x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
თურქეთმა წყალში ჩაუშვა გერმანული პროექტით აგებული წყალქვეშა ნავი

image

თურქეთში წყალში ჩაუშვეს წყალქვეშა ნავი "Piri Reis", რომელიც აგებულია გერმანული პროექტით "Тип-214TN". იტყპბონება ( сообщает ) "FlotProm".
ცერემონიის მსვლელობისას თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ 2027 წლამდე თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალები მიიღებენ 6 ერთეულ აღნიშნული პროექტის წყალქვეშა ნავებს. წყალში ჩაშვებული წყალქვეშა ნავი კი 2022 წლამდე უნდა იქნეს ბოლომდე დასრულებული, რადგან მთელი რიგი სისტემების დამონტაჟებაა აუცილებელი (წყალქვეშა ნავი ჯერ არაა ოფიციალურად თავდაცვის სამინისტროსათვის გადაცემული შეიარაღებაში).
კონტრაქტის ღირებულება 2, 5 მილიარდი ევროა, სადაც მაქსიმალურადაა გათვალისწინებული თურქული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის ჩართვა.

"KSS-2" კლასის არაატომური წყალქვეშა ნავი "Тип-214TN" —ის ტექნიკური მახასიათებლები:
სიგრძე-65, 3 მეტრი
სიგანე-6, 3 მეტრი
წყალქვეშა წყალწყვა 1, 8 ათასი ტონა
სიჩქარე-20 კვანძი (წყალქვეშ) და 12 კვანძი (წყლის ზედაპირზე)
ეკიპაჟი-40 ადამიანი, მათ შორის 5 ოფიცერი
არაატომურ წყალქვეშა ნავს შეუძლია 2 კვირის მანძილზე შეასრულოს დავალება 400 მეტრ სიღრმემდე.
შეიარაღება
-საბრძოლო მართვის სისტემა "ISUS-90"
-8 ერთეული 533-მილიმეტრიანი სატორპედო აპარატი
- შესაძლებლობა, გამოიყენოს ფრთოსანი რაკეტა ზღვა-ზედაპირი
- ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები "ჰარპუნი"
- მძიმე ტორპედოები "Akya"
- ნაღმები.
0
209
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
209