x
მეტი
  • 19.02.2020
  • სტატია:99373
  • ვიდეო:344568
  • სურათი:461770
28 იანვარს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
image


წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.


21-31 იანვარი

ამ პერიოდში მერწყულის ნიშნით იბადებიან – 21 იანვარი – 19 თებერვალი.


21 იანვარი – 31 იანვარი მერწყულის ნიშნის პირველი დეკადაა.

ამ პერიოდში დაბადებულებს ვენერა მფარველობს. ეს ადამიანები მორცხვი და დელიკატური არიან.

მნიშვნელოვანი წლებია: 12, 22, 32, 42, 52.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ნეგო (უკვდავა).

.

ისინი ყოველთვის ელეგანტურნი და მშვენიერნი არიან. მათგან ენერგია უწყვეტად მოედინება, მათ ოპტიმიზმს კი საზღვრები არა აქვს. მათში ჩადებულია მძლავრი ცხოვრებისეული პოტენციალი, ამიტომ იოლად წყვეტენ დავებს, საქმეებს, ლახავენ ბარიერებს. აქვთ მშვიდობისმოყვარე და მხიარული ხასიათი, ამით გარშემომყოფებს თავის მიმართ სიმპათიით განაწყობენ.

.

28 იანვარს დაბადებულები

28 იანვარს მტკიცე ნებისყოფის ადამიანები იბადებიან. ისინი პატივმოყვარე, მიზანსწრაფული და ჯიუტი პიროვნებები არიან, ყოველთვის აქვთ საკუთარი მოსაზრება, იცავენ მას, მაგრამ სხვისი აზრი არ აინტერესებთ. გარშემომყოფ ადამიანებთან დაძაბული ურთიერთობები აქვთ, რადგან საკუთარი სარგებლის ძიებაში სხვები ავიწყდებათ. აქედან გამომდინარე, გარედან დახმარების პოვნა უჭირთ, ამიტომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეთ. ოჯახურ ცხოვრებაში იმედგაცრუებები აქვთ, შეიძლება რამდენჯერმე დაქორწინდნენ, მაგრამ ეს სასურველ ბედნიერებას ვერ მოუტანთ. ფინანსებში გაუმართლებთ, თუ ფულს სარფიანად განკარგავენ.

,

28 იანვარს დაბადებულების დიდი საქმეების გაკეთების უნარი შესწევთ. ჩანაფიქრის ასასრულებლად მათთვის აუცილებელია ნების სიმტკიცეცა და ფიზიკური ძალაც. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია სულიერი ფაქტორი, ნებისყოფა მათ აძლევს ბიძგს, ენერგიას, რაც მათ ნაბიჯებს გააზრებულს ხდის, ხოლო შინაგანი რესურსები მთლიანად იხსნება. ეს ადამიანები თავიანთი გზით მიდიან, მათი მხრიდან პროფესიის, ინტერესების არჩევა ინდივიდუალურია. ამ დღეს დაბადებულები, ჩვეულებრივ, რეალურად უყურებენ საკუთარ შესაძლებლობებს, თუმცა ეს გარედან ზედმეტ თავდაჯერებულობადა და წინდაუხედაობად აღიქმება. მაგრამ 28 იანვარს დაბადებულები ყველაფერს აკონტროლებენ. ნაკლებად განვითარებული პიროვნებები, საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების ზედმეტი შეფასების, პატივმოყვარეობის გამო, ცხოვრების გზაზე ბევრ წარუმატებლობას აწყდებიან.

,

28 იანვარს დაბადებულებს თავისუფალი დროის გატარება ძალიან უყვართ საყვარელი ფილმების, გადაცემების ყურებაში, ან ტრილერების კითხვასა და სპორტულ ღონისძიებებში; ასევე არაა უცხო მათთვის ხელოვნება, განსაკუთრებით – თეატრი. ისინი თავის გატაცებებს აქტიურად მისდევენ, სანამ არ გააცნობიერებენ, რომ ცხოვრების შეცვლა სურთ. ამ დღეს დაბადებულები დიდ კმაყოფილებას იღებენ, როცა საკუთარი ახლობლებისთვის შთაგონების წყარო ხდებიან.

,

მათთვის დამღუპველია სხვებისგან გარიყვა, და მარტოობისკენ არც ისწრაფვიან. საყვარელ საქმეს ისინი მომზადებული ხვდებიან, მოსინჯავენ ბევრ რამეს და როცა იპოვიან თავიანთ საქმეს, მას მთელი სულითა და გულით, სიამოვნებით მოჰკიდებენ ხელს. უფრო მაღალი მწვერვალების დასაპყრობად მათ სიმამაცე და ვაჟკაცობა სჭირდებათ. ამ დღეს დაბადებულებს მრავალფეროვანი ინტერესები განასხვავებს – ხანდახან ისეთი სფეროები იტაცებთ, რომელთა შესახებ სხვებს საერთოდ არაფერი სმენიათ.

.

მათთვის დიდი ბედნიერებაა დაბრკოლებების გადალახვა და ხელმძღვანელობის შესაძლებლობა. თვისებები – პატიოსნება და თვითმყოფადობა კი საშუალებას აძლევს, იყვნენ შესანიშნავი უფროსები, ან, უბრალოდ, კარგი ადამიანები. თუმცა, ხანდახან რელობას მოსწყდებიან ხოლმე. ცხოვრებაზე დიდ იმედებს ამყარებენ, მაგრამ ფიასკოსა და ყოველდღიურობასთან შეჯახების შემდეგ შეიძლება ირწმუნონ, რომ ცხოვრება მოსაწყენი არ იყოს,


* * *

მიხეილ ცაგარელის პროგნოზი 28 იანვარი იღბლიანი დღე!


შავი მთვარე ანუ ლილიტი – მაცდუნებელი ენერგია თევზების ზოდიაქოდან 21 ოქტომბრამდე ვერძის ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს, რაც თევზებს შვებით ამოსუნთქვის საშუალებას მისცეს, ვერძს კი, პირიქით, განსაკუთრებული სიფრთხილით, თავშეკავებით მოქმედებას აიძულებს.


აღსანიშნავია, რომ ვერძის ზოდიაქოს ნიშანში ლილიტი ქირონის ასტეროიდს შეუერთდება, რაც ერთი-ორად გაზრდის სულსწრაფობას, აგრესიას და ეგოიზმს, სიჯიუტეს, დიქტატურისა და აზარტული თამაშებისკენ მიდრეკილებას, მოიმატებს ინტრიგების და მოტყუების მცდელობა საქმიან ურთიერთობაში, ხანძრების და სტიქიური უბედურებების საფრთხე, დაძაბულობა ქვეყნებს შორის და საომარი მოქმედებების დაწყების რისკი.

.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური, საზოგადოებრივი და საქმელმოქმედო საქმიანობისთვის.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ მხედველობას, ნერვულ და ლიმფურ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ყვითელი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, ამეთვისტო და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და სასწორს.

0
43
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0