეჰყეფა მეზობლის სამგლე ძაღლმა, გაღვიძებული ლამის საწოლიდან გადმოვვარდი.
დიახ მეგობრებო, ეს მხოლოდ სიზმარი იყო და სხვა არაფერი. ფსიქოლოგია სერიოზული რამეა, საინტერესო წიგნს ვკითხულობდი დაძინების წინ წყვილის საოცარ სიყვარულზე, რომელიც გერმანელი მწერლის-რემარკის "სამი მეგობარი"-ს გმირის სიყვარულის მსგავსად იწყება, ეტყობა წიგნის შინაარსი ძილში "ჩამყვა" და საოცარი განვითარება ჰპოვა, მაგრამ მეზობლის "სამგლე" ძაღლმა ჩამიშალა ყველაფერი.

0
345
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
345