x
image
Yoona
რა უფრო სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის: შაქარი თუ თამბაქო?
ბევრს სმენია, რომ ყოველდღიური შაქრის მოხმარება უნდა შეზღუდონ, მაგრამ ამას სერიოზულ მნიშვნელობას მაინც არ ანიჭებენ. აი, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორები ირწმუნებიან, რომ შაქარი არა მხოლოდ თამბაქოს ან ალკოჰოლის გვერდით უნდა დავაყენოთ, არამედ აიკრძალოს უნდა კიდეც.


image

ბოლო 50 წლის მანძილზე შაქრის მოხმარება თითქმის 3-ჯერ გაიზარდა, რადგან ის ბევრ პროდუქტში შედის. მისი ჭარბი მოხმარება აუცილებლად უნდა შეზღუდოთ, თუ წონაში დაკლება და ჯანმრთელობის შენარჩუნება გსურთ. რატომ არის შაქარი თამბაქოზე უფრო სახიფათო?


image


კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ შაქარი ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლო არაა. მისი შედეგები საკმაოდ პროგნოზირებადია. ის წონის მატებას და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს.

მრავალრიცხოვანმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჭარბი რაოდენობის შაქრის მოხმარება გულის დაავადების განვითარების რისკს ზრდის.

აღსანიშნავია, რომ „ტკბილეულის მოყვარულებში“ შაქრის მაღალმა მოხმარებამ შეიძლება ნივთიერებათა ცვლა დაარღვიოს. ეს კი იმუნური სისტემის განადგურებას იწვევს. ადამიანს შეიძლება სურდო და ხშირი ქრონიკული დაავადებების გამწვავება აწუხებდეს.

შაქარი ასევე კანის ნაადრევ დაბერებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ის აღდგენას აფერხებს, რაც მოქნილობის დაკარგვას, კანის გამონაყარს, სახის ფერის ცვლილებას და სხვა პრობლემებს იწვევს.

image

ტესტირებების შედეგებმა აჩვენა, რომ შაქარს შეიძლება „ტკბილი შხამი“ ვუწოდოთ, რადგან ის ნელა მოქმედებს, მაგრამ სხვადასხვა პრობლემებს იწვევს და მთელ ორგანიზმს დიდ ზიანს აყენებს. ფრთხილად იყავით და ამ შხამს თქვენი მოკვლის უფლება არ მისცეთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

ცუდი განწყობის და კანის სიმშრალის დამნაშავეები: რძე, ყავა და სხვა პროდუქტები

image

ყავამ შეიძლება გამოიწვიოს გულძმარვა, წამლებმა კი კუჭის პრობლემები. რისი გაკეთება არ ღირს უზმოზე

image

3 შემთხვევა, როცა ხარისხიანი წყალიც კი შეიძლება ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს

image

ცივი ფეხები, უძილობა და სწრაფი კვების პროდუქტები: იმუნიტეტის 6 მთავარი მტერი

image

რა არის კომბუჩა და როგორ მოვამზადოთ. მისი მიღება რეკომენდებულია

image

0
965
2-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
965