x
მეტი
  • 26.02.2020
  • სტატია:99666
  • ვიდეო:344674
  • სურათი:462071
ორსული ქალი ავარიაში მოჰყვა გაყინულ გზაზე, ფეხით მიმავალს მშობიარობა დაეწყო და ის სიკვდილს მგლებმა გადაარჩინეს

image 25 წლის მერი კრანიკი რომელიც ალიასკის შტატში ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაუჯერებელ, მაგრამ რეალურად მომხდარ ისტორიას ჰყვება.
8 თვის ორსული მერი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა მანქანით როცა ქარბუქში მოჰყვა, მანქანა ქარბუქმა გზიდან გადააგდო და არხში ჩავარდა, საიდანაც მერიმ მისი ამოყვანა ვერ შესძლო. მან გზა ფეხით გააგრძელა იმ იმედით, რომ გამვლელი მანქანა გაუჩერებდა.
დაახლოებით 800 მეტრის გავლის შემდეგ მას სამშობიარო ტკივილი დაეწყო და გონება დაკარგა, გონს მოსულმა რაც დაინახა ვფიქრობ თქვენთვისაც ისეთივე დაუჯერებელი იქნება, როგორც თავად მერისთვის იყო.
მერი ჰყვება: "გონს, რომ მოვედი ჩემი თავი იდო უზარმაზარი მგლის ზურგზე, ჩემი ვარაუდით ის იყო მგლების ხროვის მეთაური.
დანარჩენი მგლები ალბათ ცხრა იქნებოდა, ისინი რკალივით იდგნენ ჩემს ირგვლივ და თოვლის ნამქერისაგან და ქარისაგან ამ სახით მიფარავდნენ. მე შეშინებაც კი ვერ მოვასწარი, რადგან სამშობიარო ტკივილმა ლამის გონება დამაკარგვინა, რამდენიმე წუთში კი ჩემი ბავშვიც დაიბადა, ერთმა მგელმა ჭიპლარი გადაღრღნა, მერე კი მეორე მგელთან ერთად ბავშვს ლოკვა დაუწყო.
სხვა მგლები ისე მიუწვნენ ბავშვს ცივი ჰაერი, რომ არ მოხვედროდა. მე მინდოდა ბავშვი ხელში ამეყვანა და ტანსაცმლით დამეფარა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხე, მაშინ ერთმა მგელმა ცხვირით ჩემსკენ უბიძგა ბავშვს, ბავშვი ხელში ავიყვანე, მკერდზე მივიკარი და რძე მივეცი და ქურთუკის ქვეშ შევიფარე. მგლებმა მჭიდრო რკალი შემომარტყეს, ორი მგელი კი გვერდებზე მომიწვა და მათბობდა.
ყოველგვარი შიშის გრძნობა გამიქრა, თავი ისე ვიგრძენი თითქოს მათი "თანატომელი" ვიყავი, რომელსაც "თანატომელებმა" გაჭირვების ჟამს თანადგომა გამოუცხადეს.
გზაზე მანქანით მიმავალმა ადამიანებმა დაინახეს ჩემი არხში გადავარდნილი მანქანა და როცა შიგნით არავინ დაინახეს ეგრევე სამაშველო სამსახურს შეატყობინეს, ქარბუქი უკვე ჩამდგარი იყო ნაწილობრივ და დახმარებაც მალე მოვიდა. როცა მგლების ხროვა დაინახეს სამაშველო სამსახურთან ერთად მოსულმა პოლიციელებმა მგლების დასაფრთხობად ჰაერში სროლა დაიწყეს, მგლები ტყისკენ გაიქცნენ და ვხედავდი თუ როგორ მიყურებდნენ როცა სასწრაფო დახმარების მანქანაში გადავყავდით.
ერთ დღეს მე აუცილებლად დავბრუნდები იმ ადგილზე ჩემს ბიჭთან ერთად და დარწმუნებული ვარ მგლები ჩვენთან მოვლენ"-განუცხადა ჟურნალისტებს მერიმ.
ამ ისტორიას არც არავინ დაიჯერებდა, რომ არა ის ხალხი ვინც ნახა არხში გადავარდნილი მანქანა, გამოძახებული სამაშველო სამსახური და პოლიციელები.
ფრინველების და ცხოველების მიერ ადამიანის გადარჩენის ფაქტი სხვა დროსაც მომხდარა.

პატარა ბავშვი დახრჩობას თუთიყუშმა გადაარჩინა
image როცა თუთიყუშმა დაინახა, რომ 2 წლის გოგონა ჰანა გადაცდენილი საკვებით იხრჩობოდა, საშინელი ხმაური ატეხა, ფრთას ფრთაზე ურტყამდა და საშინელ ხმასაც გამოსცემდა.
ბავშვის დედა და ძიძა, რომლებიც გვერდით, მეორე ოთახში იმყოფებოდნენ თუთიყუშის მიერ ატეხილ ხმაურზე ოთახში შემოცვივდნენ და ბავშვს პირველი დახმარება აღმოუჩინეს.
ეს ამბავი გახმაურდა და ეს თუთიყუში გახდა თუთიყუშებს შორის პირველი, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისათვის "წითელი ჯვრის" ორგანიზაციის ფილიალისგან პრემია მიიღო.

გიგანტურმა კუმ ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა
image 1969 წელს გემიდან გადავარდნილმა მგზავრმა ხელი ჩაავლო მის ბედად იქვე აღმოჩენილი გიგანტური კუს ბაკანს. საინტერესო ისაა, რომ კუს 15 საათის მანძილზე ერთხელაც კი არ ჩაუყვინთავს ზღვაში, სანამ მაშველებმა კუს ჩაჭიდებული ადამიანი არ გადაარჩინეს.

0
2681
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
2681