x
მეტი
  • 26.02.2020
  • სტატია:99667
  • ვიდეო:344674
  • სურათი:462069
ვიდეო -თურქეთში მომხდარი საშინელი მიწისძვრის შედეგები
image



მიწისძვრა მოხდა აღმოსავლეთ თურქეთის ელიაზიგის პროვინციაში, რომლის შედეგად დაიღუპა მინიმუმ 14 ადამიანი, იუწყება თურქული სააგენტო "Anadolu", თურქეთში კატასტროფების მართვისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ოფისის ინფორმაციაზე დაყრდნობით.


”225 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია”, - აცხადებს ელიაზიგის პროვინციის გუბერნატორი, ოქტეი კალდიმირი.


თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება ვითარების განვითარებას.




”პრეზიდენტ ერდოღანის ხელმძღვანელობით, პირველივე წუთიდან ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას მიწისძვრასთან დაკავშირებით.” - თქვა მან.


მაშველებმა უკვე მიიტანეს 1689 კარავი, 1656 საწოლი და 9200 საბანი იმ რეგიონში, სადაც მიწისძვრა მოხდა.


შეგახსენენთ, რომ პარასკევს, ადგილობრივი დროით 20:55 საათზე, აღმოსავლეთ თურქეთში 6.8 ბალი სიძლიერის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ცენტრი 6, 75 კმ სიღრმეზე მდებარეობს. სააგენტო "Anadolu"- ს თანახმად, მიწისძვრის შემდეგ კვლავ დაფიქსირდა 2.7 და 5.4 სიძლიერის 35 ბიძგი.





5
141
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
141
  
27 იანვარი, 20:56
200 გაზიარება ახლა, სირცხვილია რა მართლა
27 იანვარი, 0:24
საერთოდ არ დაგვცინიან ))
26 იანვარი, 17:21
150 გაზიარებაა და 102 ნახვა. ცირკია რა...
0 1 5