x
მეტი
  • 26.02.2020
  • სტატია:99667
  • ვიდეო:344674
  • სურათი:462069
ტყვიის მავნე გავლენა ადამიანზე და მისი თავიდან აცილების გზები

ტყვია

ტყვია მძიმე მეტალთა ჯგუფს ეკუთვნის, რომელიც სერიოზულ ზეგავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. ტყვია განსაკუთრებით საშიშია ბავშვის ორგანიზმისთვსი როგორც მუცლად ყოფნის პერიოდში, ასევე დაბადების შემდეგ. განსაკუთრებით 6წლამდე ასაკის ბავშვებისათვის რომელთა ცენტრალური ნერვული სისტემა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ტყვიის მოწამვლის შემთხვევები მთელ მსოფლიოში აღინიშნება. ტყვიის ექსპოზიციაზე მოდის დაავადებათა გლობალური ტვირთის 1%. განვითარებად ქვეყნებში აღრიცხული გონებრივი ჩამორჩენილობის 15-20% ტყვიის ექსპოზიციას უკავშირდება. დღეისათის ცნობილია, რომ ბავშვთა ჯანმრთელობისათვის მავნეა ტყვიის ნებისმიერი დოზის ექსპოზიცია.

ტყვიის მოწამვლის ძირითდი წყაროები:


ტყვიის შმეცველი საღებავი-საღებავები რომლებსაც საყოფაცხოვრებო მიზნებისათსი იყენებენ შეიძლება სხვადასხვა დოზით შეიცვადნენ ტყვიას. მაგალითად სახლების, კედლების, ავეჯების შესაღები და სხვა.

ტყვიით დაბინძურებული ჰაერი-ინდუსტრიული ნარჩენებით და ტყვიის შემცველი საწვავით გარემოს დაბინძურება იწვევს ტყვიის მოხვედრას ჰაერსა და წყალში, რაც იწვევს ტყვიით მოწამვლას და სავალალოდ მოქმედებს პირველ რიგში ფეხმძიმე ქალებსა და ბავშვებზე.

ტყვიით დაბინძურებული ნიადაგი-ინდუსტრიული ნარჩენებითა და საწვავის გამონაბოლქვით დაბინძურების შედეგად ნიადაგის ზედა ფენა ტყვიას შეიცავს, რომელიც არ იშლება. ტყვიით მოწამვლის განსაკუთრებით დიდი რისკი აქვთ მათ, ვინც მაგისტრალურ ქუჩებთან, დიდ გზაჯვარედინებთან, ავტობანებთან, ნაგვის გადამამუშავებელ ქარხნებთან ახლოს ცხოვრობს. აეთ რაიონებში დაბინძურებული ნიადეგიდან ტყვია სახლის მტვერში ხვდება და წამლავს ადამიანს.

ტყვიის შემცველი საკვები- ადამიანის ორგანიძმში ტყვია შეიძლება მოხვდეს საკვებიდან, რადგან დაბინძურებული ნიადაგიან და საძოვრებიდან ტყვია პროდუქტებში ხვდება.

ბოლო წლებში ტყვია აღმოჩენილია სხვადასხვა სათამაშოებში, სამკაულებსა და პარფიუმერულს ნაწარმში.

ტყვია მულტიმოქმედების შხამია, ის მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, სისხლის წარმოქმნაზე, ენდოკრინულ სისტემაზე, რეპროდუქციულ ფუნქციაზე, თითქმის არ რჩება ფუნქცია ორგანიზმში, რაზეც ტყვია გარკვეულწილად არ მოქმედებს, მაგრამ მისის სამიზმნე მაინც ცენტრალური ნერვული სისტემა და სისხლია. ტყვია არ არის ესენციალური მიკროელემენტი, რომელიც აუცილებელია ორგანიზმში ბიოქიმიური პროცესების წარმართვისათვის, ის ზედმეტია ორგანიზმისთვის, სადაც მოხვედრის შემდეგ გროვდება და გარკვეული დონის დაგროვების შემდეგ იწყება მთელი რიგი პათოლოგიები.

