x
მეტი
  • 01.04.2020
  • სტატია:100889
  • ვიდეო:345603
  • სურათი:463570
აი, სწორედ ამიტომ არ არიან ისლანდიაში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები

image


ისლანდიაში ყოველწლიურად დაუნის სინდრომის მქონე მაქსიმუმ ორი ბავშვი იბადება. თუ სტატისტიკას მოვიშველიებთ და ამერიკის ან დიდი ბრიტანეთის მაგალითებს ყურადღებით გადავხედავთ ცხადად დავინახავთ რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების რაოდენობა ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში ბევრად უფრო მაღალია. ამ ქრომოსომული დაავადების მქონე პირები სხვადასხვა თოქ - შოუებისა და ახალი ამბების ხშირი სტუმრები არიან, სადაც საჯაროდ, საზოგადოებაში თავიანთი ინტეგრაციისა და ადაპტაციის საკითხებზე ხმამაღლა მსჯელობენ.



მაგრამ რატომ არის ისლანდიაში ასეთი მაჩვენებლები?




image


1. "2000 - იანი წლებიდან მოყოლებული ისლანდიის ეროვნულ საავადმყოფოში სისტემატურად პრენატალური სკრინინგ- ტესტები ტარდება, რომლებიც ნაყოფის განვითარების პრობლემებს დროულად ავლენს. მათ შორის - დაუნის სინდრომსაც. ეს, ქვეყანაში ჩვეულებრივი, აპრობირებული პრაქტიკაა."



image


2. "ისლანდიელი ქალების 99% -ი აბორტის გაკეთებას იმ შემთხვევაში ირჩევს, თუკი ტესტის ჩატარებისას ნაყოფს დაუნის სინდრომი დაუდგინდა. შედარებისთვის: ამერიკაში, აბორტის გასაკეთებლად ანალოგიურ სიტუაციაში ქალების მხოლოდ 67% არის თანახმა."


image


3. "ისლანდიელი ექიმები ამბობენ, რომ ქვეყანაში არანაირი იძულებითი აბორტი და "სოციალური წმენდა" არ ხორციელდება, რაშიც მათ ინტერნეტსივრცეში გამუდმებით ადანაშაულებენ. მედპერსონალის მშობლებთან კონსულტაცია საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, სადაც გადამწყვეტი, ბოლო სიტყვა მაინც დედას ეკუთვნის. თუმცა ფაქტია, რომ დაუნის სინდრომი ისლანდიელთა ცხოვრებიდან თითქმის პრაქტიკულად გაქრა."



0
1156
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
1156