x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
კონდიციონერი და «მაცივარი», რომელიც დენის გარეშე მუშაობს

ზაფხულში, კონდიციონერების და ვენტილატორების გარეშე ცხოვრება, პრაქტიკულად, შეუძლებელია... ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ გამაგრილებელი მოწყობილობა კაცობრიობის შორეულ წარსულში უკვე არსებობდა და იმდენად ეფექტური იყო, რომ ცხოვრება უდაბნოშიც კი შეიძლებოდა. გარდა ამისა, მისი საშუალებით, წყლის ტემპერატურის დაწევა 0°C-მდე შეიძლებოდა და ფაქტიურად, ის მხოლოდ გაგრილების კი არა, მაცივრის ფუნქციასაც ასრულებდა. ამასთან, ვიზუალურადაც კარგად გამოიყურებოდა და ნებისმიერი სახლის ექსტერიერში კარგად ჯდებოდა.


image


ეგვიპტეში და აზიის ქვეყნებში ეს მოწყობილობა სხვადასხვა სახელით არის ცნობილი. მაგ., ირანში მას «ბადგირს» ეძახიან. ხოლო, ეგვიპტეში – «მალკაფს», რაც ქართულად, — «ქარის დამჭერს» ნიშნავს. ვინ არის ამ გამოგონების ავტორი, ან რომელ ქვეყანაში დაიწყეს პირველად მისი სახლებში ჩაშენება, ცნობილი არ არის. თუმცა ცნობილია, რომ პლანეტის ცხელ რეგიონებში, იქ სადაც უძველესი ცივილიზაციის კერები იყო, სახლებს ისე აშენებდნენ, რომ შიგნით ყოველთვის სიგრილე ყოფილიყო... და ეს იმ შემთხვევაშიც, თუ გარეთ, მზის გულზე, ტემპერატურა +45 გრადუსზე მაღალი იყო. მაგ., მალკაფები ეგვიპტეში ძვ. წ. აღრ. 1300 წელს უკვე არსებობდა.

უძველეს დროში არსებული გამაგრილებელი სისტემები დღეს უკვე კარგად არის შესწავლილი და როგორც თანამედროვე ინჟინრები აცხადებენ, ძველი «კონდენციონერი» ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ანალოგიური ფუნქციის მქონე, ყველაზე თანამედროვე გამაგრილებელი საშუალებები. მათი აზრით, – ის, ფაქტიურად, «მუდმივი ძრავაა», რომელსაც ენერგიის წყარო არ ესაჭიროება!

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძველი გამაგრილებელი სახლის ინტერიერში და ექსტერიერში კარგად «ეწერებ» და მის იერს არ ამახინჯებს.


image


მაგ., ირანული ბადგირი გარედან ბუხრის მილს მოგაგონებთ და თითქმის იგივენაირად მუშაობს, როგორც ბუხარი. თუმცა, მისი სისტემა ცოტა რთულია და განსხვავებული ვარიანტების შექმნის შესაძლებლობას იძლევა.


image


ამ მოწყობილობის არსი კი, იმაში მდგომარეობს, რომ სულ მცირე ნიავი ან სიო «დაიჭიროს» და წნევათა სხვაობის გამოყენებით, ის შენობის სიღრმისკენ მიმართოს. ამისთვის კი, ნაგებობის ზომა და მდებარეობა, სწორედ უნდა იყოს შერჩეული.


image


გარდა ამისა, «ქარის დამჭერი» მხოლოდ ჰაერის შემწოვი არ არის და იმის წყალობით, რომ ეს ნაგებობა, ძირითადად, შენობის ცენტრშია ჩაშენებული, მის ზედაპირსაც გამუდმებით აგრილებს. ხოლო, კედლების სიმხურვალე შენობიდან, ამომავალი ჰაერის მასებს უერთდება და ზემოთ ამოდის.


image


ეს მოწყობილობა, შენობისთვის — ერთდროულად, ვენტილაციაც არის და გამაგრილებელი საშუალებაც და ის დღესაც სიდი პოპულარობით სარგებლობს ირანში. თუმცა, არა იმიტომ, რომ დენი არ სჭირდება. უბრალოდ, ამ ქვეყანაში კონდენციონერი ნაკლებად ეფექტურია, რადგან სადღეღამისო რეჟიმს ვერ უძლებს და მალე ფუჭდება.

imageimageimageimageimageimageimage







0
520
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
520
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0