x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508498
რას ნიშნავს "წელწინდა"?-ქართული შესატყვისები ბარბარიზმებისათვის (ტესტი)

"ბერძნების შვილის შვილსა, ნუუკუე და არა უეჭუელსა, თვით უეჭვი და საკუთარი შვილი აღვირჩიე"- ეფრემ მცირე.


"დედა ენა არის უფლის კურთხევით ჩვენ წინაპართაგან აღშენებული უწმინდესი ტაძარი, რომელსაც სვეტებად უდგანან სამშობლო ქვეყნის მოღვაწენი; დანგრევა მისი ადვილია, ხოლო აღდგენა ფრიად ძნელი".-კირიონ მეორე.


"ენა უნდა დავიცვათ შერყვნილობისგან, ენას უნდა ველოლიავოთ, მოვუაროთ, როგორც დედა თავის პირმშო შვილს."-ილია ჭავჭავაძე.


image

14
770
8-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
770
  
2020, 3 თებერვალი, 2:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 28 იანვარი, 3:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 27 იანვარი, 13:02
ყელწინდა არა-წელწინდა, ამ ქვიზით იმის ჩვენება მინდოდა, რომ ძალიან ბევრი სიტყვა ჩაგვიყლაპა უცხო ენებმა, ქვიზიც არაა ქართული სახელდება, მაგრამ ვიყენებ, რადგან არ გვაქვს მისი შესატყვისი, შესაბამისად, სიტყვის სესხებასაც არ გამოვრიცხავ, უბრალოდ, როცა ჩანაცვლება შეგვიძლია რატომ არ უნდა გამოვიყენოთ? ყველაფრის სესხებაც არ შეიძლება.
თუმცა თქვენი გადასაწყვეტია "კოლგოტს" გამოიყენებთ თუ "წელწინდას".
2020, 27 იანვარი, 12:55
კი, ძალიან ცუდია, არადა არსებობს კანონი, აკრძალულია უცხოური წარწერები ქართულზე დიდი მოცულობის რომ იყოს, ანუ ორივე შეიძლება, მაგრამ აუცილებელი პირობაა ქართული წარწერა, თუმცა აშკარაა არ იცავენ კანონს, არც კანონის დამცველები ჩანან არსად :)
2020, 27 იანვარი, 12:17
ქართული ენაც უნიკალურია და ანბანიც, ამას მსოფლიოც აღიარებს და გული მეც მტკივა, რომ ბევრი კარგი ქართული სიტყვა უცხოურმა ჩაანაცვლა, თუმცა, მაიკო, მე, პირადად, ვერც ვიოლინოზე ვიტყვი ყელფანდურას და ვერც ,,კოლგოტზე,, ყელწინდას)) ნაყინი, ორცხობილა, ბრტყელტუჩა და სხვა ახალი ტერმინები კარგად ,,ჩაჯდა,, ჩვენს მეტყველებაში და მაგალითად, რონოდი, ელსმენი, ქვეგრიალა და ა.შ დაიკარგა)
2020, 26 იანვარი, 23:48
ზუსტად მაგას ვამბობ, რომ იმდენი სიტყვაა უკვ ე დამკვიდრებული უცხო ენებიდან, გარჩევაც კი გვიჭირს, რომელია ქართული ფესვებით და რომელი თურქულ-სპარსული. ამას წინათ ვკითხულობდი ერთი ენათმეცნიერის პუბლიკაციას და ჩემდა გასაკვირად, ძალია ბევრი ისეთი სიტყვა ყოფილა უცხო ენიდან შემოსული, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი. ეს ბუნებრივი პროცესია და წინ ვერავინ აღუდგება. მე ის უფრო მაწუხებს, თბილისის ქუჩებში სულ უფრო და უფრო რომ ქრება ქართული წარწერები და ინგლისური ჩნდება მათ მაგივრად.
2020, 26 იანვარი, 23:42
თუ ენაში არ მოგვეპოვება კონკრეტული სიტყვის ქართული შესატყვისი, მაშინ შეიძლება ვისესხოთ სხვა ენიდან, ან შევქმნათ ახალი სახელდება, "კოლგოტს" მშვენიერი სიტყვა შეესაბამება და რატომ არ უნდა გამოვიყენოთ?!
ე.წ. ენის განვითარებამ იმ შედეგებამდე მიგვიყვანა, რომ ქართული სავსეა სპარსული, არაბული, თურქული, ახლა უკვე ინგლისური ბარბარიზმებითაც; მაშინ რომელი სიწმინდე დავიცვათ თუ ქართული აღარ დაგვრჩა?
2020, 26 იანვარი, 23:33
ქართული ენის სიწმინდის პირველი დამცველი ვარ, მაგრამ მაინც მგონია, რომ არის ისეთი ბარბარიზმები, რომლის დამკვიდრება სულაც არ იქნება ენის წაბილწვა. ტექნოლოგიების განვიტარებამ უამრავი ახალი ტერმინი წარმოშვა, რომლის გადმოქართულება უბრალოდ შეუძლებელია და მოუხერხებელი. ენა მუდმივად ვითარდება და ლოგიკურია, რომ ბევრი ახალი სიტყვა შემოდის. ასე რომ, დიდ ტრაგედიად არ უნდა ჩავთვალოთ, თუ "წელწინდას" მაგივრად ''კოლგოტს'' ვიტყვით :)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10