x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
7 საშიში წყლის ბინადარი, რომლებიც ადამიანებმა მდინარე ამაზონში დაიჭირეს!

ჩვენი სამყაროს ჟანგბადის წყარო ამაზონი, ასევე მრავალი არსების სახლია. ამაზონი ძალიან მდიდარია როგორც მცენარეთა, ასევე ცხოველების მრავალფეროვნებით. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მდინარეც ამავე რეგიონში მიედინება, სახეწოდებაც იგივეა, თუმცა ამდენ სიმდიდრესთან ერთად საკმაოდ საშიშიცაა... წარმოგიდგენთ 7 საშიშ წყლის ბინადარს, რომელიც ადამიანებმა მდინარე ამაზონში დაიჭირეს...


image








1 - თევზი პაიარა (თევზვამპირა)

image


ადამიანი იკვებება თევზით თუ თევზი ადამიანით? ასე ვიწყებთ ჩვენს დღევანდელს სტატიას. გაიცანით თევზია პაიარა, რომელსაც ასევე ვამპირის თევზის სახელით ცნობენ. თევზი იზრდება 120 სანტემეტრამდე და აქვს ძლიერი ეშვები. არავის ვიურჩევ მასთან შეხვედრას.





2 - არაპაიმა (ყველაზე დიდი მდინარის თევზი)

image


ეს თევზი ცნობილია, როგორც ყველაზე დიდი მდინარის თევზი. არაპაიმა ამაზონის ძველისძველი მკვიდრია, თუმცა ბოლო წლებში გადაშენების პირას მყოფ ცხოველებს შორის იქნა შეყვანილი. იზრდება 3 მეტრამდე და იწონის 200 კილოგრამამდე. გამოირჩევა გემრიელი ხორცით, იკვებება უფრო პატარა თევზებით და ფრინველებით.





3 - შავი ნიანგი

image

გაიანით მსოფლიოს ყველაზე საშიში ნიანგის სახეობა. შავი ნიანგები ბინდარობენ მდინარე ამაზონში. მათთვის საკვებს მნიშვნელობა არ აქვს, იკვებებიან თითქმის ყველაფრით. რაღაც პერიოდში მათი რაოდენობა იკლებდა, რაც უკანონო ნადირობიდან იყო გამოწვეული, თუმცა ბოლო წლებში გამკაცრებული ზომების მიღების შემდეგ, შავი ნიანგები ამაზონის ჭაობებს ისევ დაეუფლნენ.





4 - ელექტრული გვეთევზა


image


ერთ-ერთი ყველაზე საშინელი თევზი, რომელსაც ასევე ამაზრზენი ვიზუალი გააჩნია. ელექტრულ გველთევზას 900 ვოლტის ელექტროენერგიის გამოყოფა შეუძლია, რაც ადამიანისთვის საკმაოდ სახიფათოა. ამ ხერხის გამოყენებით ის მშიერი არ რჩება.






5 - გიგანტური ოტტერი

image


თავიდან კუდამდე ძირითადად 2 მეტრის სიგრძისაა. ძირითადად იკვებებიან თევზებით, ნადირობენ ჯგუფურად და საფრთხის შეგრძნების შემთხვევაში ადამიანსაც ესხმიან თავს.





6. ხარი-ზვიგენი

image


თუ ფიქრობთ, რომ ზვიგენები მხოლოდ ოკეანეებში ბინადრობენ. მაშინ ძალიან ცდებით. ამაზონის სიღრმეებში არსებობას განაგრძობენ მტაცებელი ხარი ზვიგენები, რომლებიც ყველა ცოცხალ არსებას საფრთხეს უქმნიან. იზრდებიან 3.5 მეტრამდე და იწონიან ნახევარ ტონამდე.





7. მწვანე ანაკონდა

image


გადავედით ალბათ ყველაზე საშიშზე.... ანაკონდებზე ბევრს არ ვისაუბრებთ... შესაძლოა რაიმე გამოგვრჩეს. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მდინარე ამაზონში აღმოჩენილია 9 მეტრის სიგრძის მწვანე ანაკონდა, რომელიც 230 კილოგრამს იწონიდა.























სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



აუცილებლად გაითვალისწინეთ - საავტორო უფლებები დაცულია, მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია. შესაძლებელია მხოლოდ წყაროს მითითებით(ავტორთან შეთანხმებით). იხილეთ მასალის გამოყენების პირობები!!!




















>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<



ყველაზე უნიკალური გარეგონობის 4 პატარა გოგონა!

image


როგორი იქნება 2020 წელი მშვილდოსნებისთვის?

image


ძაღლი ყოველდღე მხოლოდ კედელს უყურებდა... ხოლო საიდუმლოს ამოხსნა ვეტერინარმა მოახერხა

image


როგორ გახდა ღარიბი ბიჭი საუკეთესო მოთამაშე მსოფლიოში? - კრიშტიანუ რონალდუს წარმატების საიდუმლო…

image


რომელია ყველაზე დიდი, შხამიანი და სწრაფი? - 7 სახეობის ობობა, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ!

image


რატომ ჯობია იყო დაბალი, ვიდრე მაღალი - სახალისო ილუსტრაციები

image



6 ახალი აღმოჩენა, რამაც მეცნიერები დაადუმა!

image



ცნობილი ისტორიული პირები, რომლებიც სინამდვილეში არც კი არსებობდნენ!

image


დედა, ქალიშვილი და სიძე თაფლობის თვეში ერთად წავიდნენ... შოკისმომგვრელი რეალური ისტორია

image


მუშმალა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

image



0
1490
5-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1490
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0