x
მეტი
  • 26.02.2020
  • სტატია:99667
  • ვიდეო:344674
  • სურათი:462069
საქართველოს დედოფლები - ბურდუხანი - "მხოლოდ ასეთი ქალი შეიძლებოდა ყოფილიყო თამარის დედა"

ბურდუხანი, ბორდოხანი, საქართველოს მეფის გიორგი III-ის მეუღლე, თამარ მეფისა და რუსუდანის დედა. იგი იყო ოსთა მეფის ხუდდანის ასული.

image

მეფე გიორგი მესამეს მამამისმა, დიმიტრი პირველმა ცოლად შერთო ოსთა მეფის, ხუდანის ასული ბურდუხანი. საქართველოს სამეფო ცდილობდა ტერიტორიებისა და გავლენის გაფართოებას. ამ საქმეში სჭირდებოდა ჩრდილოეთის ხალხების სამხედრო რესურსი. გიორგისა და ბურდუხანის ქორწინების ზუსტი თარიღი უცნობია, სავარაუდოთ 1150-იანი წლების დასაწყისი. თუმცა რომიმს პაპის დესპანს 1149 წლის ჩანაწერში ის უკვე მეფის ცოლად ჰყავს მოხსენიებული.

იგი ძალიან განათლებული და ლამაზი იყო, მისი სილამაზე მთელ აღმოსავლეთში იყო ცნობილი. ბურდუხანმა იცოდა ოსური, ბერძნული, ქართული, ლათინური და სპარსული ენები. რომის პაპის დესპანი ფრანცისკ მარინიოლი აღფრთოვანებული დარჩა ბურდუხანის ნიჭით და ქვეყნის მართვის საკითხების ცოდნით და დაწერა: "1149 წელს-ბევრი ევროპელი მანდილოსანი ვერ შეედრება გიორგი მესამეს მეუღლეს, განათლების დონით და კულტურით, ევროპის და აზიის ქვეყნების ისტორიის ცოდნით."

დიდი ხნის განმავლობაში შვილი არ შეეძინა სამეფო წყვილს. გიორგი მეფე ძალიან წუხდა უშვილობას. გიორგი მეფის მემკვიდრედ ითვლებოდა მისი ძმისწული, დიმიტრი (დემნა), მისი უფროსი ძმის, დავით მეხუთის ვაჟი. წლების შემდეგ ორი ქალიშვილი შეეძინა მეფე-დედოფალს. თამარი, დაახლოებით 1160 წელს დაიბადა, შემდეგ რუსუდანი გაჩნდა.

დედოფალი ბურდუხანი ყოფილა ხელოვნების მოყვარული. მისი მეცადინეობით იქმნებოდა ხატები. გატაცებული იყო პოეზიით. შესაძლოა, თავადაც წერდა და ხატავდა. ძლიერი მონარქი ქმრის, გიორგი III-ის გვერდით ბურდუხანის ძალაუფლება, ჩანს, ნომინალური იყო. თუმცა მისი მნიშვნელოვანი როლი შვილების აღზრდაში გამოიხატებოდა.


1180-იანი წლების დასაწყისში გარდაცვლილა ბურდუხან დედოფალი.
მეფე და თამარი გეგუთში იმყოფებოდნენ, როცა აცნობეს დედოფლის გარდაცვალების შესახებ. მწარედ იგლოვეს ორივემ. როგორც ჩანს, მეფეს ძალიან უყვარდა ცოლი და თანაც, ეტყობა, მოულოდნელად გარდაიცვალა დედოფალი. ზოგი ისტორიკოსის აზრით, დედოფალი რუსუდანზე მშობიაროობას გადაჰყვა. image

0
418
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
418
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0