x
მეტი
  • 23.02.2020
  • სტატია:99526
  • ვიდეო:344635
  • სურათი:461951
შავაანი - მჭედელი ღმერთ-კაცი სვანურ მითოლოგიაში

შავაანი - მჭედელი ღმერთ-კაცი სვანურ მითოლოგიაში


შავაანი არის მითური მჭედელი სვანურ მითოლოგიაში. შავაანი გახლავთ ჯაჭვის და უფსკრულზე გადადებული რკინის ხიდის გამჭედავი და დამამზადებელი. ის იყო მჭედელთა თაობების მამამთავარი (საინტერესოა, რომ მე-20 საუკუნეში სვანეთის სოფელ ჭუბერში ოსტატი მჭედელი სახელად შავხანი). შავაანი იყო არა მხოლოდ დიდი მჭედელი, არამედ ნახევარ-ღმერთი, ისეთ რკინის ხიდს ჭედდა, რომელზეც ჩვეულებრივი ადამიანები გადადიოდნენ, მაგრამ დევები ძირს ვარდებოდნენ და უფსკრულში იჩეხებოდნენ. ერთ-ერთი დევი თავისი მოდგმის მტერ, მძინარე შავაანს მიეპარა და მძინარეს გრდემლი დაჰკრა, რის მერეც შავაანი ცალი ფეხით დაკოჭლდა. საინტერესოა პარალელია, რომ ბერძნულ მითოლოგიაშიც მჭედლობის ღმერთი ჰეფესტოც კოჭლია.


წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
64
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0