x
მეტი
  • 09.04.2020
  • სტატია:101026
  • ვიდეო:345730
  • სურათი:463828
გენიალური იდეა, როგორ ვაქციოთ სამზარეულო კრეატიულ და მოსახერხებელ სივრცედ?
თანამედროვე გამოგონებებმა მკვეთრად გაამრავალფეროვანა და გააადვილა დიასახლისის ყოფა სამზარეულოში. არსებობს მუდმივი ცხელი წყალი, ჭურჭლის გასარეცხი თუ გასახეხი უამრავი ხარისხიანი ქიმური საშუალება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისეთი ხარისხის ქვაბები თუ ტაფები, რომლებიც საკვებს არ იკრავს შეწვისა და მოხარშვის დროს. გარდა ამისა, სახლის ინტერიერის დიზაინერებისა და ხელოსნების გამჭრიახი გონების წყალობით, შეიქმნა უამრავი მოსახერხებელი თარო, კარადა და სივრცის რაციონალურად გამოყენების სხვა უამრავი პრაქტიკული იდეა, რომლებიც სილამაზესთან ერთად, საოცრად მოსახერხებელი და პრაქტიკულია დიასახლისისთვის და სამზარეულოში გაორმაგებული ტრიალის სურვილებს აღძრავს, სამზარეულო, ყველა კარგი დიასახლისისთვის ხომ წმინდა ტაძარია! თუმცა, სივრცის არასწორი ორგანიზების გამო, ყველაფერი, რაც სამზარეულოს უკავშირდება, ხდება იძულებითი. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ გარკვეულ იდეებს, რომლებიც სამზარეულოში ტრიალს, უფრო სასურველს გახდის.



image


გაინტერესებთ, როგორ ვაქციოთ სამზარეულო კრეატიულ და მოსახერხებელ სივრცედ? სწორედ ეს გენიალური ხრიკები დაგეხმარებათ ამ ყველაფერში...





1. ქვედა, მოძრავი უჯრა, ბოთლების შესანახად, ყველაზე კარგი იდეაა. image





2. თუ მსგავს, დახურულ ადგილს მიუჩენთ სამზარეულოს ტექნიკას, ისინი ქაოსურად მიმოფანტული აღარ იქნება და მტვრისგანაც დაიცავთ. image




3. მსგავსი საპურე, ნამდვილად საოცარი იდეაა და სამზარეულოს ადგილის ეკონომიასაც გაგიწევთ. image




4. შაქრის, მარილის, ფქვილის, მაკარონის და სხვადასხვა ბურღულეულისა და მარცვლეულის შესანახი, იდეალური იდეა. image




5. ვიწრო, ჰორიზონტალური უჯრა, საუკეთესო იდეაა სამზარეულოს პირსახოცებისა და ტილოების დასამალად. image




6. იდეალური იდეაა, საჭრელი დაფა და თან სანაგვე .... image




7. ასევე თაროებიანი, მოძრავი ჰორიზონტალური, უჯრა ჭურჭლის შესანახად. image




8. სამზარეულოს ადგილს დაზოგავთ მსგავსი დასაჯდომი მოწყობილობით, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოდგათ მაგიდიდან. image




9. ყველაზე კარგი იდეა ტაფების შესანახად.image




10. სამზარეულოს მაგიდა გორგოლაჭებზე, რომელიც დაზოგავს თქვენს სივრცეს. image






იხილეთ აგრეთვე:



სამზარეულოს პირსახოცი სასიკვდილოდ საშიშია! რა საფრთხეს შეიცავს ის?image




1
333
10-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
333
  
27 იანვარი, 15:11
უმაგრესია, ტაფებზე კარგი იდეა მომაწოდე მაკა, აუცილებლად გამოვიყენებ.
0 1 1