x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რეალური ისტორია მცივანა ჯარისკაცზე და თმის საშრობი ფენით მის გათბობაზე

image ერთერთი დანაყოფის ოფიცრად ვმუშაობდი, როცა დანაყოფში ახალწვეულები მოიყვანეს. კარგი ბიჭები იყვნენ და არიან ცოდვას ვერ ვიტყვი, მხოლოდ ერთერთი ჯარისკაცი აღმოჩნდა ძალიან მცივანა და მიუხედავად იმისა ცუდი ამინდები არ იყო, ღამით საწოლიანად ძაგძაგებდა.
ზემდგომებთან შეთანხმებით ჯარისკაცს მეორე საბანიც მივეცით, არ უშველა არაფერმა. ერთი პირობა ვიფიქრე ღამით ხომ არ ეშინია მეთქი, გვიანობამდე ვესაუბრე, მაგრამ დაწვა თუ არა აუტყდა ისევ სიცივისაგან კანკალი.
ბევრი ვიფიქრეთ რა მოგვეხერხებინა, არც სათბურამ უშველა. ერთი ახალი მოსული ოფიცერი გოგო გვყავდა, გოგო მაინც გოგოა და თმის საშრობი ფენი, რომ დავუნახე ხელში, ვეცი ხელებში, არიქა ეს ფენი მათხოვე ამაღამ მეთქი!
დგას ეს გოგო და მიყურებს გაოცებული (მაშინ ალბათ ფიქრობდა ვერაა ეს კარგადო), როგორც იქნა გადმომცა ფენი. სხვა ჯარისკაცი საწოლიდან წამოვაყენე და ამ ჩვენი მცივანას საწოლზე მივუჩინე ადგილი თავის ლეიბ-საბნიანად, მცივანა კი ახალი "დისლოკაციის" ადგილზე გადავიყვანე.
მიზეზი დაგაინტერესებთ-ახალ საწოლთან ახლოს იყო ფენისთვის აუცილებელი ჩანგლის შესაერთებელი წერტილი.
მოკლედ დაწვა ჯარისკაცი ლოგინში და ჩავართვევინე ფენი საშუალო დონეზე, სულ ცოტაც და ისე გახურდა ლეიბ-საბანი, კანკალი ხომ შეწყვიტა, ისე ტკბილად დაიძინა თქვენი მოწონებული. ჯარისკაცს "შტეფსელა" შეარქვეს და დღესაც ასე ეძახიან მის უბანში, წაიკითხავს და ვფიქრობ გამიხსენებს, დარწმუნებული ვარ წყენითაც არ ეწყინება.
ასეთ დღეში ვიყავით მეც და სხვა ოფიცრებიც და სერჟანტებიც რამდენიმე კვირა, დღისით ფენს მფლობელს ვუბრუნებდით ღამით კი ჩვენს მცივანას ვათბობინებდით ლოგინს.
რამდენიმე კვირაში კი ჯარისკაცი მიეჩვია ყაზარმულ და საველე ცხოვრებას და არც ფენი ჭირდებოდა და არც დამატებითი საბანი.
იმავე წელს კი ეს ჯარისკაცი ტყვიამფრქვევით ხელში გაშმაგებით უტევდა ხეთაგუროვოს და სიცივის კი არა შიშის ნატამალი არ ეტყობოდა არც სახეზე და არც მოქმედებებში.

0
345
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
345