x
მეტი
  • 30.09.2020
  • სტატია:103655
  • ვიდეო:347840
  • სურათი:468073
გინესის რეკორდების წიგნში საკუთარი პროფესიისგან განსხვავებული უნარებით მოხვედრილი ვარსკვლავები

როგორც წესი, მსახიობები და მუსიკოსები გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში, თავისდაუნებურად, წინასწარ დაგეგმილი შედეგის გარეში (დიდი რაოდენობით ალბომის გაყიდვით, ჩარტებში ლიდერობით, მაღალი ჰონორარის მიღებით და ა. შ.) ხვდებიან. მაგრამ, ზოგიერთი ვარსკვლავი, ამ წიგნში, სულ სხვა სფეროში გამოვლენილი ნიჭით და უნარ–ჩვევებით მოხვდა.



დუეინ ჯონსონი


image


პოპულარული მსახიობი, მეტსახელად კლდე, მსოფლიო რეკორდების წიგნში 3–ჯერ მოხვდა: პირველად, ფილმში – «მორიელთა მეფე» (2002 წ.) შესრულებული, პირველი მთავარი როლისთვის, კინოს ისტორიაში, ყველაზე მაღალი ანაზღაურება (5, 5 მლნ $) მიიღო. მეორიდ, რეკოდსმენი 2015 წელს გახდა: ლონდონში, ფილმის – «სან ანდრეასის» პრემიერაზე, მან საკუთარი სმარტფონით, 3 წუთში, 105 სელფი გადაიღო. აღსანიშნავია, რომ რეკორდის დასაფიქსირებლად, ყველა კადრი ხარისხიანი უნდა ყოფილიყო. 2 წლის შემდეგ, ჯონსონმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა – 245 კგ. სოუსი «დიპი» მოამზადა, რომელიც შემდეგ, ლოს–ანჯელესის უსახლკაროებს დაურიგეს.



ბენ სტილერი


image


2016 წლის, რეკორდების წიგნში, ბენ სტილერიც სელფის გადაღებით მოხვდა. მან ლონდონში, ფილმის – «ზულენდერი – 2»-ს პრემიერაზე სელფი ყველაზე გრძელი, 8, 56 მ. სიგრძის, სელფის ჯოხით გადაიღო.



ემინემი


image


მარშალ ბრიუს მეზერსი (ემინემი), რეკორდების წიგნში 2013 წელს, მის მიერ შესრულებული, «Rap God»-ის წყალობით მოხვდა. სიმღერის ხანგრძლივობა 6 წუთია და ამ დროის მონაკვეთში რეპერმა 1 560 სიტყვა წარმოთქვა. ხოლო, ერთ სტროფში, საერთოდ, 15 წამში – 97 სიტყვა თქვა.



სნუპ დოგი


image


2018 წელს კელვინ კორდოზარ ბროდუს-უმცროსმა (სნუპ დოგი) მსოფლიოში ყველაზე დიდი პორცია კოქტეილი მოამზადა და რეკორდების წიგნშიც მოხვდა. კოქტეილი, Paradise-ის მოსამზადებლად, მან 315 ლ. ჯინი, 156 ლ. გარგრის ბრენდი და 106 ლ. ფორთოხლის წვენი გამოიყენა.



ჯასტინ ბიბერი



image


პოპ-R&B-მომღერლის ჯ. ბიბერის სახელი რეკორდების წიგნში 14–ჯერ არის დაფიქსირებული. მათ შორის ერთი, მომღერალს მეტად უცნაური რეკორდის დამყარებაში მიენიჭა. საქმე იმაშია, რომ მისი სიმღერა «Baby», YouTube არხზე, თითქმის, 11 მლნ. ადამიანს არ მოეწონა. ხოლო, გასული წლის ოფიციალური მონაცემებით, იგივე ვიდეომ, უკვე 16 მლნ. «დისლაიკი» დააგრვა.



ვინ დიზელი


image


«ფორსაჟის» მთავარი როლის შემსრულებელმა მარკ სინკლერმა (ვინ დიზელი), 2013 წ. ნოემბერში, Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც მის ახლო მეგობარს და ფილმის მსახიობს, ტრაგიკულად დაღუპულ, პოლ უოკერს ეძღვნებოდა. გულისამაჩუყებელმა ტექსტმა 8 მლნ-ზე მეტი «ლაიკი» მიიღო და შედეგად, ყველაზე პოპულარული პოსტი გახდა Facebook-ზე.



ჯეკი ჩანი


image


2012 წლიდან, კომედიური ბოევიკების ცნობილი მსახიობი ჯეკი ჩანი ოფიციალურად, ყველაზე დიდი რაოდენობის ილეთის შემსრულებლად ითვლება.



რობერტ დაუნი უმცროსი


image
პოპულარული მსახიობი რეკორდების წიგნში ჩინელების წყალობით მოხვდა. 2013 წ. 48 წლის «რკინის კაცი» ჩინეთში პირველად ჩავიდა და მას ადგილობრივმა ფანკლუბის წევრებმა ღია ბარათი გადასცეს, რომელზეც 5 339 თაყვანისმცემელის ხელმოწერა იყო.



მადონა


image


მადონა გინესის რეკორდების წიგნში არაერთხელ მოხვდა. თუმცა, მათ შორის, ერთი რეკორდი მაინც განსაკუთრებულია: ფილმში «ევიტა» (1996 წ.) მისმა გმირმა სამოსი 85-ჯერ გამოიცვალა და მანამდე დამყარებული, 1 ფილმში, კოსტუმების გამოყენების ყველა რეკორდი მოხსნა.



შაკირა


image
ცნობილი კოლუმბიეი მომღერალი შაკირა რეკორდების წიგნში იმით შევიდა, რომ ის პირველი ადამიანი იყო მსოფლიოში, ვისმა Facebook ანგარიშმაც 100 მლნ. მოწონება მიიღო. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მომღერალი, მანამდე, უკვე 2-ჯერ იყო ამ წიგნის რეკორდსმენი — აშშ-ი ყველაზე გაყიდვადი ესპანურენოვანი ალბომის და ყველაზე გაყიდვადი ესპანურენოვანი სინგლის კატეგორიებში.



აბჰიშეკ ბაჩანი


image
2009 წ. ინდოელი მსახიობი და პროდიუსერი აბჰიშეკ ბაჩანი, საკუთარი ფილმის, «დელი-6» – ის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, 12 საათში, 7 ქალაქში ჩავიდა. ამასთან, მან თითოეულ ქალაქში, წითელ ხალიჩაზე გაიარა, სიტყვით გამოვიდა მაყურებლის წინაშე, ესაუბრა თაყვანისმცემლებს და ავტოგრაფებიც დაარიგა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ 12 საათში, მანქანით და კერძო თვითმფრინავით, მან 1, 8 ათასი კმ. გაიარა.

imageimageimageimageimageimageimage






0
140
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0