x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ბერა კალიფორნიაში გასაფრენ ბილეთს ვეღარ აიღებს დაბლოკილი ანგარიშების გამო"- ნინო ჯანგირაშვილი

image


ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში ამერიკელი კონგრესმენების მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის გამოგზავნილ კრიტიკულ წერილებს ეხმაურება და ივანიშვილსა და მის ოჯახს არც თუ სახარბიელო მომავლს უწინსწარმეტყველებს: "ადამიანის კრიტიკისას ოჯახის წევრებს არასოდეს ვეხები, მაგრამ ბოდიში და როცა ბერა კალიფორნიაში გასაფრენ ბილეთს ვეღარ აიღებს დაბლოკილი ანგარიშების გამო, მარტო მაშინ მიხვდება როგორც ჩანს ივანიშვილი რაც დაემართა" - დაწერა საკუთარ ფეისბუქგვერდზე ნინო ჯანგირაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ - მინისტრს, გიორგი გახარიას, კრიტიკული წერილი 24 იანვარს, აშშ-ის კონგრესის კიდევ ერთმა წევრმა, ბრაიან ბაბინმა გამოუგზავნა. წერილი, რომლითაც კონგრესმენი შეშფოთებას გამოხატავს დემოკრატიის უკუსვლასა და ეკონომიკური განვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით, ბაბინმა ტვიტერზე გამოაქვეყნა. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა პიტ ოლსენმა კი ასევე "ტვიტერზე" დაწერა: "საქართველოს კორუმპირებული მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ღირებულებებს, მიმართავს სისასტიკეს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ და ერჩის იმ ამერიკულ ინვესტიციებს, რაც ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს!." ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ და წერილებს უგზავნიან. რამდენიმე დღის წინ გახარიასთვის გამოგზავნილ წერილში, რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები, ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენჯელი და მაიკლ მაკკაული შეშფოთებას გამოთქვამენ დაპირებული დემოკრატიული რეფორმის ჩაგდებისა და თანმხლები ძალადობის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლები ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემცირებაზეც საუბრობენ, რაც მათივე განცხადებით, ამერიკული და ევროპული კომპანიების შევიწროვების შედეგია. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლები ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემცირებაზეც საუბრობენ, რაც მათივე განცხადებით, ამერიკული და ევროპული კომპანიების შევიწროვების შედეგია.



0
518
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
518