x
მეტი
  • 07.07.2020
  • სტატია:101296
  • ვიდეო:346606
  • სურათი:465200
ჩინეთმა გამოაქვეყნა უკანასკნელი კვლევები კორონა ვირუსის შესახებ
image

ჩინეთის ჯანმრთელობის ნაციონალური კომისიის ხელმძღვანელმა მა სიაოვეიმ გამოაქვეყნა უახლესი მონაცემები კორონავირუსის გავრცელების შესახებ, რა დროსაც ბოლო მონაცემების თანახმად, 56 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ იტყობინება Reuters-ი.


მისი თქმით, ინკუბაციის პერიოდი ინფიცირების შემდეგ შეიძლება გაგრძელდეს ერთი დღიდან ორ კვირამდე. ასევე გაირკვა, რომ ვირუსის საფრთხის ხარისხი დამოკიდებულია ადამიანის ასაკზეც.(ბავშვები და ახალგაზრდები უფრო შედარებით ადვილად იტანენ)


ჩინოვნიკი აფრთხილებს მოსახლეობას, რომ ვირუსის გავრცელება დაჩქარებულია და რომ ინფიცირებულთა რიცხვი უახლოეს მომავალში კვლავ გაიზრდება, რადგან გაიზარდა ინფექციის ადამიანიდან ადამიანზე გადადების უნარი.



ჩინეთის ხელისუფლებას ჯერ კიდევ მცირე ინფორმაცია აქვს ახალი ვირუსის შესახებ და არ აქვს ნათელი წარმოდგენა, თუ რამდენად საშიში შეიძლება იყოს მისი მუტაციები, აღიარა მა სიაოვეიმ. მან ისიც დასძინა, რომ ჯერჯერობით შეუძლებელი გახდა ინფექციის წყაროს დადგენა - მკვლევარებმა მხოლოდ ვარაუდობენ, რომ ვირუსი შეიძლება ასოცირდებოდეს გარეულ ცხოველებთან.


ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია 56 ადამიანი. 39 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, ინფიცირებულთა რიცხვმა კი 2000-ს გადააჭარბა.

ჩინეთის ქალაქ უხანში, სადაც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია, ამ დრომდე საქართველოს სამი მოქალაქე რჩება.

ჩინეთში საქართველოს ელჩის არჩილ კალანდიას ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები თავს კარგად გრძნობენ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.


კარგი ინფორმაცია ის არის, რომ ჩინეთმა დაიწყო ვაქცინაზე მუშაობა, როგორც China Daily იუწყება, მეცნიერებმა უკვე შეძლეს კორონავირუსის 2019-nCoV. გამოყოფა, მიმდინარეობს შესაბამის შტამის ნიმუშის შერჩევა, ამასთანავე დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელის ხუ ვემბოს(Xu Wenbo) განცხადებით, სპეციალისტები არჩევენ იმ წამლებს, რომელიც ყველაზე ეფექტურად შეებრძოლებიან ვირუსისგან გამოწვეულ პნევმონიას.

1
406
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
406
  
28 იანვარი, 3:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1