x
მეტი
  • 26.02.2020
  • სტატია:99667
  • ვიდეო:344674
  • სურათი:462069
როგორ მოვანატროთ თავი მამაკაცს - 7 ხერხი, რომელიც აუცილებლად გაამართლებს!
image

გენატრებოდეს ვიღაც, ნიშნავს იტანჯებოდე მასთან ფიზიკური და ემოციური ურთიერთობის ქონის სურვილით.

თუ თქვენ არ გრძნობთ თავს დაფასებულად ამჟამინდელ ურთიერთობაში ან თქვენი პარტნიორი შორს იმყოფება ანდა სულაც ბოლო დროს თქვენი ურთიერთობა ისეთი აღარაა, როგორიც იყო, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა!


წარმოგიდგენთ ტოპ 7 ხერხს, თუ როგორ მოანატროთ თავი საყვარელ მამაკაცს!

7. უთხარით "არა" სხვაგვარად

არ დათანხმდეთ ყოველთვის ყველაფერზე შემოთავაზებისთანავე, განსაკუთრებით ეს თუ მასთან ერთად გასეირნებას ეხება. როდესაც უარს ეუბნებით, ის ფიქრობს, რომ ესეიგი თქვენ უფრო მნიშვნელოვანი საქმეებიც გაქვთ, რომელთაც უფრო მეტ პრიორიტეტს ანიჭებთ. ასევე, შემდეგზე ის გაითვალისწინებს, თადარიგი დაიჭიროს და წინასწარ გაცილებით ადრე შეგითანხმდეთ შეხვედრაზე.


ის ეცდება მოიპოვოს " ყველაზე პრიორიტეტულის " სტატუსი.

6. იყავით ოდნავ იდუმალი

ეს იმას ნიშნავს, რომ არაა საჭირო მას ყველანაირი დეტალი გაუზიაროთ. არაა სასურველი ყველაფერი, რასაც აკეთებთ დაწვრილებით მოუყვეთ.

უმჯობესია მას აინტერესებდეს. დაუტოვეთ ცოტა ინტრიგა, გაუზიარეთ ოდნავ და ნელ-ნელა თქვენი ცხოვრების დეტალები, ისე, რომ თითქოს მას სჭირდებოდეს თქვენი ნდობის მოპოვება.


მაგალითად, თუ თქვენ მიდიხართ სავახშმოდ თქვენს მშობლებთან ერთად, უთხარით, რომ უბრალოდ სავახშმოდ მიდიხართ.

არაა საჭირო უთხრათ ყველაფერი, თუ თავად არ გკითხავთ. თუ უკვე დაგეგმილი გაქვთ მეგობრებთან ერთად გასეირნება და მან ბოლო წუთს გადაწყვიტა თქვენთან ერთად გაესეირნა, არ დათანხმდეთ და არ შეცვალოთ საკუთარი გეგმები, მან უნდა იფიქროს, რომ თქვენ ადვილად ხელში ჩასაგდები არ ხართ, გყავთ მეგობრები და გაქვთ საკუთარი წრე, რომელსაც იგი უნდა პატივს სცემდეს.



5. გამოიყენეთ სოციალური ქსელი თქვენი საინტერესო, პერსონალური ცხოვრების წარმოსაჩენად

წარმოაჩინეთ, რომ თქვენ დამოუკიდებელი და ძალიან საინტერესო ცხოვრება გაქვთ. ეს საუკეთესო გზაა მისი ყურადღების მისაპყრობად. თანაც როცა დაინახავს, თუ როგორ ხართ სხვების ყურადღების ცენტრში მოქცეული, მას უფრო მეტი ინტერესი გაუჩნდება.



4. არ დაეკონტაქტოთ პირველმა, როცა გენატრებათ

ეს ძნელად შესასრულებელია, მაგრამ როდესაც ამას შეძლებთ, მისგან უფრო მეტ ყურადღებას იგრძნობთ. იგი მიხვდება, როგორი მნიშვნელოვანი ხართ თქვენ მისთვის და კიდევ, არ უპასუხოთ მაშინვე, როცა მოგწერთ ან დაგირეკავთ.


3. თქვენი საჭიროებები და თქვენი თავი დააყენეთ ყოველთვის პირველ რიგში

ზოგჯერ ადამიანები პარტნიორის გამო საკუთარ მოთხოვნებს აღარ ითვალისწინებენ და იმას აკეთებენ, რაც პარტნიორს მოეწონება. თითქოს მათ არ უნდათ, პარტნიორს იმედი გაუცრუონ. ეს კარგია, მაგრამ იმ შემთხვევაში არა, თუ თქვენ გინდათ მას თავი მოანატროთ.

დაიმახსოვრეთ: გქონდეთ თქვენი ჰობი, არ შეწყვიტოთ მეგობრებთან შეხვედრები და როცა ის დაგირეკავთ, იყავით დაკავებული.


2. შექმენით მასთან ერთად ძალიან ინტიმური ატმოსფერო

როცა ერთად ხართ, არაფერი უნდა იყოს ამაზე მნიშვნელოვანი.

აგრძნობინეთ მას, რა ძვირფასია ერთად გატარებული დრო. მიეცით მას უფლება იყოს ის, ვინც სინამდვილეშია. აგრძნობინეთ თავი განსაკუთრებულად და დაფასებულად, რომ შემდეგში თქვენთან ერთად გატარებული დრო მოენატროს.


1. მიეცით მას რაიმე საბაბი, რომ მოენატროთ

თქვენ უნდა იყოთ მხიარული და ხალისიანი, მას თქვენი კარგი ხასიათი უყვარდება და შემდეგ ენატრება. ამიტომ იყავით ბუნებრივად ლაღი და როცა თქვენთანაა, აგრძნობინეთ მას თქვენი განსაკუთრებულობა. შემდეგში მას მოენატრება თქვენთან ერთად გატარებული დრო და თქვენი მიმიკებიც კი.


და ბოლოს, ნუ გააიდეალურებთ ნურც მას და ნურც ურთიერთობას - გახსოვდეთ, რომ ყველაფერს შეიძლება ჰქონდეს დასასრული!


0
703
2-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
703
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0