ტყვიით ინტოქსიკაციის დროს ადგილი აქვს შემდეგ ქცევით სიმპტომებს:

1.ყურადღების კონცენტაციის დარღვევა;

2.ინტელექტის შეფასების ტეტსებში დაბალი დონე;

3.ჰიპერაქტიულობა;

4.კორდინააცის გაძნელება;

5.ქცევითი დარღვევები;

6.დაბალი მსოწერება სკოლში;

7.ძრდის და განვითარების შეფერხება.

კლინიკუჯრი სიმპტომები:

1.ტკივილი მუცლის არეში;

2.ანემია;

3.ყაბზობა;

4.თვის ტკივი;

5.მადის დაქვეითება.


პროფილაქტიკა:

1.არ გამოიყენოთ ტყვიის შემცველი საღებავები;

2.ხშირად დაალაგეთ სახლი და ბავშვის ოთხი სველი წესით;

3.მიზანშეწონილია ხშირად გარეცხოთ ბავშვის სათმაშოები;

4.მიაჩვიეთ ბავშვი ქუჩიდან ან ეზოდან სახლში მოსვლის შემდეგ დაიბანოს ხელები;

5.მიიღეთ რკინით, კალციუმით და ცილებით მდიდარი საკვები;

6.მოამზადეთ ნაკლებდ ცხიმიანი საკვები, რადგან ცხიმიანი საჭმელი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელ სისტემაში ტყვიის შენარჩუნებას;

7.განსაკუთრებით მოერიდეთ ტყვიის ექსპოზიციას ფეხმძიმობის დროს;

8.მოერიდეთ ფეხით სიარულს ტრანსპორტით გადატვირთულ ქუჩებში;


მკურნალობა-როგორც ამერიკის კვების და ენდროკრინოლოგიის აკადემია აცხადებს, ჯანსაღ კვებას შეუძია ორგანიზმში მოხვედრილი ტყვიის შემცირება, როდესაც ორგანიზმში სასრგებლო ააკვებია ტყვია უფრო უჭირს გავრცელება, სასაგებლოა ის საკვები რომელიც მდიდარია კალციუმით, ც ვიტამინით და რკინით.

კალციუმი აძლიერებს ძვლების და ტყვიის გამოდევნას. კალციუმით მდიარი პროდუქტებია:

რძე და მისი ნაწარმი;

მაწვანე ფროთლოვანი ბოსტნეული როგორიცაა კომბოსტო, ბოლოკი და სხვა;

სოიოს რძე, ფროთოხლის წვენი, ტოფი;

დაკონსერვებული სალმონი და სალდინები და სხვა.

ტყვიას ასევე ბლოკავს რკინა, რკინას შეიცავს:

წითელი ხორცი;

მარცვლეული, პური, მაკარონი;

ლობიო, ოსპი და სხვა.

ც ვიტამინი ხელს უწყობს სხეულს რკინის უკეთ მიღებაში, რაც თავის მხრივ ორგანიზმიდან ტყვიის გამოდევნას უწყობს ხელს, ც ვიტამინს შეიცავს:

ციტრუსები, მაგალითდ ფორთოხალი, ლიმონი, გრეიფრუტი;

კივი, მარწყვი, ნესვი;

პომიდორი, კართოფილი;

წიწაკა და სხვა.

ტყვიის შემცველობა განისაზღვრება სისხლში, ასევე მისი დიდი რაოდენობით დაგროვე ხდება თმებში და კბილებში. ტყვიის არსებობის უსაფრთხო მაჩვენებელი არ არსებობს, მისი მინიმალური ოდენობით გამოწვეული მოწამვლაც კი შესაძლოა ცხოვრების მანძილზე სხვადასხვა პრობლემებში გამოვლინდეს.









0
121
შეფასება არ არის
ავტორი:ნუნუ თედიაშვილი
ნუნუ თედიაშვილი
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0