x
მეტი
  • 10.07.2020
  • სტატია:101369
  • ვიდეო:346639
  • სურათი:465288
რომის ლეგენდარული IX ესპანური ლეგიონი "ჰისპანა"
image


რომის IX ესპანური ლეგიონი "ჰისპანა" (Legio IX Hispana). ლეგენდარული რომაული ლეგიონი რომელიც იულიუს კეისარმა შექმნა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 58 წელს. ლეგიონი, რომელმაც უდიდესი პროფესიონალიზმით და საბრძოლო სულისკვეთებით გაითქვა სახელი. ლეგიონის სიმბოლო იყო ხარი და არწივი. შექმნისას ლეგიონმა მიიღო სახელი Triumphalis (ტრიუმფალური).


ლეგიონის საბრზოლო გზა:

საბრძოლო ნათლობა ლეგიონმა მიიღო ბრძოლაში მდინარე სამბრასთან (ფლანდრია, საფრანგეთი), სადაც მან შესანიშნავად წარმოაჩინა თავი მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო გამოცდილება არ ჰქონდა. მის მიერ გამოვლენილმა ფანატიკურმა სიმამაცემ კეისარი აღაფრთოვანა.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე 49 წელს, სამოქალაქო ომის დროს, ლეგიონი იბრძვის კეისრის მხარეს, ესპანეთში.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე 46 წელს, კეისარი აძლევს ლეგიონს დასვენების საშუალებას და პრაქტიკულად შლის მას. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 41 წელს ოქტავიანემ ისევ აღადგინა ლეგიონი, მაგრამ ამჯერად IX ლეგიონს სახელს უცვლიან და აქრმევენ Macedonica (მაკედონური). ლეგიონი გამოყენებულ იქნა სიცილიაში აჯანყების ჩასახშობად. არსებობს ვერსია, რომ ლეგიონი უფრო ადრე 42 წელს შეკრიბეს და გამოიყენეს ბრძოლაში ფილიპებთან, რის გამოც, ბრძოლაში მიღწეული წარმატებებისთვის, ლეგიონმა მიიღო სახელი "მაკედონური.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე 25-დან 13 წლებამდე ლეგიონი მონაწილეობდა ბრძოლებში ესპანეთის ტერიტორიაზე, სადაც ისევდაისევ თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, რის შედეგადაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 25 წელს ლეგიონს დაერქვა Hispana (ესპანური).
ჩვენი წელღაღრიცხვით 9 წელს, ლეგიონი გადაისროლეს მდინარე რაინზე, გერმანული ტომების პერიოდული შემჭრების შესაჩერებლად.
43 წელს კლავდიუსი შეიჭრა ბრიტანეთში. ესპანური ლეგიონი არმიის შემადგენლობაში იყო. IX ლეგიონი გახდა პირველი სამხედრო ფორმირება, რომელიც დაბანაკდა ბრიტანეთში.
61 წელს ლეგიონმა განიცადა უდიდესი სამხედრო დანაკარგი, ერთ-ერთი უდიდესი აჯანყყების დროს, რის შედეგადაც ლეგიონი დაშალეს, მაგრამ ბრძოლაში გამოჩენილი გმირობების და ბრწყინვალე გამარჯვებების გამო ლეგიონი ისევ აღადგინეს და გაგზავნეს კვლავ ბრიტანეტში, კერძოდ ებორაკუმში (დღევანდელი იორკი).
78 წელს ესპანური ლეგიონი გაგზავნეს ბრიგანტების მმართველის, ვენუცის დასამარცხებლად. ამოცანა ლეგიონმა შესანისნავად შეასრულა და ახალი ტერიტორიებიც შეუერთა რომს.
83 წელს ლეგიონი უკვე გერმანული ტომების წინააღმდეგ იბრძვის ქალაქ მაინცთან ახლოს. 108-109 წლებში კი ისევ ბრიტანეთში გაგზავნეს, კერძოდ ებორაკუმში.



image


ლეგიონი განადგურებულ იქნა პიქტების მიერ 117 წელს, როდესაც ბარბაროსებმა ისინი სრულ ალყაში მოაქციეს. ეს იყო უდიდესი ტაქტიკური შეცდომა. მიუხედავად ამისა მეცხრე ლეგიონმა სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლა და პრაქტიკულად სრული შემადგენლობა დაკარგა ბრძოლის ველზე. ამის გამო ლეგიონი საბოლოოდ დაშალეს. ამ უდიდესი ტრაგედიის გამო რომმა დაიწყო კედლის შენება, რომელმაც პიქტების იზოლირება მოახდინა დანარჩენი ბრიტანეთისგან.


ლეგიონი კინემატოგრაფიაში:

1. 2007 წელი ფილმი - ბოლო ლეგიონი (The Last Legion).
2. 2010 წელი ფილმი - ცენტურიონი (Centurion).
3. 2011წელი ფილმი - IX ლეგიონის არწივი (The Eagle).

1
637
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
637
  
26 იანვარი, 21:39
ფლანდრია ბელგიის ნაწილია და არა საფრანგეთის.
0 1 1