x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ალო, ბატისტვინავ, თუ ფსიქიკური პრობლემები აქვს, როგორ მართავს ავტომობილს?" - ნიკა გვარამია სოფო კილაძეს

image


ტელეკომპანია "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის, კიტა იზორიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. უმრავლესობის დეპუტატი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ლევან იზორიას ძმის ვიდეოს გასაჯაროებას, რომელსაც წლებია ფსიქიკური პრობლემები აქვს, ამორალურად აფასებს: "ბოროტმა ფრეკენ ბოკმა, სოფო კილაძემ, იზორიას ძმას ფსიქიკური პრობლემები აქვს და მისი ვიდეოს გაშვება უზნეობააო. ალო, ბატისტვინავ, თუ ფსიქიკური პრობლემები აქვს, როგორ მართავს ავტომობილს, როგორა აქვს მართვის მოწმობა? და ამ პრობლემების ბონუსად, უკანონოდ, ნარუშილოვკა რატომ დაამატეს ზედ? ფსიხია და ვინმე რომ გაიტანოს, არ გააჩერონ ბიჭიო? იდიოტი მონა."- დაწერა ნიკა გვარამიამ ფეისბუქის პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "მთავარმა არხმა" 23 იანვარს ვიდეო გაავრცელა, სადაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმის დაკავებაა აღბეჭდილი, რომელსაც მალევე "ჩარევის" შედეგად ათავისუფლებენ. პოლიციელი, რომელმაც მაღალჩინოსნის ძმა დააკავა, მალევე ჩამოაქვეითეს და კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს, ამ ფაქტის შესახებ პირველად მან სწორედ "მთავართან" ისაუბრა.


0
705
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
705